სარჩევი
თოფურია მახაჩევს - ყოველდღე ვრწმუნდები, რომ დაგაძინებ | Setanta Sports

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ისლამ მახაჩევსა და ჯეკ დელა მადალენას შორის გამართულ ბრძოლას გამოეხმაურა და ისლამის გამარჯვებას ‘მოსაწყენი’ უწოდა.

UFC 322 – სრული ჩანაწერი

UFC 322-ზე ისლამი მეორე წონის ჩემპიონი გახდა – ჯეკ დელა მადალენასთან გამართულ ხუთრაუნდიან ბრძოლაში რუსმა მებრძოლმა ჭიდაობის ხარჯზე დომინაცია გვაჩვენა და წაუგებელი სერია გააგრძელა, რითიც თოფურია აღფრთოვანებული არ დარჩენილა.

თოფურიამ ბრძოლაში ისლამის სახით ახალი მოსაწყენი ჩემპიონი იხილა, ხოლო დელა მადალენას ბრძოლით ქართველი იმედგაცრუებული დარჩა.

“ისლამ, არის რაღაც, რაზეც ვერასდროს ივარჯიშებ – ემოცია. შენ ყველაზე მოსაწყენი ხარ ამ თამაშში, ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ დაგაძინებ”, – დაწერა საკუთარ X-ზე ქართველმა ჩემპიონმა.

ქართველმა ჯეკ დელა მადალენაც გააკრიტიკა. გულშემატკივარი ავსტრალიელისგან გრეპლინგისგან კარგ დაცვას და სოლიდურ კრივს ელოდა, თუმცა ნიუ-იორკში შეკრებილმა გულშემატკივარმა, საერთოდ სხვა რამ იხილა, ისლამი ჯეკს უმარტივესაც აქცევდა, ხოლო ავსტრალიელის შეტევები ნელი იყო, რაც რუსს ზიანს საერთოდ ვერ აყენებდა.

“ჯეკს ჭიდაობისთვის მთელი კემპი სჭირდება. ჯეკ, საქართველოში უნდა ჩამოხვიდე, რომ რამე ისწავლო”, – აღნიშნა თოფურიამ თავის მესიჯში.

Welterweight-ის საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ, ისლამ მახაჩევს კონკრეტული მებრძოლი არ გამოუწვევია, ცალსახაა, რომ რუსს შემდეგ წელს თეთრ სახლში ჩხუბი სურს.

ბუნებრივია, მსუბუქ წონაში დაბრუნება და თოფურიას წინააღმდეგ ბრძოლა ამ სპორტში ყველაზე დიდი ივენთი იქნება, თუ მახაჩევი თავი ახალ წონაში დარჩება, არაა გამორიცხული ილია ავიდეს მის წონაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსი მაიკლ მორალესს ან კარლოს პრატესს შეხვდება, რომლებმაც UFC 322-ზე ფენომენალური ფინიშები აიღეს და ტიტულზე განაცხადი გააკეთეს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.