სარჩევი
FIFA The Best: კვარაცხელია ნომინანტებს შორის არაა | Setanta Sports

FIFA The Best: წლის საუკეთესო 11 ნომინანტი ცნობილია – ფიფა-ს ოფიციალურ ვებ-ვგერდზე სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო ნომინანტები გავრცელდა და ხმის მიცემა დაიწყო.

მორიგი დასამახსოვრებელი წლის შემდეგ, FIFA საფეხბურთო გულშემატკივრებს შესაძლებლობას აძლევს, რომ The Best-ის ჯილდოზე ნომინირებულ ფეხბურთელებს ან მწვრთნელებს მხარი ონლაინ ხმის მიცემით დაუჭირონ და 11 ნომინანტიდან 3 საუკეთესო გამოავლინონ.

წლის საუკეთესოების გამოვლენაში გათვალისწინებული იქნება 2025 წელს გამართული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც უნიკალური იყო და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 32-მა საუკეთესო გუნდმა მიიღო. ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა, რასაც 2.5 მილიონი ადამიანი სტადიონზე დაესწრო და მილიარდობით ადამიანმა თვალი ონლაინ ადევნა.

პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა გაფართოებულ სიაში მოხვდა, თუმცა საუკეთესო 11 ფეხბურთელთა სიაში არ გვხვება:

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – 11 ნომინანტი

უსმან დემბელე, პსჟ

აშრაფ ჰაკიმი, პსჟ

ჰარი კეინი, ბაიერნი

ნუნო მენდეში, პსჟ

კოულ პალმერი, ჩელსი

რაფინია, ბარსელონა

მოჰამედ სალაჰი, ლივერპული

ვიტინია, პსჟ

ლამინ იამალი, ბარსელონა

საუკეთესო მეკარე – ნომინანტები

ალისონი, ლივერპული

ტიბო კურტუა, რეალი

ჯანლუიჯი დონარუმა, პსჟ

ემილიანო მარტინესი, ასტონ ვილა

მანუელ ნოიერი, ბაიერნი

დავიდ რაია, არსენალი

საუკეთესო მწვრთნელი – ნომინანტები

ხავიერ აგირე, მექსიკა

მიკელ არტეტა, არსენალი

ლუის ენრიკე, პსჟ

ჰანსი ფლიკი, ბარსელონა

ენცო მარესკა, ჩელსი

რობერტო მარტინესი, პორტუგალია

არნე სლოტი, ლივერპული

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.


NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.