სარჩევი
პსჟ-ს განცხადება - რამდენ ხანს გამოტოვებს ჰაკიმი? | Setanta Sports

პსჟ-ს განცხადება – რამდენ ხანს გამოტოვებს ჰაკიმი? – პარიზული კლუბის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გუდნის კაპიტანი, აშრაფ ჰაკიმი ბაიერნთან მიღებული დაზიანების გამო 6 კვირაზე მეტს გამოტოვებს.

‘სეზონის ბოლოს გავიგებთ ვინაა საუკეთესო’ – კვარას კომენტარი

ჰაკიმიმ პარიზში 5 ნოემბერს რამდენიმე სამედიცინო კვლევა ჩაიტარა, შედეგად კაპიტანს ‘ტერფის ძლიერი დაჭიმულობა’ დაუდგინდა, ასე რომ, ფეხბურთელი მოტეხილობას გადაურჩა.

ბაიერნთან გამართულ შეხვედრაში ლუის დიაზის უხეში ვარდნის შემდეგ ჰაკიმის ფეხი კოლუმბიელის მარცხენა მუხლის ქვეშ მოყვა, რამაც მოროკოელს წონასწორობა დააკარგვინა და ფეხი გადაუტრიალდა. თავდაპირველად ლუის დიასი ყვითელი ბარათით დაისაჯა, თუმცა საქმეში VAR ჩაერთო და კოლუმბიელს უხეში თამაშის გამო მოედნის დატოვება მოუწია.

გარდა ამისა, მცირე ტრავმა მიიღო 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა უსმან დემბელემ და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუნუ მენდეშმაც. ისინი ლუის ენრიკეს გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდებიან.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები საქმეში 9 ნოემბერს ლიგა 1-ის მატჩში დაბრუნდებიან, სადაც მეექვსე ადგილოსანი ლიონის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ლიონი – პსჟ-ს მატჩის ყურება ქართველ გულშემატკივარს ტრადიციულად setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.