სარჩევი
პსჟ vs ბაიერნი - რეკორმაისტერის ზედიზედ მე-16 მოგება | Setanta Sports

პსჟ vs ბაიერნი – მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი თავისსავე მოედანზე დაამარცხა და მოგებათა სერია 16-მდე გაზარდა.

მიუნხენელებმა ბრწყინვალე შემტევი ფეხბურთი გვაჩვენეს პირველივე წუთებიდან და ლუის დიასის გოლით მე-4 წუთზე დაწინაურდნენ.

მოედნის თითქმის ყველა მონაკვეთში ბაიერნის ფეხბურთელები უკეთესები იყვნენ და ბევრ მომენტს ქმნიდნენ.

უსმან დემბელემ პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საქმეში VAR ჩაერთო და გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გააუქმა.

ლუის დიაზმა მალევე დუბლი გაიფორმა და ბაიერნის უპირატესობა დამაჯერებელი გახადა. კოლუმბიელმა პირველ ტაიმში შოუ უდავოდ მოიპარა, რადგან დუბლის გაფორმებიდან რამდენიმე წუთში აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ უხეშობისთვის წითელი ბარათიც მიიღო და თავისი გუნდი 10 კაცით დატოვა.

მატჩის მეორე ტაიმში რადიკალურად განსხვავებული სცენარი ვიხილეთ. 10-კაციანი ბაიერნი ძირითადად დაცვაზე იყო ორიენტირებული, პსჟ კი უამრავ მომენტს ქმნიდა. მხოლოდ მეორე ტაიმში ლუის ენრიკეს გუნდი რეკორდმაისტერის კარს 19-ჯერ დაემუქრა, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

პსჟ vs ბაიერნი – მიმოხილვა

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.