4 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში 9 მატჩს ვიხილავთ. ტურის ცენტრალური მატჩები ლივერპულში ენფილდზე – მერსისაიდულ გრანდს და მადრიდის რეალს შორის, და პარიზში – მოქმედ ჩემპიონ პსჟ-სა და მიუნხენის ბაიერნს შორის გაიმართება.
ყველა ამ მატჩის ყურება ქართველ გულშემატკივარს setantasports.com-ის პლატფორმაზე შეუძლია.
პლატფორმაზე მულტივიუს გამოყენებით შეგიძლიათ პარალელურად 4 მატჩს ადევნოთ თვალი.
უყურე კვარას თამაშს setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პსჟ vs ბაიერნი


დღევანდელი სათამაშო დღის მთავარი ყურადღება პარიზზეა მიპყრობილი, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ და მეორე ადგილოსნები ერთმანეთს პარკ დე პრენსზე შეხვდებიან.
ტურნირის მოქმედ გამარჯვებულებს ნელ-ნელა ტრავმირებული ლიდერები უბრუნდებიან და ოპტიმალურ ფორმაში შედიან. ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში პარიზელები გერმანიას ესტუმრნენ, სადაც ლევერკუზენი გამანადგურებელი ანგარიშით 7:2 დაამარცხეს, კვარაცხელიამ იმ მატჩში თავი გოლით და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ლიგა 1-ის ბოლო ტურში ლუის ენრიკეს გუნდმა ნიცა საკუთარ მოედანზე ბოლო წუთზე, გონსალუ რამუშის გოლით დაამარცხა, ხვიჩა აქაც შედეგიანი გადაცემით გამოირჩა და თავის გუნდში საუკეთესო იყო.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება კვარაცხელიას ხილვა დღესდღეობით ყველაზე კარგ ფორმაში მყოფ ბაიერნთან, რომელსაც ახალი სეზონის დაწყების დღიდან აბსოლუტურად ყველა მოგება აქვს (15) და რეკორდებს ამყარებს.
ვენსან კომპანის გუნდი შეუჩერებელია ყველა ტურნირზე, ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე ჯამში 12 მოგებასთან ერთად, რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა ლიგაზე არც ჩელსი, პაფოსი და ბრიუგე შეიმჩნია, რის შემდეგაც პარიზში მოქმედი ჩემპიონის წინაშე სეზონის ყველაზე რთულ მატჩში ითამაშებს.
დღის ცენტრალურ მატჩზე რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ:
- პსჟ-ს მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ბოლო 4 მატჩიდან ყველა წაგებული აქვს, ამგვარად პარიზელებს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე გრძელი წაგებათა სერია სწორედ მიუნხენურ გუნდთან აქვთ.
- პარიზელებმა ბაიერნთან ბოლო ოთხ ურთიერთშეხვედრაში გოლის გატანაც ვერ შეძლეს. 40 დარტყმის მცდელობიდან, მხოლოდ 14-ჯერ დაემუქრნენ რეკორდმაისტერის კარს, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
- ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს 2018 წლის შემდეგ პირველად შეხვდება, მაშინ რეკორდმაისტერმა მოქმედ ჩემპიონ მადრიდის რეალთან ფრედ, 2:2 ითამაშეს.
- პსჟ ბაიერნთან მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე 6-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგს იმეორებს. პარიზელებს აქამდე ზედიზედ 6 მატჩი ამ ტურნირზე 1994/95 წლების სეზონში ლუის ფერნანდეზის მწვრთნელობის დროს მოიგეს.
- ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (13), რაც ნაპოლის საუკეთესო შედეგის გამეორებაა (2022/23). პირველ ოთხ მატჩში საუკეთესო შედეგი 17 გოლია, რასაც პსჟ (2017/18), ბაიერნი (2021/22) და ნაპოლი (2022/23) იზიარებენ.
ნაპოლი vs აინტრახტი
ორივე გუნდი – ნაპოლი და აინტრახტი წინა ტურში 4 ბურთის სხვაობით წაგების შემდეგ ეცდება რეაბილიტაციას.
იტალიურმა გუნდმა პსვ-სთან 2:6 წაგების შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში გამართული 3 მატჩიდან არც ერთი წააგო (2 მოგება, 1 ფრე) და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. აძურიმ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე 6-მატჩიანი მოგებათა სერია ბოლო ტურში, კომოს წინააღმდეგ დაასრულა (0:0).
აინტრახტს ჩემპიონთა ლიგაზე ზუსტად იგივე რაოდენობის ქულა აქვს, როგორც ნაპოლის (3) – 1 მოგება, 2 წაგება. გერმანელებმა ბუნდესლიგაში ჰაიდენჰაიმთან დაკარგეს ქულები (1:1), ფრანკფურტელებს დაცვის ხაზში აშკარა პრობლემები აქვთ, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს – ჩემპიონთა ლიგის სამივე მატჩში აინტრახტის თამაშებში ერთნაირი ანგარიში 5:1 დაფიქსირდა. პირველ ტურში ფრანკფურტულმა გუნდმა გალათასარაი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ჯერ ატლეტიკოსთან, ხოლო შემდეგ ლივერპულთან განადგურდა.
სლავია vs არსენალი
სლავია პრაღა თავის ჩემპიონატში არსენალის ჩეხური ანალოგია – პრაღელებმა შიდა ჩემპიონატში ზედიზედ 5-ჯერ კარი მშრალად შეინახეს, თუმცა ამ თამაშში დონეები არსებობს და სლავია ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი მოგების ძიებაშია.
მიკელ არტეტას გუნდი ამ მომენტში ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. 9-მატჩიანი მოგებათა სერია და 1 გაშვებული გოლი მეთოფეების სტაბილურობაზე მეტყველებს.
ჩემპიონთა ლიგაზეც არსენალი ბრწყინვალედ გამოიყურება და სამივე მატჩი მოიგო – მათ შორის ბოლოს ლონდონელებმა ატლეტიკო გაანადგურეს (4:0) და ამით ჩემპიონთა ლიგის ფავორიტობაზე განაცხადი გააკეთეს.
ატლეტიკო vs როიალ უნიონი
ატლეტიკოც და როიალ უნიონიც ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურის თანაბარი, 3-3 ქულით ხვდებიან და სატურნირო ცხრილში პოზიციის გაუმჯებესითვის ქულების ძიებაში არიან.
დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში არსენალთან გამანადგუბელი ანგარიშით წააგო და ახლა ბელგიურ გუნდთან რეაბილიტაციის კარგი შანსი ექნება. მადრიდელთა სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ატლეტიკოს სახლში ზედიზედ 13 მატჩია არ წაუგია.
როიალ უნიონის თამაშები ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც წესი, სანახაობრივია. ბელგიური გუნდი გახსნილ, ლაღ ფეხბურთს თამაშობს. პსვ-სთან პირველ ტურში მოპოვებული სენსაციური გამარჯვების შემდეგ (1:3), როიალ უნიონი ჯერ ნიუკასლთან, ხოლო შემდეგ მილანის ინტერთან განადგურდა იდენტური ანგარიშით – 0:4. ცხადია, სენ-ჟილე აუტსაიდერის სტატუსით ჩადის მადრიდში, საინტერესოა შეძლებელ თუ არა ბელგიელები ქულის წამოღებას მადრიდან.
ბუდე/გლიმტი vs მონაკო
ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი პირველი მოგების ძიებაშია.
ბუდე/გლიმტისთვის შიდა ჩემპიონატში ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ ბოლო ტურში ვალერენგასთან (1:3) დამარცხდებოდნენ და პირველ ადგილს ვიკინგს დაუთმობდნენ. ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშებ 3-ივე მატჩში ბუდე/გლიმტის მონაწილეობით 3-ზე მეტი გოლი გავიდა. 2 ქულით ნორვეგიელები ცხრილის მეორე ნახევარში არიან, თუმცა საკუთარ მოედანზე მონაკოს დამარცხებით შანსი აქვთ სიტუაცია პოზიტიურად გაიუმჯობესონ.
მონაკოს მეტოქეს მსგავსად ჩემპიონთა ლიგის 3 ტურში 2 ქულა აქვს. ფრანგებმა პირველ ტურში ბრიუგესთან გამანადგურებელი ანგარიშით წააგეს (1:4), თუმცა შემდგომ მანჩესტერ სიტისთან (2:2) და ტოტენჰემთან (0:0) ნათამაშები ორი ფრით ქულები დააგროვეს. შიდა ჩემპიონატში მონეგასკები მე-5 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძვიან. მონეგასკებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ, გუნდს ზაქარია, ვანდერსონი, პოგბა, მავისა, ჰრადეცკი, ანსუ ფატი და ერიკ დაიერი ტრავმის გამო დააკლდებათ.
იუვენტუსი vs სპორტინგი


ტურინის იუვენტუსის ახალი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი ბიანკონერისთან ერთად სერია ა-ში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კრემონეზეს წინააღმდეგ, 3 ქულის აღებას ჩემპიონთა ლიგაზეც ეცდება.
იგორ ტუდორთან განშორების შემდეგ იუვენტუსმა მოგებათა სერია დაიწყო და იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, რითაც სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორა.
სპორტინგის წინააღმდეგ იუვენტუსს სულ 4 მატჩი აქვს ჩატარებული და არც ერთხელ დამარცხებულა (2 მოგება, 2 ფრე), ამავე დროს სპორტინგს იტალიაში ჩატარებულ 19 გასვლით შეხვედრაში არც ერთი მოგება აქვთ (5 ფრე, 14 წაგება).
სატურნირო თვალსაზრისით, სპორტინგი 6 ქულით საპლეიოფო ზონაშია – ლისაბონელებმა მარსელი და ქაირათი დაამარცხეს, ნაპოლისთან გასვლით მატჩში კი დამარცხდნენ.
საკადრო პრობლემების მხრივ, იუვენტუსს ბრემე და მილიკი არ ეყოლება, ხოლო სპორტინგის დახმარებას ბრაგანკა, დებასტი და ფრენსადა ვერ შეძლებენ.
ოლიმპიაკოსი vs პსვ
პსვ ზედიზედ მესამედ ეცდება ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლას, რა დროსაც ოლიმპიაკოსს მიმდინარე სეზონშ ევროტურნირზე ჯერ არც ერთი მოგება აქვს.
შიდა ჩემპიონატში ათენური გუნდი მშვენივრად გამოიყურება და ტიტულის დაცვის მთავარი პრეტენდენტია, თუმცა ბერძნებს ჩემპიონთა ლიგაზე საქმე კარგად არ მისდით. 3 მატჩში 1 ქულით ოლიმპიაკოსს მხოლოდ აიაქსზე, ბენფიკაზე და ქაირათზე უკეთესი შედეგი აქვთ ჩემპიონთა ლიგაზე.
ეინდჰოვენური გუნდი 4 ქულით ცხრილის შუაშია და საპლეიოფო ზონაში ადგილს ინარჩუნებს. ერედივიზიონში პსვ-მ 11 ჩატარებულ თამაშში მხოლოდ 4 ქულა დაკარგა და ცხრილს ფეინოორდთან ერთად ლიდერობს. პსვ-ს ჰოლანდიის ჩემპიონატში ყველაზე მეტი – 35 გოლი აქვს გატანილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეინდჰოვენური გუნდი ათენში ქულების ასაღებად ჩავა.
ტოტენჰემი vs კოპენჰაგენი
იმ 8 გუნდიდან, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით არც ერთი მატჩი წაუგია, ერთ-ერთი ლონდონის ტოტენჰემია, რომლის მეტოქეც 1-ქულიანი კოპენჰაგენი იქნება.
ტომას ფრანკის გუნდი შედეგზე ორიენტირებულ, დამაჯერებელ ფეხბურთს აჩვენებს ევროტურნირზე და პლეიოფში გასვლის კარგი შანსი აქვს. კოპენჰაგენის დამარცხებით, ლონდონელები საუკეთესო 24 გუნდში მოხვედრისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ.
კოპენჰაგენმა პირველ ტურში ლევერკუზენთან გამართულ დრამატულ ბრძოლაში ქულა აიღო, თუმცა შემდეგ ყარაბაღთან და დორტმუნდთან წაგებებით საქმე გაიუარესა. დანიური გუნდი ლონდონში აუტსაიდერის სტატუსით ჩავა და რთულად წარმოსადგენია სახლში ქულებით დაბრუნდეს.
ლივერპული vs რეალი
ჩემპიონთა ლიგის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟები პარალელურად იქნება, ასეთ დროს კი setantasporst.com-ზე მულტივიუს ფუნქცია გამოგადგებათ, რათა თქვენთვის სასურველი მატჩიდან არაფერი გამოგრჩეთ.