ლივერპული vs რეალი – ევროპული გიგანტები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში ენფილდზე დაუპირისპირდებიან.
ფეხბურთის ისტორიაში ორ გამორჩეულ გრანდს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 სეზონში ლივერპული და რეალი ერთმანეთს ფინალში ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ ლოს ბლანკოსი დაეუფლა ტიტულს.
თუმცა, სქაუზერებს შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ ლივერპული ბოლო გუნდია, რომელმაც რეალს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოუგო (1981 წელს). მაშინ წითლები ჩემპიონობას ალან კენედის გოლით დაეუფლნენ.
ეს გუნდები ერთმანეთს გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ფაზაზეც შეხვდნენ, მაშინ რეალი ინგლისში საკადრო პრობლემებით ჩავიდა და 0:2 წააგო, თუმცა ახლა რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს.
მამარდაშვილი vs რეალ მადრიდი


ვალენსიური კარიერის დროს საქართველოს ნაკრების მეკარემ მადრიდის რეალთან გამართულ მატჩებში არა ერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა.
რეალთან ჩატარებულ 6 შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ მოხდა ისე, რომ ქართველს 5-ზე ნაკლები სეივი ჰქონდა. გვახსოვს ქართველის სეივი ვინისიუსის მიერ დარტყმული პენალტის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუზეც.
აღსანიშნავია, რომ რეალის წინააღმდეგ მამარდაშვილს 6 მატჩში სულ 12 გოლი აქვს გაშვებული, თუმცა ქართველმა ჯამში სულ 31 სეივი განახორციელა ბლანკოსთან, რაც დაუჯერებელი შედეგია.
ლივერპული vs რეალი – როგორ ვუყუროთ?
ენფილდზე გასამართი საფეხბურთო კლასიკის ხილვა ქართველ მაყურებელს Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეუძლია.
setantasports.com-ის პლატფორმაზე არსებული მულტივიუს ფუნქცია პრაქტიკულია 4 ნოემბრის მატჩებისთვის, რისი გამოყენებითაც პარალელურად კვარაცხელიას მატჩის ხილვაც შეგეძლებათ მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ჩაბი ალონსოს, რომელსაც ლივერპულში ვარსკვლავური კარიერა ჰქონდა და სწორედ ინგლისური კლუბიდან გადავიდა რეალში, ლოს ბლანკოსის მთავარი მწვრთნელის რანგში მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი წაგება აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელებმა სამივე მატჩი მოიგეს.
პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონებმა ჩემპიონთა ლიგის ფაზაში 6 ქულა დააგროვეს, სქაუზერები სტამბულში, გალათასარაისთან დამარცხდნენ.
ლივერპული vs რეალი – სიახლეები მადრიდიდან


სამეფო კლუბს მარჯვენა მცველის პოზიციაზე აქვს პრობლემები. დანი კარვახალმა ვალენსიასთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და მზად არც ენფილდური მატჩისთვის იქნება. სრულად არ გამოჯანმრთელებულა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდიც, რომელსაც ენფილდური პუბლიკა სავარაუდოდ იხილავს, თუმცა არა სასტარტო შემადგენლობიდან. ამგვარად, უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალის მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფედე ვალვერდეს ვიხილავთ.
ანტონიო რუდიგერი და დავიდ ალაბა კვლავ ვერ ეხმარებიან გუნდს, რაც ნიშნავს, რომ ჩაბი ალონსოს გუნდის დაცვის ცენტრში ედერ მილიტაოს და დინ ჰაუსენის დუეტს ვიხილავთ.
ბოლო დროს ალონსოსა და ვინისიუსს გარშემო აჟიოტაჟს ესპანელი მწვრთნელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს თემა დახურულია.
ლივერპული vs რეალი – სიახლეები ლივერპულიდან


მერსისაიდელები სეზონის კარგი სტარტის შემდეგ კრიზისულ სიტუაციასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ასტონ ვილასთან გამარჯვებამ აჩვენა, რომ გუნდის ლიდერები სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
ცალსახად მნიშვნელოვანი იყო მოჰამედ სალაჰისთვის ვილას კარში გატანილი გოლი, რითაც ის პრემიერ ლიგაში საგოლე მოქმედებებით უეინ რუნის გაუთანაბრდა.
არნე სლოტის გუნდის დახმარებას ალექსანდერ ისაკი და ალისონი ვერ ახერხებენ. ლივერპულმა ეს დანაკლისი გიორგი მამარდაშვილით და უგო ეკიტიკეთი შეავსო. ქართველმა მეკარემ პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ასტონ ვილას წინააღმდეგ თავისი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა და კარი მშრალად შეინახა.
ლივერპული vs რეალი – საინტერესო ფაქტები
- ლივერპული და რეალი ერთმანეთს ევროტურნირებზე აქამდე 12-ჯერ შეხვდნენ. 1981 წლიდან 2009 წლამდე პირველი სამი ურთიერთშეხვედრის მოგების შემდეგ, ლივერპულმა მხოლოდ წინა სეზონში შეძლო რეალის დამარცხება (1 ფრე, 7 წაგება).
 
- მადრიდის რეალის წინააღმდეგ მოგებული ოთხივე მატჩიდან, ლივერპულმა ოთხივეჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. ერთადერთი გუნდი ევროტურნირებზე, ვისაც რეალის წინააღმდეგ მეტჯერ შეუნახავს კარი მშრალად ტურინის იუვენტუსია (5-ჯერ).
 
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე (ან ლიგის ფაზაზე) ჩატარებულ ბოლო 22 საშინაო შეხვედრაში ლივერპულმა 20-ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
 
- რეალ მადრიდმა ჩემპიონთა ლიგის სტარტზე სამივე თამაში მოიგო – ბოლო 4 სეზონიდან 2-ჯერ სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა 5-მატჩიანი მოგებათა სერიით დაიწყო.
 
- ჩაბი ალონსოს გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი – 37 კარში დარტყმა აქვს. მადრიდელებმა 10-ზე მეტჯდერ დაურტყეს კარში ყველა გუნდს ვისაც შეხვდნენ. ოთხჯერ ზედიზედ მსგავსი შედეგი 2003/04 წლებში დაფიქსირდა, მაშინაც ეს რეკორდი მადრიდის რეალს ეკუთვნოდა. ლივერპულს 10-ზე მეტი კარში დარტყმა ჩემპიონთა ლიგაზე სულ ორჯერ ჰქონდა და ორივეჯერ 2003/04 წლების სეზონში, თუმცა არც ერთხელ ენფილდზე.
 
- არნე სლოტს მწვრთნელის რანგში ბოლო 13 მატჩიდან ჩემპიონთა ლიგაზე 10 მოგებული აქვს. მხოლოდ ჰანსი ფლიკმა (10), ლუის ენრიკემ (11) და კარლო ანჩელოტიმ (12) მიაღწიეს 10-მოგებიან ნიშნულს უფრო ნაკლებ თამაშში, ვიდრე ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
 
- იმ 10 ფეხბურთელიდან, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 50-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, კილიან მბაპეს სტუმრად გამართულ მატჩებში გოლების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს (54%, 32/60). ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო გასვლით მატჩში ჰეთრიკი შეასრულა (ქაირათის წინააღმდეგ) და ამით ფილიპო ინძაგის ამ ტურნირზე სტუმრად შესრულებული ჰეთრიკებით გაუთანაბრდა (3).
 
- რეალ მადრიდის მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შესაძლოა მეორე ინგლისელი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგაზე/ჩემპიონთა თასზე მერსისაიდელების წინააღმდეგ ითამაშებს (პირველი ლარი ლოიდი იყო 1978/79 სეზონში ნოტინგემიდან ითამაშა ორივე მატჩში).
 
- ჯუდ ბელინგემისთვის ლივერპულთან მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე იქნება, რა ნიშნულსაც (22 წლის და 128 დღის) ყველაზე ახალგაზრდა ასაკში მიაღწია. აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე 50 მატჩი ყველაზე ახალგაზრდა ასაკში იკერ კასილასმა (22 წლის და 155 დღის) ჩაატარა.