სარჩევი
იანიკ სინერი პარიზის მასტერსის გამარჯვებულია | Setanta Sports

იანიკ სინერმა პარიზის მასტერსის ფინალში ფელიქს ოჟე-ალიასიმი ორ სეტში დაამარცხა (6:4, 7:6) და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

იტალიელმა ჩოგბურთელმა ამ მოგებით რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზე გადაინაცვლა და კარლოს ალკარასს გადაასწრო. ესპანელმა ჩოგბურთელმა, თავისმხრივ, პარიზის მასტერსის პირველ რაუნდში კამერონ ნორისთან წააგო (4:6, 6:3, 6:4).

“ძალიან ინტენსიური ფინალი გამოვიდა, ორივემ ვიცოდით, თუ რა იდო სასწორზე. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა მოხდება ტურინში, ეს წელი მაინც შესანიშნავი გამოვიდა” – ციტირებს იტალიელ ჩოგბურთელს Tennis TV.

რეიტინგიქულა
1. იანიკ სინერი11,500
2. კარლოს ალკარასი11,250

24 წლის ჩოგბურთელმა პარიზში გამართულ ტურნირზე ბერგსი, სერუნდოლო, შელტონი, ზვერევი და ოჟე-ალიასიმი ისე დაამარცხა, რომ სეტიც კი არ წაუგია. ფაქტია, იანიკი ფანტასტიკურ ფორმაშია და შემაჯამებელს კარგ ხასიათზე ხვდება.

2025 წლის შემაჯამებელს ქართველი მაყურებელი Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე იხილავს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

აღსანიშნავია, რომ 9 ნოემბერს შემაჯამებელი ტურნირი დაიწყება, სადაც სინერი 1,500 ქულის დაცვას შეეცდება. 2024 წლის შემაჯამებელზე იანიკმა შთამბეჭდავი პერფორმანსი აჩვენა და წაუგებლად მოიგო ტურნირი.

კარლოს ალკარასს შემაჯამებელზე 200 ქულის დაცვა უწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ ესპანელი ჩოგბურთელი ლაივ რეიტინგში შემაჯამებელი ტურნირის კვირაში კვლავ პირველ ადგილზე დაბრუნდება.

2024 წლის შემაჯაბელზე კარლოს ალკარასმა სენსაციურად ჯგუფში სამიდან ორი მატჩი წააგო, ასე რომ, ამერიკის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული წელს რეაბილიტაციის მოხდენას ეცდება.

შემაჯამებელი ტურნირის კვირაში სარეიტინგო ქულები ასე გადანაწილდება:

რეიტინგიქულა
1. კარლოს ალკარასი11,050
2. იანიკ სინერი10,000

ATP Tour-ის სარეიტინგო ქულების სტრუქტურიდან გამომდინარე, 2025 წელს პირველ ნომრად კარლოს ალკარასი დაასრულებს იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ სამ მატჩს მოიგებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 9 ნოემბერს ტურინში 2025 წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყება, რასაც setantasports.com-ის გამომწერები 12 ქვეყნიდან (მათ შორის საქართველოდან) პირდაპირ ეთერში უყურებენ.