სარჩევი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 - 21 ქვეყანა, რომელმაც საგზური უკვე მოიპოვა | Setanta Sports

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 – ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირის დაწყებამდე სულ რაღაც 9 თვე რჩება. ამ დროისთვის ცნობილია უკვე 21 ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უპრეცედენტო იქნება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს. განახლებული ფორმატით მსოფლიოში საუკეთესოობისთვის ისტორიაში ყველაზე მეტი – 48 ქვეყანა იბრძოლებს.

ჯერჯერობით სულ რვა ქვეყანაა ისეთი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუგია. ესენი არიან: ურუგვაი, იტალია, ბრაზილია, გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და არგენტინა.

ამ ეტაპზე სხვადასხვა კონტინენტებზე მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც ტურნირის მონაწილეთა ვინაობას ადგენს.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია 21 ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 – 21 ქვეყანა, რომელმაც საგზური უკვე მოიპოვა

აშშ (მასპინძელი)

კანადა (მასპინძელი)

მექსიკა (მასპინძელი)

არგენტინა (სამხრეთ ამერიკის კვალიფიკაცია)

ეკვადორი (სამხრეთ ამერიკის კვალიფიკაცია)

კოლუმბია (სამხრეთ ამერიკის კვალიფიკაცია)

ურუგვაი (სამხრეთ ამერიკის კვალიფიკაცია)

ბრაზილია (სამხრეთ ამერიკის კვალიფიკაცია)

პარაგვაი (სამხრეთ ამერიკის კვალიფიკაცია)

ირანი (აზიის კვალიფიკაცია)

სამხრეთ კორეა (აზიის კვალიფიკაცია)

იაპონია (აზიის კვალიფიკაცია)

უზბეკეთი (აზიის კვალიფიკაცია)

იორდანია (აზიის კვალიფიკაცია)

ავსტრალია (აზიის კვალიფიკაცია)

განა (აფრიკის კვალიფიკაცია)

ალჟირი (აფრიკის კვალიფიკაცია)

ეგვიპტე (აფრიკის კვალიფიკაცია)

მაროკო (აფრიკის კვალიფიკაცია)

ტუნისი (აფრიკის კვალიფიკაცია)

ახალი ზელანდია (ოკეანეთის კვალიფიკაცია)

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ევროპის კვალიფიკაციის E ჯგუფშია, სადაც მესამე ადგილზე იმყოფება 3 ტურის შემდეგ.

14 ოქტომბერს საქართველო საკვალფიკაციო ეტაპზე უპრინციპულეს მატჩში თურქეთის ნაკრებს ესტუმრება. ვილი სანიოლის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.