სარჩევი
ესპანეთი vs საქართველო - უშანსო მარცხი ელჩეში | Setanta Sports

ესპანეთი vs საქართველო – 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ლა როხამ საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრები (2:0) დაამარცხა.

დე ლა ფუენტეს გუნდი მატჩის დაწყებიდან კოლოსარულ უპირატესობას ფლობდა და მომენტებს ქმნიდა. ესპანელები ბურთს აკონტროლებდნენ და საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზში გამჭრელი პასებით მომენტებს ქმნიდნენ.

პირველი ტაიმის 24-ე წუთზე პედრიმ ერთ-ერთი ასეთი გადაცემით მთელი საქართველოს ნაკრების დაცვა გაჭრა, ფაქტობრივად ცარიელ კართან დარჩენილმა ლე ნორმანდმა ბურთი უკეთეს პოზიციაში მყოფ იერი პინოს გადააწოდა და ეს შეტევა გოლით დასრულდა.

ჩვენებისგან მთავარი პოზიტივი გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც ფერან ტორესის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

ლივერპულის მეკარემ ბარსელონას შემტევს მოგვიანებით კიდევ ერთი დუელი მოუგო, რა დროსაც მამარდაშვილმა ფერანის დარტყმული ეფექტური ნახტომით აიღო.

მეორე გოლი საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში, სტანდარტული დარტყმიდან გაუშვა. მიკელ ოიარსაბალმა ფაქტობრივად საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული უძლიერესი საჯარიმო დარტყმა მეკარის კუთხეში გაუშვა, თუმცა მამარდაშვილმა მოგერიება ვერ შეძლო.

მამარდაშვილის გარდა, სხვა მხრივ, ჯვაროსნების პოზიტივზე ამ მატჩიდან ვერაფერზე ვისაუბრებთ.

მთელი მატჩის განმავლობაში ქართველებს თავის დაცვა უწევდათ და ფაქტობრივად შეტევაში ქართული ფეხბურთი საერთოდ არ გვინახავს, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გუნდის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში მხოლოდ 8 ზუსტი გადაცემით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებს მეტოქის კარისკენ ერთადერთი დარტყმა ჰქონდათ, რომელიც მეორე ტაიმში გოჩოლეიშვილმა მოედნის ცენტრიდან განახორციელა.

ისტორიულად დაბალი შედეგი გვქონდა მოსალოდნელი გოლების მხრივ, რაც ფაქტობრივად 0-ს უტოლდებოდა. ამავე დროს, ესპანეთის ნაკრების xG 3.95 იყო.

პარალელურად, ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა სოფიაში გაიმართა, სადაც ბულგარეთმა გამანადგურებელი ანგარიშით წააგო თურქეთთან 1:6.

ამგვარად, თურქეთთან გასამართი მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება და ვილი სანიოლის გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეს.

ესპანეთი vs საქართველო 2:0

გოლები: იერი პინო 24, ოიარსაბალი 64

ესპანეთი: უნაი სიმონი, პედრო პორო (ლორენტე), ლე ნორმანდი, კუბარსი, კუკურელია, ზუბიმენდი (ალეიშ გარსია), მერინო, პედრი (ბარიოსი), იერი პინო (ბაენა), ოიარსაბალი (ბორხა იგლესიასი), ფერან ტორესი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე, კაშია, დვალი, კაკაბაძე (აზაროვი), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (გაგნიძე), მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი), კვარაცხელია (დავითაშვილი), მიქაუტაძე (კვერნაძე)

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ჯგუფური ეტაპის მე-4 მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე კოჩაელში, ადგილობრივი თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.