მამარდაშვილის დებიუტი – ლივერპულმა პრემიერ ლიგის მე-7 ტურში სტემფროდ ბრიჯზე ლონდონის ჩელსისთან გამართულ შეხვედრაში ბოლო წუთებზე ესტევაოს გატანილი გოლით დათმო (1:2).
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა წითლების რიგებში პრემიერ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
მამარდაშვილის პრემიერლიგური თამაშების ხილვა ქართველ მაყურებელს Setanta Sports-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეუძლია.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ქართველ მეკარეს ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ 4 სეივი ჰქონდა და მისი გაკეთებული გადაცემების 79.1% ზუსტი იყო.
აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა ორი ეფექტური სეივი განახორციელა – განსაკუთრებით ლამაზი იყო ესტევაოს დარტყმის შემდეგ ქართველის ნახტომი.
პირველ ტაიმში ლონდონელები კაისედოს დარტყმით დაწინაურდნენ და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ. ლურჯები მოედნის ცენტრს აკონტროლებდნენ და ძირითად დუელებში გამარჯვებულები რჩებოდნენ.
ლივერპულმა ანგარიშის გათანაბრება კოდი გაკპოს გოლით მეორე ტაიმში მოახერხა. მატჩის ბოლო 15 წუთი განსაკუთრებით სანახაობრივი და დინამიური იყო. გუნდები სწრაფად გადადიოდნენ შეტევებზე და შანსები ორივე მხარეს იყო, თუმცა გოლის გატანა ბოლოს ლონდონის ჩელსიმ შეძლო და 3 ქულაც მარესკას გუნდს დარჩა.
ჩელსი vs ლივერპული – მიმოხილვა
მამარდაშვილის ლივერპული პრემიერ ლიგის მე-8 ტურში ენფილდზე მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდება, ხოლო ლონდონის ჩელსი სტუმრად ნოტინგემ ფორესტს დაუპირისპირდება.
7 ტურის შემდეგ ლივერპულმა პირველად დაკარგა ლიდერის სტატუსი პრემიერ ლიგაში. ამ მომენტისთვის, სლოტის გუნდი არსენალს 1 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხებათ ლურჯებს, მარესკას გუნდი 7 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.