დვალიშვილი vs სენდჰეგენი – ქართველი ‘მანქანა’ საჩემპიონო ქამრის დაცვას მესამედ შეეცდება. მერაბ დვალიშვილის და კორი სენდჰეგენის ბრძოლა ნიუ-იორკში T-Mobile-Arena-ზე 5 ოქტომბერს შედგება.
მერაბ დვალიშვილი თავის დივიზიონში ტერორს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გააგრძელებს.
აქამდე მერაბმა ტიტული 2024 წელს შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა, შემდეგ საჩემპიონო ქამარი უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა და ო’მალისთან რემატჩიც დომინანტური გამარჯვებით დაასრულა.
ქართველი ჩემპიონი UFC-ში 13-გამარჯვებიან სერიაზეა. მერაბს დამარცხებული ჰყავს თითქმის ყველა სატიტულო კონტენდერი და კორის დამარცხებით მერაბის სუპერმსუბუქ წონაში ყველა დროის საუკეთესოობა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგება.
5 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:00 საათიდან UFC 320-ის ხილვა ქართველ მაყურებელს setantasports.com-ის აპლიკაციაში შეეძლება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
დვალიშვილი vs სენდჰეგენი – სხვადასხვა სტილების ბრძოლა
მერაბ დვალიშვილმა თავის საჩემპიონო გზაზე დაამტკიცა, რომ აბსოლუტურად ყველა მეტოქისთვის ჯოჯოხეთია მასთან ბრძოლა. დვალიშვილი ბრძოლას დაუღლელად, მუდმივ წინ სვლაში და მეტოქეზე ზეწოლაში ატარებს, რასაც მისი რეკორდებიც ცხადჰყოფს.
ქართველი მებრძოლი UFC-ში არა ერთ რეკორდს ფლობს, მათ შორის არის ერთ ბრძოლაში თეიქდაუნის მცდელობები (49), რომელიც მან პიოტრ იანთან ბრძოლაში დაამყარა. აღსანიშნავია.
უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლაში მერაბმა UFC-ში მეტოქის წაქცევების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა (97) და ლეგენდარული ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი (90) გააუმჯობესა.
მერაბი UFC-ში თავისი ისტორიის წერას კორი სენდჰეგენთან გააგრძელებს, რომელიც დივიზიონში გამორჩეული სტრაიკერია.
ბოლო ბრძოლაში ამერიკელმა მებრძოლმა ბრაზილიელი დევისონ ფიგერედო დაამარცხა. მეორე რაუნდში ფიგერედო მუხლის ტრავმის გამო გამოეთიშა ბრძოლას და კორის გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით დარჩა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კორიმ უმარ ნურმაგოდევთან მსაჯების აბსოლუტური გადაწყვეტილებით წააგო.
მიუხედავად იმისა, რომ კორის ძირითადი იარაღი სტრაიკინგია, ამერიკელს ცუდი ჭიდაობა ნამდვილად არ აქვს. პროფესიონალულ MMA-ში მას სამი საბმიშენი აქვს და UFC-ის სადებიუტო ბრძოლა საერთოდ ხელის მტკივნეულით მოიგო.
კორი ძალიან მრავალმხრივი სტრაიკერია და დაცვაც კარგი აქვს. ‘სენდმენს’ პროფესიონალურ MMA-ში ფეხზე არავის გაუთიშია.
UFC-ში სენდჰეგენს ერთადერთი ვადამდელი წაგება აქვს და ისიც მერაბის მეგობარ ალჯამაინ სტერლინგთან. ალჯომ UFC 250-ზე ‘სენდმენი’ საბმიშენით დაამარცხა.
UFC 320 – მთავარი ქარდი
მთავარი ორთაბრძოლა მაგომედ ანკალაევსა და ალექს პერეირას შორის გაიმართება. ‘პოატანი’ საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას რემატჩში შეეცდება. პირველ ბრძოლაში ბრაზილიელი მებრძოლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
დიდ ინტერესს იწვევს ასევე ჯოშ ემეტის და იუსუფ ზალალის ორთაბრძოლაც. ზალალი 4-ბრძოლიან მოგებათა სერიაზეა და ახლა გამოცდილ ვეტერანთან, ჯოშ ემეტთან მოუწევს ტესტის ჩაბარება.
სანახაობას ველოდებით ირჟი პროჰასკას და ხალილ რანთრის ბრძოლაშიც. ორივე ეს მებრძოლი გამოირჩევა უნიკალური სტილური ორთაბრძოლებით, ასე რომ, სისხლი და სანახაობა ამ ბრძოლაში გარანტირებულია.
- მაგომედ ანკალაევი vs ალექს პერეირა (საჩემპიონო ბრძოლა)
- მერაბ დვალიშვილი vs კორი სენდჰეგენი (საჩემპიონო ბრძოლა)
- ირჟი პროჰასკა vs ხალილ რანთრი
- ჯოშ ემეტი vs იუსუფ ზალალი
- აბუს მაგომედოვი vs ჯო პფაიფერი
UFC 320 პრელიმი
საინტერესო და სანახაობრივი ბრძოლები გველის პრელიმ ქარდზეც, სადაც წაუგებელ ავღანელ მებრძოლს, ფარიდ ბაშარათს ვიხილავთ ძალიან გამოცდილი კრის გუტიერესის წინააღმდეგ.
- ატება გუტიე vs ტრესტონ ვაინსი
- ედმენ შაჰბაზიანი vs ანდრე მუნიზი
- კრის გუტიერესი vs ფარიდ ბაშარათი
- დანიელ სანტოსი vs ჯო-სან იო