სარჩევი
ვილიარეალი vs ატლეტიკ ბილბაო - მატჩის წინ | Setanta Sports

ვილიარეალი vs ატლეტიკ ბილბაო – მიქაუტაძის ყვითელი წყალქვეშა ნავი ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩის მოგებას ატლეტიკ ბილბაოს წინააღმდეგ შეეცდება.

სატურნირო თვალსაზრისით ეს არის მნიშვნელოვანი მატჩი, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლისთვის მებრძოლი ორი გუნდი ხვდება.

ესპანეთის ჩემპიონატის 6 ტურის შემდეგ ვილიარეალი სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და ლიდერ მადრიდის რეალს 5 ქულით ჩამორჩება.

ატლეტიკ ბილბაომ სეზონი ლა ლიგაში ზედიზედ სამი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა შემდეგ რიტმი დაკარგა და უკვე ზედიზედ სამი მატჩია ერნესტო ვალვერდეს გუნდი შიდა ჩემპიონატში გამარჯვებას ვერ ახერხებს.

ბასკებს ამ ეტაპზე ესპანეთის ჩემპიონატში 10 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებენ.

ვალენსიასთან (0:2) და ალავესთან (0:1) წაგების შემდეგ, ატლეტიკ ბილბაომ შინ საშინელ ფორმაში მყოფ ჟირონასთან ფრე (1:1) ითამაშა. ბასკები რეაბილიტაციას ესტადიო დე ლა სერამიკაზე შეეცდებიან.

ვილიარეალმა, თავის მხრივ, ბოლო ორი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. კარგ ფორმაშია ყვითელი წყალქვეშა ნავის ქართველი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ჯერ ოსასუნასთან გატანილი გოლით, ხოლო შემდეგ სევილიასთან გაკეთებული შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

ცალსახაა, რომ მიქაუტაძე ვილიარეალის შემტევ ხაზში მთავარი რგოლია და ადაპტაციას სწრაფად გადის. ქართველი ფეხბურთლი ამჯერად ბასკების კარის აღებას ეცდება.

რაც შეეხება ამ გუნდებს შორის გამართულ ურთიერთშეხვედრებს, წინა სეზონში ვილიარეალმა ბილბაოს წინააღმდეგ ორ მატჩში სულ ერთი ქულის აღება შეძლო. სან მამესზე ყვითლები 0:2 დამარცხდნენ, ხოლო საკუთარ მოედანზე უგოლო ფრე ითამაშეს.

ვილიარეალი ბილბაოსთან შეხვედრას დანაკლისით ხვდება – ვილი კამბვალა, ლოგან კოსტა, ხუან ფოიტი და პაუ კაბანესი ყვითლების დახმარებას ტრავმის გამო ვერ შეძლებენ. ამავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშაა აიოზე პერესის, ხერარდ მორენოს და სანტი კომესანას თამაშიც.

რაც შეეხება ატლეტიკ ბილბაოს სიახლეებს, The Athletic-ის ინფორმაციით დიდი შანსია მოედანზე ვიხილოთ ნიკო უილიამსი, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს.

გარდა ესპანელი ლიდერისა, ბასკებს დისკვალიფიკაციის შემდეგ დანი ვივიანი და ალექს პადილია უბრუნდებიან.

მატჩი ვილიარეალსა და ატლეტიკ ბილბაოს შორის 27 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება.

ვილიარეალი vs ატლეტიკ ბილბაო

სავარაუდო შემადგენლობები:

ვილიარეალი – ჟუნიორი, მოურინო, ვეიგა, მარინი, კარდონა, ბუქენანი, პარტეი, გეიე, სოლომონი, მიქაუტაძე, პეპე

ატლეტიკ ბილბაო – სიმონი, არესო, პარედესი, ვივიანი, ბერჩიჩე, რუიზ დე გალარეტა, ხაურეგისარი, ი. ვილიამსი, სანსეტი, ნავარო, ბერენგუე

გიორგი მიქაუტაძის მატჩების ყურება ქართველ მაყურებელს Setanta Sports-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეუძლია.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.