სარჩევი
სლოტმა დაადასტურა - მამარდაშვილი სასტარტოდან იწყებს | Setanta Sports

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა კარაბაო თასის 1/16 ფინალის წინ პრესკომფერენციაზე დაადასტურა, რომ მამარდაშვილი ენფილდზე გასამართ მატჩში ითამაშებს.

გიორგი მამარდაშვილის სადებიუტო მატჩის ხილვა ქართველ მაყურებელს Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

წითლების ოფიციალურ ვებ-გვერდზე არნე სლოტის მატჩისწინა ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ჰოლანდიელი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ ჯოვანი ლეონის და გიორგი მამარდაშვილის დებიუტს საუთჰემფტონთან მატჩში ვიხილავთ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა ისაკს, მამარდაშვილს და ჯოვანი ლეონის მოედანზე, სლოტმა ასე უპასუხა:

“დიახ, ყველა მათგანი ითამაშებს, მათ დაემატებათ ვატარუ ენდო და სხვებიც.

ისინი არიან მოთამაშეები, რომლებისთვისაც თამაში სჭირდებათ და ბედნიერები ვართ, რომ ამის საშუალება ექნებათ. ასე რომ არ იყოს, ამხანაგური თამაში დაგვჭირდებოდა ამ კვირაში, რათა მათ ფიზიკური კონდიციები შეენარჩუნებინათ.

ბოლო თამაშებში შემადგენლობის როტაციის საშუალება დიდად არ მეძლეოდა, ამიტომაც, კარაობაოს თასზე ითამაშებენ ისინი, ვისაც სათამაშო დროის პრობლემა აქვთ

ლივერპული გასულ სეზონში ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა, სადაც ნიუკასლთან დამარცხდა (1:2).

“გასულ სეზონში ფინალში სწორედ ასეთი შემადგენლობით გავედით და წელსაც იგივეს ვაპირებთ. არ არსებობს ტიტული, რომელსაც ნაკლებად ვაფასებთ, ჩვენ ყოველთვის ყველა თასის მოგებისთვის ვიბრძვით”

ინგლისის ლიგის თასის მატჩი ლივერპულსა და საუთჰემფტონს შორის 23 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება.