setantasports.com-ზე უეფას ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! 16 სექტემბერიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სტარტს იღებს.
ქართველ გულშემატკივარს ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ჩვენს პლატფორმაზე შეეძლება.
2025/26 წლების სეზონი უპრეცედენტო იქნება ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ექვსი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს.
პირველი ტური ამ კვირაში სამ დღეზე განაწილდება. მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ყურება 16, 17 და 18 სექტემბერს სეტანტა სპორტსის პლატფორმაზე შეგეძლებათ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
სამშაბათი – 16 სექტემბერი
20:45, ატლეტიკ ბილბაო – არსენალი
20:45, პსვ – უნიონ სენ-ჟილე
23:00, იუვენტუსი – დორტმუნდი
23:00, რეალ მადრიდი – მარსელი
23:00, ბენფიკა – ყარაბაღი
23:00, ტოტენჰემი – ვილიარეალი
ოთხშაბათი – 17 სექტემბერი
20:45, ოლიმპიაკოსი – პაფოსი
20:45, სლავია – ბუდე/გლიმტი
23:00, აიაქსი – ინტერი
23:00, ბაიერნი – ჩელსი
23:00, ლივერპული – ატლეტიკო
23:00, პსჟ – ატალანტა
ხუთშაბათი – 18 სექტემბერი
20:45, ბრიუგე – მონაკო
20:45, კოპენჰაგენი – ლევერკუზენი
23:00, აინტრახტი – გალათასარაი
23:00, მანჩესტერ სიტი – ნაპოლი
23:00, ნიუასლი – ბარსელონა
23:00, სპორტინგი – ქაირათი
გამორჩეული მატჩები
ტურის ცენტრალური მატჩი ენფილდზე გაიმართება. პრემიერ ლიგის დარეიდების შემდეგ, ლივერპული საქმეს ჩემპიონთა ლიგაზე შეუდგება.
წითლები ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სლოტის გუნდმა ყველა ეს მატჩი ბოლო წუთებზე მოიგო.
გასულ სეზონში ლიგის ფაზაზე ლივერპული ორ ესპანურ გუნდს შეხვდა და ორივე დაამარცხა – რეალი (2:0), ჟირონა (1:0).
სლოტის გუნდმა 2024/25 წლის ჩემპიონთა ლიგის ფაზა პირველ ადგილზე დაასრულა, თუმცა მერვედფინალში მოქმედ ჩემპიონ პარიზთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.
მერსისაიდელთა ლიდერს, ფლორიან ვირცს ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 9 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.
ჯერჯერობით გერმანელს ლივერპულის მაისურით შედეგიანი ქმედება არ აქვს, ასე რომ, ჩემპიონთა ლიგაზე მას ამის გაკეთების კარგი შანსი ექნება.
ატლეტიკოს ინგლისურ კლუბებთან ბოლო წლებში არც ისე კარგი შედეგები აქვს. სიმეონეს გუნდს ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს ინგლისურ კლუბებთან (2 ფრე, 5 წაგება).
მადრიდელთა სასიკეთოდ მეტყველებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, სიმეონეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბოლო 15 გახსნითი მატჩიდან მხოლოდ 1 წაგება აქვს.
ლა ლიგა მადრიდელთათვის მძიმედ დაიწყო. ოთხი ტურის შემდეგ ატლეტიკო 5 ქულით მე-11 ადგილს იკავებს ესპანეთის ჩემპიონატში.
ბაიერნი – ჩელსი
2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ერთმანეთის ლიგის ფაზის პირველ ტურში შეხვდებიან.
იმ დრამატული ფინალის შემდეგ, სადაც დროგბას გოლით ჩელსიმ თავის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს გუნდები ერთმანეთს 2020 წელს, მერვედფინალში გადაეკვეთნენ.
მაშინ ორივე თამაში ბაიერნმა, გამანადგურებელი ანგარიშებით (3:0, 4:1) მოიგო.
ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 21 გახსნითი შეხვედრიდან ყველა მოგება აქვს, 18 მატჩში კი გოლიც არ გაუშვია.
რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგაც შთამბეჭდავად დაიწყო. მიუნხენელები გერმანიის ჩემპიონატს უდანაკარგოდ, 9 ქულით ლიდერობენ.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული ლონდონის ჩელსი ჩემპიონთა ლიგას 2022/24 წლების შემდეგ პირველად უბრუნდება.
მარესკას გუნდი პრემიერ ლიგაში სვლას წაუგებლად აგრძელებს და 4 ტურის შემდეგ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა.
ლონდონურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე/ლიგის ფაზაზე ჩატარებულ ბოლო 23 შეხვედრაში 15 მოგება აქვს.
საინტერესო იქნება ბაიერნის ახალწვეულის, ნიკოლას ჯექსონის თამაში, რომელიც ამ სეზონის დასაწყისში სწორედ ლონდონის ჩელსიდან შეუერთდა რეკორდმაისტერს.
ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგაზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობს ქართველი სუპერვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია.
ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში, ლენსის წინააღმდეგ დაზიანება მიიღო და მოედნის ადრე დატოვება მოუწია.
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა ხვიჩა ატალანტასთან მატჩს სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა პირველი ცნობებით, ქართველი სათამაშოდ მზადაა.
სადებიუტო ჩემპიონთალიგური სეზონი ექნებათ გიორგი ქოჩორაშვილს, გიორგი მიქაურეძეს, გიორგი ზარიას და გიორგი მამარდაშვილს.
პირველ ტურში ქოჩორას სპორტინგი და ზარიას ქაირათი შეხვდებიან. ლისაბონური გუნდი ცალსახა ფავორიტია ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციურად მოხვედრილ ქაირათთან, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგის ეს გათამაშება სადებიუტო იქნება.
მამარდას ლივერპული პირველ ტურში საკუთარ მოედანზე მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს.
მერსისაიდელებმა პრემიერ ლიგა ოთხიდან ოთხი მოგებით დაიწყეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ლივერპულმა ყველა ეს მატჩი ბოლო 10 წუთში მოიგო, სლოტის გუნდი მაინც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს.
საინტერესოა, თუ როგორ დაიწყებენ ინგლისელები ჩემპიონთა ლიგას, სადაც სიმეონეს ატლეტიკოსთან რთული მატჩი ელოდებათ.
მიქაუტაძის ვილიარეალი ლონდონში, ადგილობრივ ტოტენჰემთან ითამაშებენ. ატლეტიკოსთან ლა ლიგის მატჩში ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
არის მოლოდინი, რომ ჟორჟს მინდორზე ტოტენჰემთანაც პირველივე წუთიდან ვიხილავთ.