მანჩესტერ სიტი vs მანჩესტერ იუნაიტედი – სეტანტა სპორტზე საკლუბო ფეხბურთი, სანაკრებო პაუზის შემდეგ, ბრუნდება და მაყურებელს სეზონის გამორჩეული დუელი – მანჩესტერული დერბი ელოდება.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ‘საფეხბურთო მტრობა’ და ინგლსიური ფეხბურთის კლასიკა – მანჩესტერული დერბი 196-ედ ჩატარდება.
პრემიერ ლიგის ყველა მატჩის ყურება პირდაპირ ეთერში setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ახალი სეზონი ორივე გუნდმა ცუდად დაიწყო, მანჩესტერ სიტის პრემიერლიგაში 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და მე-13 ადგილს იკავებს.
მხოლოდ ერთი ქულით მეტი დააგროვა რუბენ ამორიმის გუნდმა. ‘ეშმაკები’ პრემიერლიგაში მე-9 პოზიციაზე არიან.
ამასთან, იუნაიტედი უკვე გამოეთიშა ინგლისის თასს, სადაც მეოთხელიგელ გრიმსბი თაუნთან სენსაციურად წააგო.
მიუხედავად იმისა, რომ სატიტულო რბოლაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, მანჩესტერულ დერბიში გამარჯვება შეიძლება ნებისმიერი ამ გუნდისთვის წარმატებული სვლის დაწყების კატალიზატორი გახდეს.
მანჩესტერ სიტი vs მანჩესტერ იუნაიტედი – უახლესი ამბები გუნდებში
გვარდიოლას გუნდს ომარ მარმუში გამოაკლდა, რომელმაც ეგვიპტესთან ერთად სანაკრებო პაუზის დროს დაზიანება მიიღო. გარდა ეგვიპტელი შემტევისა, ქალაქელებს რაიან შერკი და ეიტ-ნურიც გამოაკლდებათ.
ასევე საეჭვოა ჯონ სტოუნსის თამაში. სხვა მხრივ, გვარდიოლას გუნდს პრობლემები არ აქვს.
განსაკუთრებულ მოლოდინს იწვევს იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას დებიუტი, რომელიც დიდი ალბათობით მანჩესტერულ დერბიში ითამაშებს.
ფანტასტიკური თამაში ჰქონდა გუნდის ლიდერს, ერლინგ ჰოლანდს სანაკრებო პაუზაზე. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მოლდოვასთან 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მანჩესტერ სიტის სავარაუდო შემადგენლობა:
დონარუმა, აკე, ხუსანოვი, დიასი, ნუნესი, როდრი, რეინდერსი, ბრენანდო სილვა, ბობი, დოკუ, ჰოლანდი
რუბენ ამორიმის გუნდმა პრემიერლიგის გახსნით შეხვედრაში არსენალის წინააღმდეგ შექება დაიმსახურა. მიუხედავად დიდი ენთუზიაზმის და ბევრი მომენტის შექმნისა, ეშმაკებმა ის მატჩი მაინც დათმეს (0:1).
ამ შეხვედრას მოყვა ფულემთან ფრე, სადაც თითქოს მანჩესტერმა უპირატესობის მოპოვების შემდეგ თამაშის გაკონტროლება სცადა, თუმცა დიოგო დალოს შეცდომას მანჩესტერის კარში გოლი მოჰყვა და ეშმაკებმა ქულები დაკარგეს.
მესამე ტურში ბრუნო ფერნანდეშმა ეშაკებს ულიდერა და ბოლო წუთებზე გატანილი პენალტით ბარნლისთან გამართულ სანახაობრივ მატჩში თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
რაც შეეხება იუნაიტედის საკადრო სიახლეებს, ამორიმმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მატეუშ კუნია, მეისონ მაუნტი და დიოგო დალო დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
გუნდმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ახალი მეკარე, სენე ლამენსი დაიმატა, თუმცა ამორიმის თქმით ის ამჟამინდელი მეკარის, ალთაი ბაინდირის თამაშით კმაყოფილია და სავარაუდოდ დერბიში სწორედ თურქ მეკარეს ვიხილავთ.
ამასობაში, ლისანდრო მარტინესის გამოჯანრმთელების პროცესი კარგად მიდის, თუმცა ლიჩა დერბიში სათამაშოდ მზად მაინც არ არის.
მანჩესტერ იუნაიტედის სავარაუდო შემადგენლობა:
ბაინდირი, შოუ, იორო, დე ლიხტი, მაზრაუი, კაზემირო, მეინუ, ბრუნო, დიალო, მბიუმო, შეშკო.
მანჩესტერული დერბი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი დაპირისპირებაა ფეხბურთის ისტორიაში.
იუნაიტედი ისტორიულად ურთიერთშეხვედრებში საგრძნობლად წინაა (79 მოგება), თუმცა ბოლო ათწლეულში სიტი ჩამორჩენას ამცირებს (61 მოგება).
აღსანიშნავია, რომ სიტიმ ბოლო ოთხი მანჩესტერული დერბიდან ვერც ერთი მოიგო. ბოლოს, ქალაქელებმა ეშმაკები ქომუნითი შილდის მატჩში დაამარცხეს.
ფაქტებისთვის, ყველაზე უხვგოლიანი მანჩესტერული დერბი მაყურებელმა 2011 წელს იხილა, როდესაც სიტიმ მეტოქე 6:1 გაანადგურა და მაყურებელმა მარიო ბალოტელის იკონური აღნიშვნა – why always me? – იხილა.
ცხადია დერბის იუნაიტედის მხრიდანაც არ აკლია იკონური მომენტები, უეინ რუნის მაკრატელა რად ღირს, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლია.
14 სექტემბერს, ქალაქი მანჩესტერი კვლავ იხილავს ისტორიულ ცისფერ-წითელ დაპირისპირებას, ფეხბურთის ამ ზეიმის ყურება კი ქართველ ფანებს sentantasports.com-ის პირდაპირ ეთერსა და პლატფორმაზე შეეძლებათ.