საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრას დინამო არენაზე, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჯვაროსნები, პირველ ტურში, თურქეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, რეაბილიტაციას დინამო არენაზე ბულგარეთის ნაკრებთან შეეცდებიან, სადაც ფავორიტის სტატუსით ითამაშებენ.
ბულგარეთის ნაკრებმა თავის მხრივ, პირველ ტურში, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
ეროვნული ნაკრების მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ 7 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00-ზე დაიწყება.
სულ რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი სრულიად გაიყიდა და როგორც ყოველთვის, დინამო არენაზე დიდებულ ატმოსფეროს უნდა ველოდოთ.
იქიდან გამომდინარე, რომ ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს ბოლო პერიოდში ცალსახა რეგრესი აქვს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნაკრები მატჩს გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით ხვდება და ქართველი გულშემატკივარი სანიოლის გუნდისგან მხოლოდ მოგებას ელის.
მიუხედავად დღევანდელი ფავორიტის სტატუსისა, ისტორიული ბალანსი ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ უარყოფითი გვაქვს.
საქართველო vs ბულგარეთი – ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბულგარეთის წინააღმდეგ სულ რვა მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ორი ამხანაგური, ხოლო ექვსი ოფიციალური შეხვედრა იყო.
ბალანსი უარყოფითი გვაქვს, რადგან ბულგარეთმა ოთხჯერ შეძლო ჩვენი დამარცხება, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერაც მოვიგეთ.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს საქართველო და ბულგარეთი 2022 წლის ერთა ლიგის ჯგუფში შეხვდნენ, სადაც სოფიაში მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 2:5 დავამარცხეთ, ხოლო საშინაო მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.
- 1994 წელი, ევროს შესარჩევი – ბულგარეთი – საქართველო 2:0
- 1995 წელი, ევროს შესარჩევი – საქართველო – ბულგარეთი 2:1
- 2005 წელი, ამხანაგური მატჩი – ბულგარეთი – საქართველო 6:2
- 2008 წელი, მსოფლიოს შესარჩევი – საქართველო – ბულგარეთი 0:0
- 2009 წელი, მსოფლიოს შესარჩევი – ბულგარეთი – საქართველო 6:2
- 2021 წელი, ამხანაგური მატჩი – ბულგარეთი – საქართველო 4:1
- 2022 წელი, ერთა ლიგა – ბულგარეთი – საქართველო 2:5
- 2022 წელი, ერთა ლიგა – საქართველო – ბულგარეთი 0:0
საქართველოს ნაკრები ბულგარეთის დამარცხებას ისტორიაში სულ მესამედ შეეცდება.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე E ჯგუფში ჩვენი ნაკრები პირველი ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა. პირველ ტურში წაგების შემდეგ, კარგი იქნება, თუ საქართველოს ნაკრები სექტემბრის სანაკრებო შეკრებას მოგებით დაასრულებს.
ჯგუფის მეორე თამაში სტამბოლში, თბილისის დროით 22:45 წთ-ზე გაიმართება. თურქეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის ნაკრებთან მიღებული წითელი ბარათის გამო ამ მატჩს მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, სტადიონზე არსებული სპეციალური საგულშემატკივრო ზონიდან დაესწრება. მის ნაცვლად, ჯვაროსნებს მწვრთნელის ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი გაიყვანს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.