სარჩევი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა ჩაატარა თურქეთის წინააღმდეგ და 2:3 დათმო | Setanta Sports

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა ჩაატარა თურქეთის წინააღმდეგ და 2:3 დათმო.

თურქეთის ნაკრებმა მატჩის სტარტზევე ისარგებლეს ჯვაროსნების შეცდომებით და მეორე წუთზე კუთხურიდან გატანილი გოლით დაწინაურდნენ.

მატჩის პირველ ნახევარში რთულად თუ ვიპოვით პოზიტიურ მომენტებს, შეხვედრა მთლიანად თურქებს მიყავდათ და სწრაფი გადაადგილებით კეტავდნენ მოედნის ძირითად ზონებს, რაც მათ უპირატესობასთან ერთად უამრავ მომენტს აქმნევინებდა.

ვილი სანიოლს პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, სათამაშო ტაქტიკის შეცვლა მოუწია და 4-4-2-იდან ჩვენი ნაკრები 4-3-3-ზე გადაეწყო, რაც ნათლად გამოჩნდა მოედანზე გადაადგილებებით.

პირველი ტაიმის ბოლოს თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა, აქტურქოღლუმ ჩვენს საჯარიმოში არსებული არეულობით ისარგებლა და თურქეთის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში, თურქეთის ნაკრებმა იდეალური კონტრშეტევით მორიგი გოლი გაგვიტანა და თითქოს თამაშში ინტრიგა დასრულდა.

მალევე, თამაშში რეალურად ზურიკო დავითაშვილის გოლმა დაგვაბრუნა, რასაც მოგვიანებით გიორგი ქოჩორაშვილის წინააღმდეგ ილმაზის უხეში თამაში და წითელი ბარათი მოჰყვა.

მატჩის მიწურულს, დამატებით დროში ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო შემცირების ერთამდე დაყვანა.

ხოლო სასტვენამდე წამებით ადრე, ზურიკო დავითაშვილს შეექმნა მომენტი, რომლის მოგერიებაც თურქეთის მეკარემ, ჩაკირმა მოახერხა და ფაქტობრივად თავის ნაკრებს ამ სეივით სამი ქულა მოუტანა.

საქართველო 2:3 თურქეთი

გოლები: 0:1 მულდური, 0:2 აქტურქოღლუ, 0:3 აქტურქოღლუ, 1:3 დავითაშვილი, 2:3 კვარაცხელია

საქართველო: მამარდაშვილი, ლოჩოშვილი (აზაროვი), გოგლიჩიძე, კაშია, კაკაბაძე (გოჩოლეიშვილი), დავითაშვილი, მექვაბიშვილი (გულიაშვილი), ქოჩორაშვილი, წიტაიშვილი (გაგნიძე), კვარაცხელია, მიქაუტაძე

თურქეთი: ჩაკირი, ელმალი, ბარდაკჩი, დემირალი, მულდური, ჩალჰანოღლუ, იუკსეკი (კოკჩუ), ილდიზი (ქადიოღლუ), გულერი (კაჰვეჩი), აკგუნი (აიდინი), აქტურქოღლუ (ილმაზი)

ზურიკო დავითაშვილის კომენტარი

ზურაბ ხიზანიშვილმა მატჩის შემდეგ ნაკრების ახალ ტაქტიკაზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ ტურს ბულგარეთის წინააღმდეგ, დინამო არენაზე ჩაატარებს. მატჩი 7 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

ბულგარეთთან მატჩით საქართველოს ნაკრები სექტემბრის სანაკრებო პაუზას დაასრულებს.

შემდეგ სანაკრებო პაუზაზე, ოქტომბერში საქართველოს ნაკრები ორ გასვლით მატჩს შესაბამისად, ესპანეთისა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.