ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე რეკორდული ტრანსფერებით დაგვირგვინდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სატრანსფერო Deadline Day იყო.
2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დედამიწის უმეტეს წერტილში 1 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00-ზე დაიხურა.
როგორც აქამდე, ტოპ-კლუბების ხელმძღვანელობები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გამორჩეულად დაკავებულები იყვნენ და ვიხილეთ მნიშვნელოვანი გადანაცვლებებიც.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასრულდა დიდი სატრანსფერო საგა ისაკის გარშემო და ნიუკასლი დათანხმდა ლივერპულის შეთავაზებას, რაც ნიშნავს, რომ შედგა ყველაზე დიდი ბრიტანული გარიგება კლუბებს შორის:
გარდა ისაკისა, მთელი რიგი გამოცემები წერდნენ, რომ ლივერპული კრისტალ პალასის მცველს, მარკ გეჰისაც დაიმატებდა, თუმცა ეს ტრანსფერი ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კრისტალ პალასმა დაბლოკა.
ლონდონელებმა, თავისმხრივ, ბრაიტონის მცველის, იგორის გაფორმება ვერ შეძლეს და ამიტომაც გეჰის ტრანსფერის დაბლოკვა მოუწიათ.
გეჰის კრისტალ პალასთან 1-წლიანი კონტრაქტი აქვს, ამიტომაც, არის მოლოდინი, რომ არწივების ცენტრალური მცველი მომდევნო ზაფხულში ლივერპულს უფასოდ შეუერთდება.
ქართული ტრანსფერი Deadline Day-ზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ვილიარეალმა ლიონიდან რამდენიმე დღის წინ შეათანხმა, თუმცა ესპანურმა კლუბმა ოფიციალური პოსტი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაადასტურა.
აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტს ზემოთ მოცემულ სტატიებში გაიგებთ.
ახლა კი მინდა მოკლედ გაგაცნოთ ის გამორჩეული ოფიციალური ტრანსფერები, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის Deadline Day-ზე განხორციელდა:
Deadline Day – ტრანსფერები
- ბაიერნმა იჯარის წესით ჩელსის ფორვარდი, ნიკოლას ჯექსონი დაიმატა და მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 65 მილიონ ევროდ შეეძლება.
- ჯანლუიჯი დონარუმა კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს, იტალიელმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
- მანჩესტერმა ანტვერპენის მეკარე, სენ ლემენსი დაიმატა 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
- ბეტისმა ანტონის გაფორმება მანჩესტერ იუნაიტედიდან 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეძლო.
- პსჟ-ს ფორვარდი რანდალ კოლო მუანი ლონდონის ტოტენჰემს იჯარის წესით შეუერთდა.
- მანჩესტერის თავდამსხმელი, რასმუს ჰოილუნდი კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს, იჯარა გამოსყიდვის უფლებით.
- ნიუკასლმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ბრენტფორდის ფორვარდი, იოანე ვისა 55 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა.
- ჩელსიმ ბრაიტონის ნახევარმცველი, ფაკუნდო ბუონანოტე იჯარის წესით დაიმატა.
- ასტონ ვილამ ნახევარდაცვა მანჩესტერის ნახევამრცმველით, ჯეიდონ სანჩოთი გააძლიერა.
- ატალანტამ იჯარის წესით ამერიკელი ნახევარმცველი, იუნუს მუსა დაიმატა მილანიდან იჯარის წესით.
- არსენალმა სალიბას ტრავმის შემდეგ ლევერკუზენის მცველის, პიერო ინკაპიეს ტრანსფერი შეათანხმა, 1-წლიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით.
- მილანის ინტერმა მანჩესტერ სიტის ცენტრალური მცველი, მანუელ აკანჯი იჯარის წესით დაიმატა.
- ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, ჯეიმი ვარდი იტალიურ კრემონეზეს უფასოდ შეუერთდა.
- ასტონ ვილამ იჯარით ლივერპულის ნახევარმცველი, ჰარვი ელიოტი დაიმატა გამოსყიდვის უფლებით – 40 მილიონი ევრო.
- ფულემმა მილანის ნახევარმცველი, სამუელ ჩუკუეზე იჯარის წესით დაიმატა და მისი გამოსყიდვა 26 მილიონ ევროდ შეეცდება.
- ლაიპციგმა შეშკოს შემცვლელად სპორტინგის ფორვარდი, კონრად ჰარდერი დაიმატა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
- არსენალის მცველი, ფაბიო ვიეირა კარიერას ჰამბურგში, იჯარის წესით გააგრძელებს.
- ლაიპციგის ნახევარმცველი, ლუტშრელ გერტრუიდა სანდერლენდს იჯარის წესით შეუერთდა.
- სანდერლენდმა აიაქსის თავდამსხმელი, ბრაიან ბრობი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
- ფულემმა ლონდონის ჩელსიდან ფორვარდი, ტაირიკ ჯორჯი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.
- გუნდში მომხდარი ინციდენტის გამო, ადრიენ რაბიომ მარსელი დატოვა და მილანში, 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
- ჩელსიმ მარკ გუის იჯარა სანდერლენდში გამოიწვია და ესპანელი ლონდონს დაუბრუნდა.
- ატლეტიკ ბილბაომ აიმენიკ ლაპორტი საუდის არაბული ალ ნასრიდან დაიბრუნა, სატრანსფერო თანხა დაახლოებით 15 მილიონი ევროა.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.