სარჩევი
პსჟ vs ტოტენჰემი - უეფას სუპერ თასი setantasports.com-ზე | Setanta Sports

პსჟ vs ტოტენჰემი – UEFA-ს სუპერ თასისთვის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები იბრძოლებენ.

მატჩი უდინეში, უდინეზეს სტადიონზე, სტადიო ფრიულიზე გაიმართება, რომელიც 25 144 ადამიანის ტევადობისაა.

პსჟ vs ტოტენჰემი – პირდაპირი რეპორტაჟი

პსჟ vs ტოტენჰემი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს დროით 23:00 საათიდან დაიწყება.

ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები ნიკოლოზ ტაბატაძე და ანდრო ხელაძე იქნებიან.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პსჟ vs ტოტენჰემი – პრევიუ

როდის: ოთხშაბათი, 13 აგვისტო (დაწყების დრო 23:00, თბილისის დრო)
სად: სტადიო ფრიული, უდინე
რა: უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული vs უეფას ევროპა ლიგის გამარჯვებული
როგორ ვუყუროთ: პირდაპირი ტრანსლაცია setantasports.com-ზე

პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის ისტორიული პირველი ტრიუმფის გზაზე ინგლისურ კლუბებს ოთხ ეტაპზე – ლიგის ფაზისას, მერვედფინალში, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში – აჯობა, ამიტომ სიმბოლურია, რომ სუპერ თასისთვის პრემიერ ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი ელოდება. ლუის ენრიკეს გუნდი 2025 წლის შთამბეჭდავ მიღწევებს სუპერ თასის დამატებასაც შეეცდება.

ტოტენჰემის გულშემატკივრებს ალბათ, გაახსენდებათ პსჟ-ის მიერ ნახევარფინალში ჩრდილოეთ ლონდონელი მეტოქის – არსენალის – გამოთიშვა. ასევე, მეხსიერებაში უნდა იყოს მანჩესტერ სიტის, ლივერპულისა და ასტონ ვილას დამარცხებაც – კიდევ ერთხელ დასტურად იმ ხარისხისა, რასაც ფრანგული კლუბი ფლობს.

ღია სატრანსფერო ფანჯრისას პარიზელები შედარებით უხმაუროდ მოქმედებენ, თუმცა მაინც მძლავრი შემადგენლობით გამოდიან.

კლუბმა დაიმატა ლუკა შევალიე ლილიდან და ილია ზაბარნი ბორნმუთიდან. თუმცა საფრანგეთის დედაქალაქს დატოვებს ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც ლუის ენრიკემ სუპერ თასის განაცხადს მიღმა დატოვა.

ჯიჯიომ მანჩესტერ სიტისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

ზაფხული ცვლილებებით ტოტენჰემში

თუ პარიზში სტაბილურობა სუფევს, ტოტენჰემში ზაფხული ცვლილებებით დაიწყო. ევროპა ლიგის გამარჯვებული მწვრთნელი ენჯ პოსტეკოგლუ შეცვალა ტომას ფრანკმა, გუნდს კი დაემშვიდობა ლეგენდა ჰენ-მინ სონი.

ახალწვეულებს შორის არიან განელი მოჰამედ კუდუსი და შარშანდელ სეზონში იჯარით მოთამაშე მატის ტელიც, რომლებიც ფრანკს შეტევაში ვარიაციებს სთავაზობენ. შუა ხაზში კი გუნდს ბაიერნიდან იჯარით შეუერთდა ჟოაუ პალინია.

სუპერ თასის სადებიუტო მატჩი დანიელ სპეციალისტს შესანიშნავ შანსს აძლევს, დადებითი შთაბეჭდილება დატოვოს გულშემატკივრებზე, რომლებიც ინტერესით ელიან, როგორ გაუმკლავდება განახლებული ტოტენჰემი ძლიერ მეტოქეს.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

პსჟ: შევალიე; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნო მენდეში; ზეირ-ემერი, ვიტინია, ფაბიან რუისი; დუე, დემბელე, კვარაცხელია

დისკვალიფიცირებული: ჟოაო ნევეში

ტოტენჰემი: ვიკარიო; პორო, რომერო, ვან დე ვენი, სპენსი; ბენტანკური, პალინია; კუდუსი, სარი, ოდობერი; სოლანკე.

2024 წელს ტიტული რეალ მადრიდმა მოიპოვა, თუმცა ეს ტენდენცია ყოველთვის არ მეორდება – ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის მფლობელებმა სუპერ თასი 49-დან 29-ჯერ მოიგეს. უეფას სუპერ თასის სრულ ისტორიასა და სტატისტიკას გაეცანით აქ.

ექსპერტების პროგნოზები

ალექს კლემენტსონი, პარიზის მიმომხილველი:
შთამბეჭდავი 2024/25 სეზონის შემდეგ, რომელიც კონტინენტური ტრებლით დასრულდა, პარიზი პირველად გამოდის სუპერ თასზე 1996 წლის შემდეგ. პრემიერ ლიგის ოთხი კლუბის დამარცხების შემდეგ, ეს მატჩი კიდევ ერთი შანსია ლუის ენრიკეს გუნდისთვის, რომ ინგლისურ კლუბს აჯობოს.

მარკ პეტიტი, ტოტენჰემის მიმომხილველი:
ფრანკი პირველად უდგას სათავეში ტოტენჰემს ოფიციალურ მატჩში და მეტოქედ ევროპის ჩემპიონი ჰყავს. მისი ტაქტიკური მოქნილობისა და სელექციური სვლების ფონზე, დიდი ინტერესი არსებობს, რა ფორმაციას აირჩევს დანიელი სპეციალისტი.

დაიწყებს თუ არა ევროპა ლიგის გამარჯვებული შემადგენლობის ბევრი წევრი ამ მატჩს? ითამაშებს თუ არა გუნდი სამი მცველით? ბევრ კითხვას პასუხი სწორედ ამ მატჩში გაეცემა.

კომენტარები

ლუის ენრიკე, პარიზის მწვრთნელი:
“სუპერ თასი განსაკუთრებული მატჩია, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულებს აერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მისი მოგება. ეს არის ჩემპიონობის ერთ-ერთი მოთხოვნა და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.”

უსმან დემბელე, პარიზის შემტევი:
“მნიშვნელოვანია სეზონის სწორად დაწყება. თუ გვსურს ჩემპიონებად დავრჩეთ, უნდა გავაგრძელოთ ტიტულების მოგება. რაც არ უნდა მოხდეს, ამ მატჩში გამარჯვებას ვიმედოვნებთ.”

ტომას ფრანკი, ტოტენჰემის მწვრთნელი:
“ფინალში ვთამაშობთ – ეს ფანტასტიკურია. [პარიზი] არის საუკეთესო გუნდი ევროპაში. მათ ტრებლი მოიგეს და ყველა პოზიციაზე ძალიან ძლიერები არიან. ეს შესანიშნავი გამოწვევაა, თუმცა ჩვენ ჩვენი თავის გვწამს.”

მიკი ვან დე ვენი, ტოტენჰემის მცველი:
“ძალიან ძლიერი მეტოქეა და შესანიშნავი გზაა სეზონის დასაწყებად. ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებისას უბრალოდ ვტკბებოდი მათი თამაშით, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს რთული დაპირისპირება იქნებოდა.”

სტადიო ფრიული

სერია A-ს კლუბ უდინეზეს არენა 2019 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ექვს სტადიონთაგან ერთ-ერთი იყო. აქ გაიმართა ოთხი მატჩი, მათ შორის მაყურებელმა გერმანიასთან ესპანეთის გამარჯვება ფინალში აქ იხილა.

სტადიონი გახდება სუპერ თასის მე-13 მასპინძელი მას შემდეგ, რაც მატჩი მონაკოდან გადმოვიდა – მანამდე მასპინძლები იყვნენ პრაღა (2013), კარდიფი (2014), თბილისი (2015), ტრონჰეიმი (2016), სკოპიე (2017), ტალინი (2018), სტამბოლი (2019), ბუდაპეშტი (2020), ბელფასტი (2021), ჰელსინკი (2022), პირეუსი (2023) და ვარშავა (2024).

დასწრების რეკორდს კიივის ცენტრალური სტადიონი ინარჩუნებს. დინამო კიივისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩს 1975 წელს 110 000 მაყურებელი დაესწრო. ამ სიაში თბილისის დინამო არენა მე-6 51 940 მაყურებლით.

UEFA სუპერთასის რეკორდები და სტატისტიკა

თარიღი: ოთხშაბათი, 6 აგვისტო, 2025

UEFA სუპერთასი წლების განმავლობაში გამორჩეულ მომენტებს, რეკორდებსა და დაუვიწყარ მატჩებს გვთავაზობს. აქ შეხვდებით ყველაზე მეტ გამარჯვებას, მონაწილეობას, სწრაფ გოლებსა და სხვა საინტერესო ფაქტებს.

ევროპის ჩემპიონები vs სხვა ტიტულის მფლობელები

  • ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა სუპერთასი 49-დან 29-ჯერ მოიგო.
  • ევროპა ლიგის გამარჯვებულებმა (მას შემდეგ, რაც 1999 წელს გაუქმდა თასების მფლობელთა თასი) 25 ფინალიდან 8 მოიგეს.

კლუბების რეკორდები

ყველაზე მეტი გამარჯვება:

  • 6 – „რეალ მადრიდი“
  • 5 – „მილანი“, „ბარსელონა“
  • 4 – „ლივერპული“
  • 3 – „ატლეტიკო მადრიდი“
  • 2 – „აიაქსი“, „ანდერლეხტი“, „ბაიერნი“, „ჩელსი“, „იუვენტუსი“, „ვალენსია“

ყველაზე მეტი მონაწილეობა:

  • 9 – „ბარსელონა“, „რეალ მადრიდი“
  • 7 – „მილანი“, „სევილია“
  • 6 – „ლივერპული“
  • 5 – „ბაიერნი“, „ჩელსი“
  • 4 – „მანჩესტერ იუნაიტედი“, „პორტუ“
  • 3 – „აიაქსი“, „ატლეტიკო მადრიდი“

მოთამაშეთა რეკორდები

ყველაზე მეტი გამარჯვება:

  • 5 – დანი კარვახალი („რეალ მადრიდი“)
  • 5 – ლუკა მოდრიჩი („რეალ მადრიდი“)
  • 4 – დანი ალვეში („სევილია“, „ბარსელონა“)
  • 4 – ქარიმ ბენზემა („რეალ მადრიდი“)
  • 4 – ტონი კროოსი („ბაიერნი“, „რეალ მადრიდი“)
  • 4 – პაოლო მალდინი („მილანი“)

ყველაზე მეტი მონაწილეობა (ტურნირებში):

  • 6 – დანი კარვახალი, ლუკა მოდრიჩი
  • 5 – დანი ალვეში, კარიმ ბენზემა, ტონი კროოსი, პაოლო მალდინი
  • 4 – კაზემირო, ალესანდრო კოსტაკურტა, რობერტო დონადონი, ისკო, პედრო როდრიგესი, მარსელო, დანიელე მასარო, ლიონელ მესი, ხესუს ნავასი, სერხიო რამოსი, მაურო ტასოტი, ლუკას ვასკესი

ყველაზე მეტი მატჩი:

  • 8 – ალესანდრო კოსტაკურტა, რობერტო დონადონი
  • 7 – პაოლო მალდინი, დანიელე მასარო, მაურო ტასოტი
  • 6 – ფრანკო ბარეზი, დანი კარვახალი, არი ჰაანი, ლუკა მოდრიჩი

საუკეთესო ბომბარდირები (3 გოლი):
ოლეგ ბლოხინი, დევიდ ფერკლაუ, რადამელ ფალკაო, არი ჰაანი, ტერი მაკდერმოტი, ლიონელ მესი, გერდ მიულერი, რობ რენსენბრინკი, ფრანსუა ვან დერ ელსტი

მწვრთნელთა რეკორდები

ყველაზე მეტი გამარჯვება:

  • 5 – კარლო ანჩელოტი („მილანი“, „რეალ მადრიდი“)
  • 4 – ხოსეპ გუარდიოლა („ბარსელონა“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“)

გამარჯვებულები როგორც მოთამაშე, ისე მწვრთნელი:
კარლო ანჩელოტი, ხოსეპ გუარდიოლა, დიეგო სიმეონე, ლუის ენრიკე, ზინედინ ზიდანი

ქვეყნების რეკორდები

ყველაზე მეტი გამარჯვება:

  • 17 – ესპანეთი
  • 10 – ინგლისი
  • 9 – იტალია

ყველაზე მეტი მონაწილეობა:

  • 32 – ესპანეთი
  • 20 – ინგლისი
  • 14 – იტალია

სხვა ფაქტები

  • ყველაზე შედეგიანი ფინალი: 2015 – „ბარსელონა“ 5-4 „სევილია“
  • ყველაზე დიდი სხვაობა: 2006 – „სევილია“ 3-0 „ბარსელონა“; 2012 – „ატლეტიკო“ 4-1 „ჩელსი“
  • დამატებითი დრო: 12 ფინალი (ბოლო – 2021)
  • პენალტების სერია: 2013, 2019, 2021, 2023
  • ყველაზე სწრაფი გოლი: 50 წამი – დიეგო კოშტა (2018)
  • ჰეთ-თრიკები: რადამელ ფალკაო (2012), ტერი მაკდერმოტი (1977)
  • ერთადერთი ავტოგოლი: პატრიკ პაუე (2002)
  • წითელი ბარათები: 5 მოთამაშე (ყველა დამარცხდა)