სარჩევი
ლივერპული vs ბილბაო - უყურე setantasports.com-ზე | Setanta Sports

ლივერპული vs ბილბაო – ერთი საღამო და ორი ამხანაგური მატჩი. მერსისაიდელები ენფილდზე ბრუნდებიან. გუნდები ორ ამხანაგურ მატჩს ორი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშებენ.

პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. არნე სლოტისა და ერნესტო ვალვერდეს გუნდები, ერთმანეთს მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ეტაპზე ხვდებიან.

ლივერპული vs ბილბაო – პირდაპირი რეპორტაჟი

ლივერპული vs ბილბაოს ატლეტიკის ორი ამხანაგური შეხვედრა თბილისის დროით, შესაბამისად 20:00 და 23:00 დაიწყება.

ორივე მატჩის ნახვა, როგორც ძირითადი, ასევე დუბლ შემადგენლობების მონაწილეობით, setantasports.com-ზე შეგეძლებათ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ლივერპული vs ბილბაო

წითლებმა ჩემპიონშიფის გუნდ პრესტონ ნორთ ენდსა და სტოკ სიტის აჯობეს, სანამ აზიაში მილანსა და იოკოჰამასთან ამხანაგურ მატჩებისთვის აზიის ტურნეში გაემგზავრებოდნენ.

კონტრშეტევებზე მოთამაშე იტალიელებთან მარცხის შემდეგ, მერსისაიდელებმა იაპონიის იოკოჰამასთან 3–1 გამარჯვებით დაასრულეს მატჩი.

ლივერპული ბილბაოს ორ სრულიად განსხვავებულ მატჩში მერსისაიდზე უმასპინძლებს, არნე სლოტმა კი ამ დაპირისპირებისთვის ორი უნიკალური შემადგენლობა დაასახელა. ერნესტო ვალვერდეს გუნდი რთული მოწინააღმდეგე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წინასასეზონო ამხანაგური მატჩი წააგო, მათ შორის ბოლო მატჩი მეორე დივიზიონის რასინგ სანტანდერთან.

ატლეტიკთან თითოეული მატჩის ზუსტი შემადგენლობის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია.

ჰოლანდიელი მწვრთნელი ტრავმები გამო შესაძლოა ფედერიკო კიეზას და ჯო გომესის გარეშე იყოს, ხოლო ალისონმა აზიის წინასასეზონო ტურნე პირადი საკითხის გამო დატოვა და მისი თამაში კვლავ საეჭვოა. ტაილერ მორტონი ლიონში გადასვლასთან ახლოსაა და შესაძლოა, ტრავმის რისკის გამო ეს მატჩები გამოტოვოს.

უგო ეკიტიკეს დებიუტი იოკოჰამასთან შედგა, დღეს კი სავარაუდოდ, მეტ დროს მიიღებს. ეკიტიკეს, ფლორიან ვირცს, მილოშ კერკეზის, ჯერემი ფრიმპონგს და გიორგი მამარდაშვილს ზაფხულის სხვა ახალწვეულებს ენფილდური დებიუტი ელით.

ვალვერდეს ორშაბათს ოთხი ცენტრალური მცველიდან სამის გარეშე მოუწევს თამაში, რადგან აიტორ პარედესმა და უნაი ეგილუზმა წინასასეზონო პერიოდში ტრავმები მიიღეს – ეს უკანასკნელი რასინგ სანტანდერის წინააღმდეგ მინდორზე მხოლოდ 28 წუთს იყო. იერაი ალვარესი დროებით დისკვალიფიცირებულია დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო.

ცხადია, ნიკო და ინიაკი უილიამსები ბილბაოს მხრიდან მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ, თუმცა მათთან ერთად ატლეტიკის რიგებში გამოსარჩევია ოიჰან სანსეტი.