მუსიალას ტრავმა – დადასტურდა, რომ ჯამალ მუსიალას აქვს წვივის მცირე ძვლის მოტეხილობა, რაც პარი სენ-ჟერმენთან მატჩში მიიღო. მას მინიმუმ ოთხთვიანი უქმობა მოუწევს და სავარაუდოდ მოედანს 2025 წლის ნოემბერში დაუბრუნდება.
ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს წინა ტრავმა სულ რამდენიმე თვის მოშუშებული ჰქონდა.
მუსიალას ტრავმა – როგორ მოხდა
ჯამალმა ტრავმა მატჩის პირველ ტაიმში მიიღო — მუსიალას დონარუმა შეეჯახა, რის შემდეგაც მოედანი საკაცით, ძლიერი ტკივილის ფონზე დატოვა. მისი ადგილი სერჟ გნაბრიმ დაიკავა.
მუსიალა უკვე დაბრუნდა მიუნხენში და მას ქირურგიული ჩარევა მალე ჩაუტარდება.
მუსიალას დიაგნოზი – რა არის წვივის მცირე ძვალი?
წვივის მცირე ძვალი მდებარეობს ქვედა კიდურის გარეთა მხარეს და არ ატარებს სხეულის მთელ წონას, როგორც წვივის ძირითადი ძვალი (ტიბია).
თუმცა ის კრიტიკულია მოძრაობისა და ბალანსისათვის.
მუსიალას მოტეხილობა კოჭთან ახლოსაა, რაც რეაბილიტაციას ართულებს.
მის სრულ რეაბილიტაციას 4-4.5 თვე დასჭირდება.
ნოიერისა და დონარუმას დაპირისპირება
მანუელ ნოიერმა დონარუმას თამაშის უხეში სტილი გააკრიტიკა:
„ის რისკზე წავიდა. ასე ვერ ითამაშებ.“
შემდეგ დონარუმამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ყველა ლოცვა შენკენ, ჯამალ.“
საზოგადოებრივი მხარდაჭერა
- ვენსან კომპანი: „ის ფეხბურთისთვის ცხოვრობს. ჩვენ მასთან ერთად ვართ.“
- ტომას მიულერი: „ახლა მხოლოდ ჯამალზე ვფიქრობ. მძიმეა ასეთ მომენტში თამაში.“
- ლუის ენრიკე: „საშინელი ინციდენტი იყო. იმედია მალე დაბრუნდება.“
- ნუნუ მენდეში: „ის ერთ-ერთი საუკეთესოა. დაბრუნდება ძლიერი.“
- ფლორიან ვირცი: „გაუძელი ძმაო. შენ ამას დაძლევ.“
მაქს ებერლი, მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი:
„ეს სერიოზული ტრავმაა და ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პერიოდი დიდი შოკია როგორც ჯამალისთვის, ისე ჩვენთვის. ეს მძიმე დარტყმაა „ბაიერნისთვის“. ყველამ იცის, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯამალს ჩვენს თამაშში და რამდენად საკვანძოა გუნდისთვის. ამას ემატება ადამიანური ასპექტიც — ჯამალი ახლახანს დაბრუნდა ტრავმის შემდეგ და ახლა ისევ დიდი ხნით მოუწევს უქმობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის დასახმარებლად — მას ექნება სრული მხარდაჭერა, ჩვენ მის გვერდით ვიქნებით და მოუთმენლად დაველოდიებით მის დაბრუნებას მოედანზე.“
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.