ინგლისი U21 vs გერმანია U21 – 21-წლამდელთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონს ეს ორი გუნდი გამოავლენს. წყვილი ლოგიკურია, ბრატისლავაში, ტეჰელნე პოლეზე ის გუნდები ითამაშებენ, რომელთაც შემადგენლობაში ნაკლები დანაკლისი ჰქონდათ და სხვა ფავორიტებს აღემატებოდნენ.
ძველი თუ ახალი ჩემპიონი – კითხვა ასეც შეიძლება დაისვას. 2 წლის წინ ბათუმში ევროპის ჩემპიონი ინგლისი U21 გახდა. მაშინ უმცროსმა სამმა ლომმა ესპანეთი დაამარცხა, ახლა კი მეტოქე გერმანიაა.
ინგლისი U21 vs გერმანია – პირდაპირი რეპორტაჟი
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი 28 ივნისს, ტეჰელნე პოლეზე, ბრატისლავაში, სლოვანის სტადიონზე გაიმართება.
ფინალის პირდაპირი რეპორტაჟი 22:55 წუთიდან დაიწყება და მისი ხილვა setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე იქნება შესაძლებელი.
ინგლისი U21 vs გერმანია U21 მატჩის ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები ვახო გოგალაძე და გიორგი ციხისთავი იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები JJ25 NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
JJ25 – ერთ თვეს + ერთი თვე.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია ივნისის ბოლომდე.
ინგლისი U21 vs გერმანია U21 – ფინალი
როდის: შაბათი, 28 ივნისი (თბილისის დროით 23:00)
სად: სლოვაკეთის ეროვნული საფეხბურთო სტადიონი, ბრატისლავა
ვინ: მოქმედი ჩემპიონი ინგლისი vs სამგზის ჩემპიონი გერმანია
სად ვუყუროთ: setantasports.com
რა უნდა იცოდეთ?
ისტორია დაიწერება, როდესაც ეს ევროპული გრანდები ბრატისლავაში ფინალურ დაპირისპირებაში ჩაებმებიან. ორივე ნაკრები სამჯერ არის გათამაშების გამარჯვებული – ინგლისმა ოთხ ფინალში, გერმანიამ კი ხუთში მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებული გუნდი მხოლოდ ერთტიტულიან ჩამორჩენაში იქნება რეკორდის გამეორებასთან, რომელიც ესპანეთსა და იტალიას ეკუთვნით (ხუთი ტიტული).
ინგლისმა შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მეტი, 41 გოლი გაიტანა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო – პირველი ტური ჩეხეთის წინააღმდეგ და მეორე ადგილით გავიდა პლეი-ოფში.
ლი კარლსლის გუნდმა ნამდვილი ძალა სწორედ პლეი-ოფში აჩვენა – მეოთხედფინალში ესპანეთი 3:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ჰარვი ელიოტის დუბლით ნიდერლანდებს 2:1 სძლია.
გერმანია ფინალში დაუმარცხებლად მოდის – უმცროსი ბუნდეს მანდშაფტი ტურნირის ერთადერთი გუნდია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო.
ანტონიო დი სალვოს გუნდმა ჯგუფში ზედიზედ დაამარცხა სლოვენია, ჩეხეთი და ინგლისი, ხოლო დრამატულ მეოთხედფინალში დამატებით დროში 3:2 დაამარცხა ცხრაკაციანი იტალია. ნახევარფინალში გერმანელებმა კიდევ უფრო დამაჯერებლად დაამარცხეს საფრანგეთი 3:0 და ფინალში გავიდნენ.
სტატისტიკა ცხადად აჩვენებს, რომ ფინალში საუკეთესო გუნდები გავიდნენ: გერმანია ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი, 15 გოლის ავტორია და ჰყავს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი – ნიკ ვოლტემადე, რომელმაც 6 გოლი გაიტანა და უახლოეს მდევარს, ინგლისელ ჰარვი ელიოტს, ორით უსწრებს.
თავის მხრივ, ინგლისი ლიდერობს ბურთის ფლობასა (58.6%) და პასის სიზუსტეში (89.6%).
ჯგუფში გერმანიამ ანსგარ კნაუფისა და ნელსონ ვაიპერის გოლებით ინგლისს 2:1 სძლია. დი სალვოს გუნდისთვის კიდევ ერთი კარგი ნიშანი ის არის, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში ერთადერთი წინა ფინალი ინგლისისა და გერმანიის მონაწილეობით 2009 წელს გაიმართა და მაშინ გერმანიამ 4:0 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი: ბიდლი; ჰინშელვუდი, ქუანსა, კრესუელი, ლივრამენტო; სკოტი, ანდერსონი; ჰატჩინსონი, მაკატი, ელიოტი; სტანსფილდი
გერმანია: ატუბოლუ; კოლინსი, ურმანი, არეი-მბი, ბრაუნი; ნებელი, მარტელი, რაიცი; კნაუფი, ვოლტემადე, ვაიპერი
ფინალამდე გზა
ინგლისი
შესარჩევი ჯგუფი F – გამარჯვებული: 10 მატჩი – 8 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება; გოლები: 41-6
ჯგუფური ეტაპი (მეორე ადგილი B ჯგუფში):
3-1 ჩეხეთთან, 0-0 სლოვენიასთან, 1-2 გერმანიასთან
მეოთხედფინალი: 3-1 ესპანეთთან
ნახევარფინალი: 2-1 ნიდერლანდებთან
გერმანია
შესარჩევი ჯგუფი D – გამარჯვებული: 10 მატჩი – 8 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება; გოლები: 35-10
ჯგუფური ეტაპი (პირველი ადგილი B ჯგუფში):
3-0 სლოვენიასთან, 4-2 ჩეხეთთან, 2-1 ინგლისთან
მეოთხედფინალი: 3-2 (დ.დ.) იტალიასთან
ნახევარფინალი: 3-0 საფრანგეთთან
კომენტარები
ლი კარლსლი, ინგლისის მწვრთნელი:
„მეგონა, რომ ფინალში ვიქნებოდით, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, გერმანიაც იქნებოდა თუ არა. ამ გუნდის მიმართ უდიდესი რწმენა მაქვს – მეტოქე საოცრად სანახაობრივად თამაშობს, ყოველგვარი ზღვრის გარეშე, უტევს მოწინააღმდეგეს და ბურთსაც აკონტროლებს. განსაკუთრებით გვახასიათებს სიმტკიცე დაცვაში და იმედია, ამას ხვალაც გამოვავლენთ.“
ჰარვი ელიოტი, ინგლისის ნახევარმცველი:
„ეს უნდა გავაკეთოთ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აქ ვერ მოვიდა — საკუთარი თავისთვის, გულშემატკივრებისთვის, რომლებიც აქ არიან ან სახლში გვგულშემატკივრობენ. ყველაფერს ვხედავთ და ძალიან მადლიერები ვართ. ბოლო ბიძგი და იმედი გვაქვს, რომ ისევ ჩემპიონები გავხდებით.“
ალექს სკოტი, ინგლისის ნახევარმცველი:
„როცა ინგლისის სახელით ტურნირზე გამოდიხარ, ყოველთვის დიდი ზეწოლაა. ცუდად დავიწყეთ, ვერც ისე ვთამაშობდით, როგორც გვჯეროდა, შეგვეძლო, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალში და ნახევარფინალში ვაჩვენეთ ჩვენი ძალა და იმედი გვაქვს, რომ ტიტულსაც მოვიპოვებთ.“
ანტონიო დი სალვო, გერმანიის მწვრთნელი:
„თითოეულ მატჩში გამოწვევის წინაშე ვიდექით – როგორც მე, ისე ჩემი გუნდი. ყველა თამაში უფრო მაღალი დონის იყო. ჯგუფში ინგლისი დავამარცხეთ, მაგრამ ეს ახალი მატჩია და ფავორიტი არ არსებობს. ინგლისი ძალიან ძლიერი გუნდია და ტურნირის განმავლობაში პროგრესი აშკარაა.
ლი კარლსლიმ ჯგუფური ეტაპის შემდეგ თქვა, რომ ფინალში შევხვდებოდით. ასეც მოხდა და მოუთმენლად ველოდები მატჩს.“
ნიკ ვოლტემადე, გერმანიის თავდამსხმელი:
„ეს უნიკალური შანსია ტიტულის მოსაგებად – ასეთ თამაშში ხშირად ვერ მოხვდები. მალე ასაკობრივი ნაკრებში გამოსვლას დავასრულებთ და ყველანი მოუთმენლად ველით ამ მატჩს. ეს, შესაძლოა, ჩემი ერთადერთი შანსია, U21 ტიტული მოვიგო და სწორედ ეს მინდა. ერთად ბევრი თამაში ჩავატარეთ, რთული მომენტები დავძლიეთ, წარმატებასაც მივაღწიეთ და ჩანს, რომ თავდაჯერებულები ვართ.“
ნნამდი კოლინსი, გერმანიის მცველი:
„სანაკრებო დონეზე, ეს უდიდესი მატჩია ჩემს კარიერაში. ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს განსაკუთრებულია – ყველასთვის. ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ მოტივირებული ვარ და თავს მხნედ ვგრძნობ.“
უყურე ევროპის ჩემპიონატის ფინალს setantasports.com-ზე.