სარჩევი
საქართველო U21 vs პორტუგალია U21 ბრძოლა პლეი-ოფისთვის | Setanta Sports

საქართველო U21 vs პორტუგალია U21 – ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ტრენჩინში გაიმართება. რამაზ სვანაძის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს.

პორტუგალია U21 პლეი ოფის საგზურს ფრის შემთხვევაშიც მოიპოვებს, თუმცა პირველი ადგილისთვის რუი ჟორჟეს გუნდს გამარჯვება და ფრანგებთან ბურთების ბალანსის უპირატესობის შენარჩუნება მართებთ.

საქართველო U21 vs პორტუგალია U21 – პირდაპირი რეპორტაჟი

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი. ლაივი 19:55 წუთიდან დაიწყება.

ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები გიორგი ფულარიანი და ზუკა კობალავა იქნებიან.

უშუალოდ ტრენჩინის სტადიონიდან კი მატჩის დაწყებამდე 35 წუთით ადრე ლაივ ჩართვა გვექნება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია ივნისის ბოლომდე.

საქართველო U21 vs პორტუგალია U21 – პრევიუ

ისევ ევროპა, ისევ გადამწყვეტი მატჩი და ისევ პორტუგალია. ეს ხომ ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის ნაცნობი სცენარია?!

ოღონდ ეს 1 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე იყო. ეროვნულმა გუნდმა მაშინ პორტუგალია 2-0 დაამარცხა.

ამ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველო და პორტუგალია მესამედ ითამაშებენ. დღემდე წყვილში სრული სტატუს ქუოა შენარჩუნებული – 1-1 მოგება. ერთია, პორტუგალიას გამაჯვება ამხანაგურ შეხვედრაში აქვს, რამაზ სვანაძის გუნდმა კი 3 ქულა ევროპის 21-წლამდელთა 2023 წლის ჩემპიონატზე, 1-ელ ტურში მოიპოვა.

ახლა C ჯგუფს სწორედ რუი ჟორჟეს გუნდი ლიდერობს. პორტუგალიას 4 ქულა აქვს, იმდენივე რამდენიც საფრანგეთს, თუმცა პორტუგალიელებს ბალანსში 4-ბურთიანი უპირატესობა აქვთ.

მაშინ როდესაც საქართველო U21 საფრანგეთთან 10 კაცით დარჩა მინდორზე და დრამატულ ბრძოლაში მოტრიალებული მატჩი დათმო, პორტუგალიამ პოლონეთს 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

რუი ჟორჟეს გუნდი მატჩისთვის სრულფასოვნად ემზადება. პორტუგალიელები ამბობენ, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებენ, მათი მეკარე სოარეში კი ეცდება, ჯგუფურ ეტაპზე კარი ბოლომდე მშრალად შეინახოს.

თამამი განცხადებების გარდა, პორტუგალიელებმა საქართველოზე დადებითად ისაუბრეს.

“ქართველ ახალგაზრდებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ქოჩორაშვილის მსგავსად, მათაც ითამაშონ პორტუგალიურ გრანდებში. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა,” – ამბობს რუი ჟორჟე და განაგრძობს:

“საქართველოს ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლამდე რამდენიმე წუთი დააკლდა. ამ გუნდს კარგად გამოსდის პრესინგის თამაში და ხარისხიანად უტევს. ჩვენ ბურთთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.”

თავის მხრივ საქართველო U21-ის მხარეს ერთადერთი პოტენციური დანაკლისი საბა საზონოვია. მისი თამაშის საკითხი უშუალოდ დღეს გაირკვევა.

თუკი წინა შეხვედრაში სასტარტოში 2 ცვლილება იყო, დღეს შესაძლოა კიდევ უფრო დიდი დოზით ვნახოთ როტაცია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან 7 დღის განმავლობაში ეს გუნდებისთვის რიგით მესამე მატჩი იქნება. თანაც როგორი ინტენსიური იყო მატჩები პოლონეთსა და საფრანგეთთან თავადაც ნახავდით.

ობიექტური გარემოებებისა და სირთულეების მიუხედავად ადგილზეა შემართება და საბრძოლო განწყობა.

“გვაქვს რეალური შანსი იმისა, რომ გავაკეთოთ დიდი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი”, – ამბობს რამაზ სვანაძე.

იმავე პათოსს ატარებს ნოდარ ლომინაძისა და გიორგი აბუაშვილის წინასამატჩო კომენტარები.

დღევანდელ შეხვედრაში ყველაფერთან ერთად ინდივიდუალური დუელების მოგებას ჩვეულზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება. მიზეზი პორტუგალიელების სისწრაფე და ფიზიკურობაა.

მნიშვნელოვანი იქნება, რომ პირველ ტაიმი არ ჰგავდეს საფრანგეთთან ჩატარებული მატჩის საწყის 45 წუთს. თუმცა აქვე ისიც კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ეს გუნდი მეორე ტაიმებს ბევრად უკეთესად ატარებს ვიდრე პირველს.

ცხადია, ეს რამაზ სვანაძისა და მისი შტაბის მატჩის მიმდინარეობისას გადაწყობის საუცხოო უნარსა და თავად ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობაზე მიანიშნებს.

Setanta Sports-ის გუნდი ტრენჩინშია და როგორც მატჩამდე, ასევე მის შემდგომ, ჩვენს არხებზე, სოციალურ ქსელებში ყველა საინტერესო მასალას იხილავთ.