სერია A-ში გადარჩენისთვის მებრძოლი ორი გუნდი შაბათს საღამოს შეხვდება ერთმანეთს, სადაც მე-19 ადგილზე მყოფი ემპოლი სტადიო კასტელანიზე შედარებით უკეთესს მდგომარეობაში მყოფ პარმას უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს 2025 წელს თამაში არ მოუგიათ, ტოსკანელებს კვლავ აქვთ დარჩენის თეორიული შანსი. საბა გოგლიჩიძე და ემპოლი VS პარმა – setantasports.com-ზე.
ემპოლი VS პარმა – პირდაპირი რეპორტაჟი
ტოსკანაში გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 10 მაისს, 22:45 საათიდან დაიწყება. მატჩის ხილვის შესაძლებლობა გულშემატკივარს მხოლოდ setantasports.com-ზე ექნება. პირდაპირ რეპორტაჟს კი კომენტატორები – ლუკა გელაშვილი და ლაშა საბაძე გაუძღვებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ემპოლი VS პარმა – ტოსკანელები სავალალო მდგომარეობაში
სერია A-ში დეკემბრის შემდეგ მოუგებელი ემპოლი კოპა იტალიის ნახევარფინალშიც ვერ გამოირჩა, როდესაც 2-მატჩიან დუელში ბოლონიასთან უშანსოდ დამარცხდა. რაც შეეხება, შიდა ჩემპიონატს, დეკემბრის შემდეგ ემპოლის მხოლოდ 6 ქულა აქვს დაგროვებული და რამდენიმე თვეა, თავისუფალ ვარდნას თუ ვუწოდებთ საბა გოგლიჩიძის გუნდის მდგომარეობას.
უმაღლეს ლიგაში ზედიზედ 20 მოუგებელი თამაშით ტოსკანური გუნდი ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებლით ჩაეწერა. ზედიზედ 20 მოუგებელი თამაშის გამო კი რობერტო დ’ავერსას გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფება და 2 ქულით ჩამორჩება უსაფრთხო პოზიციას.
გასული სეზონის მსგავსად, დრამატული გაქცევის გასამეორებლად მხოლოდ სამი თამაში რჩება ემპოლის. მეტოქეებად ემპოლის პარმა, მონცა და ჰელას ვერონა რჩება. შესაბამისად, კვლავ რჩება საკმაოდ რეალური შანსი ტოსკანელებმა თავიდან აიცილონ სერია B-ში დაქვეითება.
საშინაო მოედანზე ერთი მოგებისა და მხოლოდ შვიდი გატანილი გოლით ემპოლი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე ცუდი მაჩვენებლით ლიდერობს. თუმცა ეს მაჩვენებელი დავიწყებას მიეცემა, თუ აძური მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, როგორც პარმას, ისე ვერონას დაამარცხებს.
ემპოლი VS პარმა – დარჩენასთან ახლოს მყოფი პარმა
ოქტომბერში, ტოსკანაში 1-1 ანგარიშის შემდეგ, პარმამ სერია A-ს მასპინძლებთან ბოლო ექვსი შეხვედრიდან ოთხი ფრედ ითამაშა და ერთი ქულის მოპოვების სერიამ ისინი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებასთან უფრო მიაახლოვა.
პარმამ ბოლო რვა მატჩიდან ექვსი ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთი მოიგო, მაგრამ ეს სერია შესაძლოა საკმარისი იყოს ფინიშის ხაზის გადასაკვეთად. ისინი გასავარდნ ზონას ექვსი ქულით უსწრებენ, შვიდით კი – დასუსტებულ ემპოლის.
გასულ შაბათ-კვირას კიდევ ერთი ძვირფასი ქულის მოპოვებიდან რამდენიმე წუთში კრისტიან კივუს გუნდმა კომოსთან, სტადიო ტარდინიზე მატჩის მიწურულს გაუშვა გოლი, ამიტომ პარმას არ აქვს მოდუნების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ 32 ქულა აქვს ამ მომენტისათვის და მეჩვიდმეტეადგილოსან ვენეციას – 26.
პარმამ, რომელიც ხშირად შთამბეჭდავია, ბოლო გასვლითი გამარჯვება ნოემბერში მოიპოვა ვენეციასთან. ბოლო ოთხი გასვლითი თამაშია, ფრედ ასრულებს კრისტიან კივუს გუნდი, ახლა კი საბოლოოდ ეცდება პარმა ამ გვალვის დასრულებას.
ემპოლი VS პარმა – საბა გოგლიჩიძეზე
მიუხედავად ემპოლის არასახარბიელო სათამაშო ფორმისა, საბა გოგლიჩიძე სწრაფად გახდა გუნდის დაცვის სვეტი, მისი ფიზიკური მონაცემები, ტაქტიკური ინტელექტი და სტაბილური თამაში მას ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მცველად აქცევს სერია A-ში. მისი პროგრესი და საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ ის მომავალში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება როგორც საკლუბო დონეზე, ისე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.