სარჩევი
გიგა ჭიკაძე vs დევინ ონამა - UFC Kansas City | Setanta Sports

გიგა ჭიკაძე vs დავიდ ონამა UFC Kansas City – ქართველი ნინძა 2024 წლის 27 ივლისის შემდეგ პირველად იბრძოლებს.

UFC-ის ქართველი მებძოლი UFC Kansas City-ის ივენთზე ბრუნდება, სადაც მეინ ივენთი იან მაჩადო გარი vs კარლოს პრატესი იქნება.

ჭიკაძე vs ონამა – პირდაპირი რეპორტაჟი

ჭიკაძე vs ონამა ბრძოლის ნახვა პირდაპირ ეთერში, ექსკლუზიურად setantasports.com-ზე შეგეძლებათ.

ივენთი 27 აპრილს, საქართველოს დროით 05:00 საათზე დაიწყება. ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები გიორგი ბუჩუკური, ლადო ნაცვლიშვილი და მინდია წიკლაური იქნებიან.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ჭიკაძე vs ონამა – პრევიუ

მეინ ქარდის მე-4 ბრძოლა გიგა ჭიკაძე vs დავიდ ონამა იქნება. ქვემსუბუქი წონის მომავალ დაპირისპირებას ქართველი ნინძა MMA-ში 15-4-ზე რეკორდით ხვდება, UFC-ში კი – 8-3-ზე.

რაც შეეხება ქართველი ნინძას მეტოქეს – წარმოშობით უგანდელი დავიდ ონამას რეკორდი 13-2-ზე და 5-2-ზეა.

ონამა კანზასში ცხოვრობს და ფაქტობრივად, ამ ბრძოლის მასპინძელი გამოდის. KCFA-ის ბრძოლების შემდეგ ის MMA-ის ეგიდით კანზასში პირველად ბრუნდება. ეს დაპირისპირება აპრილის დასაწყისში APEX-ში უნდა შემდგარიყო, თუმცა საბოლოოდ თარიღი და ადგილი შეიცვალა.

გამოდის, რომ ალენთან ბრძოლის შემდეგ, ჭიკაძე ზედიზედ მეორე ბრძოლას მეტოქის ტერიტორიაზე ატარებს.

გიგას 1 წუთში საშუალოდ 3.92 დარტყმა აქვს, მისი დარტყმების სიზუსტე 42 %-ია, რაც შეეხება დაცვას – მიღებული დარტყმების საშუალო მაჩვენებელი წუთში 3.5 დარტყმაა, ხოლო ბლოკირებული დარტყმები 61 %-ს უთანაბრდება.

ნინძას მთავარი იარაღი სტრაიკინგია, შესაბამისად, გრეპლინგში მას საშუალოდ 15 წუთში 0.21 გდება აქვს. თუმცა თეიქდაუნებისას გიგა თავს 10-დან 7 შემთხვევაში წარმატებით იცავს.

უგანდური წარმოშობის კანზასელი მებრძოლი წუთში საშუალოდ 5.6 დარტყმას ასრულებს 50 %-იანი სიზუსტის მაჩვენებლით.

საპირისპიროდ ბევრი დარტყმაც გასდის – საშუალოდ წუთში 5.07 დარტყმიდან ონამას დაცვის 52 %-იანი შედეგი აქვს. ონამას 15 წუთში საშუალოდ 3-ჯერ მეტი თეიქდაუნი აქვს – 0.73, თუმცა მათგან წარმატებული ხუთში ერთია. თეიქდაუნების დაცვის მაჩვენებელი მის მხარეს 52 %-ია.

ჩუმი მკვლელის(silent assassin) მეტსახელით ცნობილ ონამას ბოლო სამი ბრძოლა მოგებული აქვს. ბოლოს უგანდელმა მებრძოლმა 2024 წლის 16 ნოემბერს UFC 309-ზე რობერტო რომეროს წინააღმდეგ იბრძოლა და გაიმარჯვა.

რაც შეეხება გიგას – ნინძამ UFC 304-ზე მანჩესტერში არნოლდ ალენთან მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო. მანამდე კასერესი დაამარცხა, ხოლო მანამდე კელვინ კატართან მტკივნეული მარცხი იყო.

გიგა ჭიკაძემ არც თუ დიდი ხნის წინ საწვრთნელი დარბაზი შეიცვალა და კრივის ახალი კუბელი მწვრთნელი აიყვანა.

ამ და სხვა მსგავს საინტერესო, აქტუალურ სიახლეებზე გიგა ჭიკაძემ მინდია წიკლაურთან ინტერვიუში ისაუბრა.

გიგა ჭიკაძე – პრესკონფერენცია

UFC Kansas City – ყველა ბრძოლა

მეინ ივენთი იან გარი vs კარლოს პრატესი იქნება. ორივე ქვესაშუალო წონის გამორჩეული მერბძოლია და ფაქტი, რომ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, მას კიდევ უფრო საინტერესოდ ხდის.

მეინ ქარდი

Weight Classმებრძოლი 1მებრძოლი 2
Welterweightიან მაჩადო გარიკარლოს პრატესი
Light Heavyweightენტონი სმიტიმინგიანგ ჟანგი
Featherweightგიგა ჭიკაძედავიდ ონამა
Middleweightმიშელ პერეირააბუს მაგომედოვი
Welterweightრენდი ბრაუნინიკოლას დალბი
Middleweightიკრამ ალისკეროვიანდრე მუნისი

წინასწარი ბრძოლები

წონამებრძოლი 1მებრძოლი 2
Flyweightმეტ შნელიჯიმი ფლიკი
Lightweightევან ელდერიგეიჯ იანგი
Featherweightკრის გუტიერესიჯონ კასტანედა
Bantamweightდა’მონ ბლექშირიჰეილიალატენგი
Bantamweightმალკოლმ უელმეიქერიქემერონ სააიმანი
Women’s Strawweightჟაკლინ ამორიმიპოლიანა ვიანა

მეინ ქარდი საქართველოს დროით 05:00 საათიდან დაიწყება და ბრძოლების ნახვას setantasports.com-ზე შეძლებთ.