სარჩევი
4 მაისს, 1500 საათზე საქართველო ისევ ირბენს მსოფლიოსთან ერთად | Setanta Sports

Wings for Life World Run – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი საქართველოში აპლიკაციით ჩატარდება. 4 მაისს, 15:00 საათზე, მორბენლები მსოფლიოს ექვს კონტინენტზე და ასობით ლოკაციაზე, სტარტს ერთი მიზნით, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად აიღებენ.

მონაწილეებს საქართველოდან შეუძლიათ შეუერთდნენ ორგანიზებულ გარბენს „დინამო
არენაზე“ ან ირბინონ მათთვის სასურველ ადგილას. რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს Wings for Life აპლიკაციაში და 4 მაისს, გარბენამდე რამდენიმე საათით ადრე დასრულდება.

Setanta Sports-ი Wings for Life World Run-ის სამაუწყებლო და კონტენტ პარტნიორია და ამაყად უჭერს მხარს ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო გარბენს.

საქართველოში აპლიკაციით გარბენის საფასურია 10 ევროს ექვივალენტი ლარში.
რეგისტრაციის საფასურისა და შემოწირულების 100% კვლავ გადაირიცხება Wings for Life
ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განსაკურნად.

2025 წლის გარბენს მსოფლიო რბენის ერთგულ, კეთილი ნების ელჩებთან ერთად, ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი უერთდება და მონაწილეებს საკუთარ გუნდში
გაერთიანებისკენ მოუწოდებს:

„მსოფლიო რბენაზე ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი. შეიქმნება სხვადასხვა გუნდები და მათ შორის, იქნება ჩემი, „ქოჩორას გუნდი“. სპორტისა და ფეხბურთის მოყვარულებს მოგიწოდებთ გაერთიანდეთ და 4 მაისს, ერთად დავდგეთ სტარტის ხაზთან.“

გიორგის გუნდის ერთი წევრი, რომელიც ყველაზე სწრაფად დაფარავს 12კმ-ს,
საჩუქრად მიიღებს გიორგის თამაშზე დასწრების ბილეთს.

Wings for Life -ს აპლიკაცია ქართულ ენაზეა ნათარგმნი. შეჯიბრების დღეს კი ქართული
აუდიო გამოცდილება გაამხნევებს მონაწილეებსა და ვირტუალური ფინიშის მანქანის
მდებარეობის შესახებ შეატყობინებს.

Wings For Life World Run - 4 მაისს, 1500 საათზე საქართველო ისევ ირბენს მსოფლიოსთან ერთად | Setanta Sports

Wings for Life World Run-ის შესახებ

  • Wings for Life World Run უნიკალური საქველმოქმედო გარბენია, რომელიც წელიწადში
    ერთხელ, მთელ მსოფლიოში, ერთსა და იმავე დროს იმართება. რბენას არ აქვს
    სტანდარტული ფინიშის ხაზი და განსაზღვრული სარბენი მანძილი. ყველა დარბის, დადის
    თუ ეტლით გადაადგილდება რეალური ან ვირტუალური ფინიშის მანქანის დაწევამდე.
  • გარბენში მონაწილეობა შეუძლია 18+ ნებისმიერი ფიზიკური მომზადების ადამიანს.
  • ვირტუალური ფინიშის მანქანა მოძრავი ფინიშის ხაზია, რომელიც თითოეული მონაწილის
    გარბენილ მანძილს აფიქსირებს. მონაწილეების შედეგები ვებგვერდზე
    www.wingsforlifeworldrun.com “შედეგების“ განყოფილებაში რბენიდან 24 საათში
    აისახება.
  • ვირტუალური ფინიშის მანქანა მსვლელობას 14კმ/სთ სიჩქარით, სტარტიდან 30 წუთის
    შემდეგ დაიწყებს და ყოველ ნახევარ საათში სიჩქარეს გაზრდის. მისი მაქსიმალური
    სიჩქარე 34 კმ/სთ იქნება.
  • 2014 წლიდან დღემდე Wings for Life ფონდმა დააფინანსა 324 -ზე მეტი კვლევა
    მსოფლიოს 20 ქვეყანაში.

Wings for Life World Run – სასარგებლო ბმულები

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.