12 და 13 აპრილს, ვალენსიაში მდებარე Circuit Ricardo Tormo-ზე, ნასკარის ევროპის სერიის 2025 წლის სეზონი იწყება. NASCAR Euro Series-ის ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, რადგან პირველად სერიაში ორი ქართველი მრბოლელი – დათა ქაჯაია და სანდრო თავართკილაძე მიიღებენ მონაწილეობას, რაც საქართველოსთვის ისტორიული ნაბიჯია.
ეს სეზონი აღინიშნება როგორც სერიის მე-17 და NASCAR-ის ოფიციალური მხარდაჭერით ჩატარებული მე-14 სეზონით.
NASCAR Euro Series – დათა ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე
Circuit Ricardo Tormo, რომელიც დაახლოებით 4 კმ სიგრძისაა და 13 მოსახვევს მოიცავს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრასაა სერიაში. არენა განლაგებითა და სტილით კი მაყურებლებს საშუალებას აძლევს, ტრასის ყველა მონაკვეთი დაინახონ.
12 აპრილს გაიმართება PRO კატეგორიის პირველი რბოლა, ხოლო 13 აპრილს მეორე – OPEN კატეგორიის. ორივე რბოლა 18 წრეზეა გათვლილი, რაც საერთო ჯამში 72.90 კმ-ს შეადგენს.
ქართველი მრბოლელების დებიუტი EuroNASCAR-ში მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ავტოსპორტისთვის. მათი წარმატება შესაძლოა ახალი თაობის მრბოლელებისთვის შთაგონების წყარო გახდეს და ქვეყნის ავტოსპორტის განვითარებასაც შეუწყოს ხელი.
დათა ქაჯაია Marko Stipp Motorsport-ის მანქანით PRO კატეგორიაში იასპარეზებს. სანდრო თავართქილაძე OPEN დივიზიონში იმავე გუნდის შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას. ორივე მრბოლელი სრულად ჩაანაცვლებს ნიკ სტრიკლერს, რომლის სტატუსი 2025 წლისთვის უცნობია.
დათა ქაჯაიას გამოცდილება
დათა ქაჯაია უკვე კარგად არის ცნობილი მოტორპორტის ქართველი მოყვარულებისთვის. მას აქვს გამოცდილება ისეთ პრესტიჟულ სერიებში, როგორებიცაა TCR International Series და ETCC (ევროპის ტურინგის თასი), სადაც 2016 წელს ჩემპიონიც გახდა. ქაჯაიას სტილი გამოირჩევა სტაბილურობითა და აგრესიული შეტევის უნარით, რაც NASCAR-ის სახის რბოლებისთვის იდეალურ კომბინაციას წარმოადგენს.
მისი მოლოდინები EuroNASCAR PRO კლასში საკმაოდ მაღალია.
“ძალიან დიდი პატივია NASCAR-ის მანქანაში ჯდომა და ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა ევროპის ყველაზე კონკურენტულ სერიაში. გულშემატკივრების მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი სტიმულია.”
სანდრო თავართქილაძის დებიუტი
სანდრო თავართქილაძე დათა ქაჯაიასთან შედარებით ახალი სახეა საერთაშორისო მოტორსპორტში, თუმცა მას უკვე დამსახურებული რეპუტაცია აქვს ადგილობრივ რბოლებში. მისი მონაწილეობა NASCAR Euro Series-ის OPEN კლასში არის პირველი ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე და, ამავდროულად, ერთგვარი ტესტი მისი უნარების ფართო სცენაზე წარმოსაჩენად.
რას უნდა ველოდოთ ვალენსიაში?
ვალენსიაში ტრადიციულად ჭარბობს მჭიდრო ბრძოლები, ხშირია კონტაქტები და მოულოდნელი გადაადგილებები პოზიციებზე. ამიტომაც სტარტზე პოზიციის მოპოვება და რბოლის სტრატეგია გადამწყვეტი ფაქტორები იქნება. ქაჯაიასა და თავართქილაძის პირველი გამოსვლით მათ ექნებათ შანსი, დაამტკიცონ, რომ ქართული დროშის ქვეშ გამოსვლა მაღალი დონის რბოლებში სავსებით რეალურია.
ფავორიტები PRO კატეგორიაში
PRO კატეგორიაში მთავარი ფავორიტია მოქმედი ჩემპიონი ვიტორიო გირელი რომელიც PK Carsport-ის Chevrolet Camaro-ზე იასპარეზებს. გირელი მიზნად ისახავს ტიტულის დაცვასა და 2024 წლის შედეგების გაუმჯობესებას.
გარდა ამისა, PRO კატეგორიის ერთ-ერთი ფავორიტი და დათა ქაჯაიას კონკურენტი იქნება ივან მიულერი, რომელიც მოტორსპორტის აბსოლუტური ლეგენდაა.
OPEN კატეგორიის ლიდერები
OPEN კატეგორიაში ყურადღება მიექცევა თომას კრასონის, რომელიც PK Carsport-ის მანქანით მონაწილეობს ორივე კატეგორიაში. მისი მიზანია OPEN ჩემპიონატის მოგება და PRO კატეგორიაში ტოპ 5-ში მოხვედრა.
ახალი ფორმატი: Rookie Challenge
2025 წელს სერია წარადგენს ახალ ფორმატს — Rookie Challenge-ს, რომელიც შეცვლის Club Challenge-ს. ეს ფორმატი მოიცავს სამ 30-წუთიან სესიას, ორი მათგანი ქულებით შეფასდება, რაც ახალბედა მძღოლებს საშუალებას მისცემს მოემზადონ PRO და OPEN კატეგორიებისთვის .
NASCAR Euro Series – პირდაპირი რეპორტაჟი
NASCAR Euro Series-ის პირველი რაუნდი შაბათს, 12 აპრილს 11:45-ზე ჩატარდება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას კი Setanta Sports 2-სა და setantasports.com-ზე შეძლებთ.
რაც შეეხება მეორე რაუნდს, იგი კვირას, 13 აპრილს 12:45-დან დაიწყება. აღნიშნული რეპორტაჟისთვის თვალ-ყურის მიდევნებას ასევე Setanta Sports 2-სა და setantasports.com-ზე შეძლებთ. ორივე შემთხვევაში პირდაპირ ტრანსლაციას კომენტატორები პაატა პაპიაშვილი და ლევან მიმინოშვილი გაუძღვებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.