სარჩევი
U19 საქართველო vs მონტენეგრო ევროპის ჩემპიონატისთვის | Setanta Sports

U19 საქართველო vs მონტენეგრო – ელიტ რაუნდის გადამწყვეტი მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე. 19:00 საათიდან, ვაკეში, მხარი დავუჭიროთ უმცროს ჯვაროსნებს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი რეალურია!

ელიტ რაუნდის ჯგუფის მოგებისთვის ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდს ბოლო ტურში, მონტენეგროს წინააღმდეგ ულაპარაკოდ 3 ქულა სჭირდება.

პარალელურად გასამართ შეხვედრაში კი, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე იქნება, საჭიროა, რომ პოლონეთმა სლოვაკეთთან ვერ მოიგოს.

სამწუხაროდ, ჯგუფში ერთადერთი უმოტივაციო გუნდი სწორედ სლოვაკეთია, თუმცა მათგან სპორტული პრინციპების დაცვას და ბოლომდე ბრძოლას ველით.

ჩვენ კი ჩვენი საქმე მონტენეგროს წინააღმდეგ უნდა გავაკეთოთ. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი საქართველოსთან ერთად, მონტენეგროსა და პოლონეთსაც აქვთ.

ამ მომენტში ჯგუფში პირველ ადგილზე მონტენეგროა, მეორე პოლონეთია, მესამე საქართველო, ხოლო ბოლო ადგილს სლოვაკეთი იკავებს.

პოლონეთთან 0-3 მარცხის შემდეგ, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა სლოვაკ თანატოლებს 2-0 სძლიეს და ელიტ რაუნდის ჯგუფის მოგების შანსი დაიტოვეს.

ბოლო ტურში ორივე მატჩი, ცხადია, თანადროულად, 19:00 საათზე დაიწყება. თუ ვინმე შეძლებს და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე სლოვაკეთის მხარდასაჭერად მივა, ეს საქართველოს U19-ისთვის დიდი დახმარება იქნება. რადგან საქართველოს ასაკობრივი ნაკრები მხოლოდ საკუთრი მატჩის შედეგზე არ არის დამოკიდებული.

შეგახსენებთ, ბოლოს საქართველოს U19-მა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2013 წელს ითამაშა. მაშინ საქართველოს ამ ასაკობრივ გუნდს გია ცეცაძე წვრთნიდა.

*ფოტო – ეროვნული ნაკრები

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.