დღეს, Setantasports-ზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრები აიღებს სტარტს. რა თქმა უნდა, ფეხბურთის გულშემატკივრების უმრავლესობის ყურადღება ენფილდისკენ იქნება მიმართული, სადაც ერთმანეთს ლივერპული და პსჟ დაუპირისპირდებიან.
ლივერპული VS პსჟ – წინა თავი
ნათელი იყო, რომ ამ წყვილში გამარჯვებული ენფილდზე უნდა გარკვეულიყო… პირველ შეხვედრაში ტოტალური უპირატესობის მიუხედავად, პარიზული გუნდი ინგლისში დამარცხებული ჩადის, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა.
პარიზში არნე სლოტის წარმატების მთავარი შემოქმედი მეკარე, ალისონ ბეკერი აღოჩნდა, რომლის კარის აღებაც პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებმა, მიუხედავად უამრავი ცდისა, ვერ მოახერხეს. უნდა ითქვას, რომ ბრაზილიელი მეკარისთვის გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.
ალისონის გმირობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ჰარვი ელიოტმა გახადა, რომელმაც მატჩის მიწურულს დონარუმას კარი აიღო – ლივერპულმა 1 დარტყმით მნიშვნელოვანი თამაშის მოგება შეძლო.
ხვიჩა კვარაცხელია VS ლივერპული
ხვიჩა კვარაცხელიას ლივერპულის წინააღმდეგ 3 მატჩი აქვს ჩატარებული, სამივეე ჩემპიონთა ლიგაზე. სამი შეხვედრიდან ხვიჩა კვარაცხელია 2-ჯერ დამარცხდა.
პირადი მონაგარის სახით ხვიჩას მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი მერსისაიდელთა წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ლივერპულის წინააღმდეგ თითოუელ შეხვედრაში ქართველმა ფანტასტიკური პერფორმანსები დადგა. მაგალითად, წინა შეხვედრასაც მოჰყვა რეზონანსი, რაც გამოიხატებოდა კვარას ოსტატობასა და ესთეტიკაზე საუბარში.
პარი სენ-ჟერმენი VS ლივერპული – ქვიზი | Setanta Sports
ლივერპული VS პსჟ – დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობა
პარიზელებთა მხარეს დანაკლისი არ შეინიშნება. ლუის ენრიკეს გუნდი ოპტიმალურ კონდიციაშია. რაც შეეხება არნე სლოტის შემადგენლობას, ლივერპულელები კონორ ბრედლის, ჯო გომესსა და ტაილერ მორტონს მოისაკლისებენ.
სავარაუდო შემადგენლობა
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი, მაკ ალისტერი, გრავენბერხი, სალაჰი, სობოსლაი, დიასი, ჟოტა.
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ფაბიან რუისი, ვიტინია, ჟოაუ ნევეში, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.
ლივერპული VS პსჟ – პირდაპირი რეპორტაჟი
ლივერპულისა და პარი სენ-ჟერმენის შეხვედრა 11 მარტს, თბილისის დროით, 23:55 საათიდან აიღებს სტარტს.
დაპირისპირების ხილვა Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე შეძლებთ.
მატჩის კომენტატორები კი ანდრო ხელაძე და ზუკა კობალავა იქნებიან.
ჩემპიონთა ლიგა 1/8 ფინალი – მატჩები
11 მარტი, 21:45 | ბარსელონა VS ბენფიკა |
11 მარტი, 23:55 | ინტერი VS ფეიენოორდი |
11 მარტი, 23:55 | ბაიერ ლევერკუზენი VS ბაიერნი |
11 მარტი, 23:55 | პსჟ VS ლივერპული |
12 მარტი, 21:45 | ლილი VS დორტმუნდი |
12 მარტი, 23:55 | არსენალი VS პსვ |
12 მარტი, 23:55 | ასტონ ვილა VS ბრიუგე |
12 მარტი, 23:55 | ატლეტიკო VS რეალი |