Setanta Sports-ზე ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალებით ბრუნდება. რეალ მადრიდი – ატლეტიკო, პსჟ-ლივერპული, ბენფიკა-ბარსელონა და სხვა საინტერესო დაპირისპირებები setantasports.com-ზე. მოკლედ, ჩემპიონთა ლიგა და 1/8-ფინალური ეტაპი საფეხბურთო ენთუზიასტებს მოწყენის საშუალება არ მიეცემათ.
ჩემპიონთა ლიგა – რეალი – ატლეტიკო
პირველი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი, მადრიდული დერბი 4 მარტს 23:55 საათზე დაიწყება. ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რეალ მადრიდი დიეგო სიმეონეს ატლეტიკოს კიდევ ერთხელ დუპირისპირდება.
ამ სეზონში მადრიდულ გუნდებს შორის ლა ლიგის ორივე შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ატლეტიკოს რეალი ჩემპიონთა ლიგიდან არასდროს გაუგდია. ანჩელოტის შეგირდები მეთექვსმეტედფინალში მანჩესტერ სიტის დამარცხების შემდეგ კარგ ხასიათზე არიან, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი მეტოქეს სათანადოდ აფასებს და მიიჩნევს, რომ ატლეტიკოსთან მატჩი ისეთივე რთული იქნება, როგორც ყოველთვის.
ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგის ისტორიის წინააღმდეგ წასვლა მოუწევს იმისთვის, რომ ასპარეზობა ტურნირის მეოთხედფინალშიც გააგრძელოს – ისინი რეალ მადრიდთან ორ ჩემპიონალიგურ ფინალში დამარცხდნენ და 10 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვთ მოგებული.
ისტორიულად ჩემპიონთა ლიგაზე ესპანელ მეტოქეებთან ორივე გუნდი შესანიშნავად გამოიყურება – მადრიდის რეალს 23 მატჩიდან მხოლოდ 6 წაგება აქვს, ხოლო ატლეტიკომ 21 თამაშიდან 7 წააგო.
ჩემპიონთა ლიგა – პსვ – არსენალი
მადრიდული დერბის პარალელურად, ნიდერლანდურ-ინგლისური დაპირისპირების ხილვა შეგვეძლება. არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფი პსვ ამავე მდგომარეობაში მყოფ არსენალს ფილიფს არნეაზე დაუხვდება. თუმცა ამ ეტაპზე ასპარეზობა ეინდჰოვენელთათვის მინუმიმ სასიამოვნოა – იუვესთან დამატებით დროში რაიან ფლამინგოს გატანილმა გოლმა პსვ მერვედფინალში გაიყვანა.
არსენალმა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება, გასულ სეზონში სწორედ პსვ-ს წინააღმდეგ 4-0 გამარჯვებით აღნიშნა. მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი პიტერ ბოში არტეტას შეგირდების დაცვითი თამაშით აღფრთოვანებული დარჩა.
ძირითადი თავდამსხმელების, ბუკაიო საკას, კაი ჰავერცის, გაბრიელ მარტინელისა და გაბრიელ ჟესუსის ტრავმების გამო, შესაძლებელია, რომ არსენალისთვის წარმატების მთავარი გასაღები სწორედ ეს დაცვითი საფუძველი გახდეს.
ეს გუნდები ევროტურირნირებზე ერთმანეთს 10-ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც არსენალმა მეტოქე 4-ჯერ დაამარცხა, 4 მათგანი ფრედ მორჩა, დარჩენილ ორ შეხვედრაში კი ნიდერლანდელებმა იმარჯვეს.
ჩემპიონთა ლიგა – პსჟ – ლივერპული
მეორე სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი, პსჟ-ლივერპული ქართველი გულშემატკივრისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება. ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება, თუმცა ამჯერად პარიზული გუნდის მაისურით.
მეთექვსმეტედფინალში ბრესტის ორი მატჩის ჯამში 10-0 განადგურების შემდეგ ლუის ენრიკეს შეგირდები ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს ხვდებიან, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ.
მიუხედავად ამისა, პარიზელთა მთავარი მწვრთელი ფიქრობს, რომ მის გუნდს ამ ბარიერის გადალახვა შეუძლია – მას ოპტიმიზმის საფუძველს შემტევების შეუდარებელი ფორმა აძლევს.
თავის მხრივ, ლივერპულის მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტს თავისი მეტოქის სიძლიერეში ეჭვი არ ეპარება და სჯერა, რომ ეს გუნდისთვის დიდი გამოწვევაა.
მერსისაიდელებმა მიმდინარე სეზონში ერთი ფრანგული გუნდი, ლილი უკვე დაამარცხეს, თუმცა საინტერესოა როგორ გაართმევენ თავს დაკისრებულ მისიას ლიგა 1-ის ლიდერებთან?
აღსანიშნავია ისიც, რომ პარი სენ-ჟერმენისა და ლივერპულის მატჩის ხილვას Setanta Sports Georgia-ს იუთუბ არხზეც შეძლებთ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პარიზიდან ჩვენი კომენტატორები, ნიკოლოზ ტაბატაძე და ანდრო ხელაძე გაუძღვებიან.
ჩემპიონთა ლიგა – ბენფიკა – ბარსელონა
თუ ამ ორ გუნდს შორის ლიგის ფაზაზე დაპირისპირებას ინდიკატორდ გამოვიყენებთ, მაშინ მერვედფინალში ნამდვილი თრილერი გველის.
ბარსელონამ ბენფიკა მიმდიანარე სეზონში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში რაფინიას გამარჯვების გოლით 5-4 დაამარცხა. რა თქმა უნდა, ფავორიტი კარგ ფორმაში მყოფი ბარსელონაა, თუმცა ეს ორმატჩიანი დუელი მოწყენის საშუალებას არ მოგვცემს.
ბარსელონას მთავარი მწვრთნელის, ჰანზი ფლიკის თქმით, ბენფიკა კონტრშეტევებზე შესანიშნავად გამოიყურება, რაც მის გუნდს მოდუნების საშუალებას არ მისცემს.
ბრუნო ლაჟი ბარსელონასთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. ტრავმის გამო გუნდს რენატუ სანჩეში, მანუ სილვა, ალექსანდერ ბა, ტიაგო გუევია და რეალ მადრიდის ყოფილი ვინგერი, ანხელ დი მარია ვერ დაეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონას ცენტრფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის პორტუგალიური გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან უყვარს. პოლონელმა ბენფიკას ბოლო 5 დაპირისპირებაში გაუტანა.
ამასთან, ბენფიკა სულ მეორე გუნდია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური დაპირსიპირებების ისტორიაში, რომელმაც ბარსელონას 4 გოლი გაუტანა.
ჩემპიონთა ლიგა – ბაიერნი – ბაიერ ლევერკუზენი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გერმანულ დაპირისპირებასაც ვიხილავთ, სადაც ერთმანეთს კარგად ნაცნობი მეტოქეები, ყველაზე ტიტულოვანი გერმანული გუნდი მიუნხენის ბაიერნი და გერმანიის მოქმედი ჩეპიონი ლევერკუზენი დაუპირისპირდებიან.
ბოლოს როცა ბაიერნი გერმანულ გუნდს დაუპირისპირდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა – მათ 2013 წელს უემბლიზე დორტუმდის ბორუსია დაამარცხეს.
ლევერკუზენი უკანასკნელ პერიოდში ბაიერნის წინააღმდეგ საუცხოოდ გამოიყურება და ბოლო 6 მატჩი დაუმარცხებელია. ამას ხაზი ბაიერნის განაპირა მცველმა, ალფონზო დეივისმაც გაუსვა და აღნიშნა, რომ უკვე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა ლევერკუზენის დამარცხება შეძლო, თუმცა სჯერა, რომ ამჯერად წარმატებას მიაღწევენ.
უნდა ითქვას, რომ სწორედ ალფონსო დეივისის სელტიკის წინააღმდეგ გატანილი გოლით მოახერხა ბაიერნმა მერვედფინალში გასვლა.
ლევერკუზენი ბაიერნს ბუნდესლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩამორჩება, მაგრამ მათი ბოლო შეხვედრა ბავარიულ კლუბთან თავდაჯერებულობის საფუძველს იძლევა – ჩაბი ალონსოს გუნდმა 15 თებერვალს ბაიერნს უმასპინძლა და კარში არ დაარტყმევინა, თუმცა მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.
ლევერკუზენი იმედოვნებს, რომ ოთხშაბათის შეხვედრა მსგავსი სცენარით არ წარიმართება და გოლის გატანას ამჯერად უკვე შეძლებენ.
ჩემპიონთა ლიგა – პირდაპირი რეპორტაჟები
ტრადიციულად, ჩემპიონთალიგური საღამოების გატარება Setanta Sports-ის სატელევიზიო არხებსა და setantasports.com-ზე შეგიძლიათ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.