ჩემპიონთა ლიგა 1/8-ფინალისტების ვინაობის გასარკვევად ბრუნდება. უყურე პლეი ინის საპასუხო შეხვედრებს setantasports.com-ზე.
ჩემპიონთა ლიგა – პირდაპირი რეპორტაჟი
მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი 18 და 19 თებერვალს, იქნება მათი ნახვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.
წინა კვირის მსგავსად თითო მატჩი 21:45-ზე ხოლო დანარჩენები 23:55-ზე დაიწყება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ჩემპიონთა ლიგა პლეი ინი – სამშაბათი
ლიგის ფაზის 9-24-ადგილოსნებიდან მერვედფინალში პირველი გუნდი მილანი vs ფეიენოორდიდან გაირკვევა.
როტერდამელები მილანში დიდი დანაკლისით ჩადიან. თუმცა მილანს პირველი მატჩიდან 1-ბურთიანი ჩამორჩენა აქვს აღმოსაფხვრელი.
სამშაბათსვე ბაიერნი vs სელტიკი, ბენფიკა vs მონაკო და ატალანტა vs ბრიუგე გაიმართება. პირველი მატჩების შემდეგ გასვლაზევე უპირატესობები ბაიერნსა და ბენფიკას აქვს მოპოვებული, ხოლო ბრიუგე ბელგიაში აღებული 1-ბურთიანი მეტობის შენარჩუნებას ეცდება.
ოთხშაბათს კვარას პსჟ ბრესტის წინააღმდეგ საქმის ბოლომდე მიყვანას ეცდება. მანჩესტერ სიტი ბერნაბეუზე რეალთან, გვარდიოლას “1%-იანი შანსის” გამოყენებას ეცდება, ხოლო პსვ შინ და სპორტინგი გასვლაზე, იუვენტუსსა და დორტმუნდთან წყვილების ბედის მოტრიალებას ეცდებიან.
ჩემპიონთა ლიგა პლეი ინი – მატჩები
21:45 | მილანი | vs | ფეიენოორდი | (0-1) |
23:55 | ბაიერნი | vs | სელტიკი | (2-1) |
23:55 | ატალანტა | vs | ბრიუგე | (2-1) |
23:55 | ბენფიკა | vs | მონაკო | (1-0) |
21:45 | დორტმუნდი | vs | სპორტინგი | (3-0) |
23:55 | რეალი | vs | მანჩესტერ სიტი | (3-2) |
23:55 | პსჟ | vs | ბრესტი | (3-0) |
23:55 | პსვ | vs | იუვენტუსი | (1-2) |