საფრანგეთის თასზე ლე მანის დამარცხების შემდეგ პარი სენ-ჟერმენი 8 თებერვალს, 00:05 საათზე მონაკოს დაუპირისპირდება. პსჟ VS მონაკო – მატჩის ხილვას setantasports.com-ზე შეძლებთ.
პსჟ VS მონაკო – პრევიუ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტური, როგორც მონაკომ, ისე პარი სენ-ჟერმენმა წარმატებით გადალახეს. დედაქალაქურმა კლუბმა სტუმრად ბრესტი დაამარცხა (2-5), ხოლო მონეგასკებმა შინ ოსერს სძლიეს. შესაბამისად, ქულათა სხვაობის მხრივ, სტატუსკვო შენარჩუნებულია.
მონაკოსგან განსხვავებით, პარიზელები საფრანგეთის თასზეც აგრძელებენ ასპარეზობას. ლუის ენრიკეს შეგირდებმა შუაკვირაში ლე მანი დაამწუხრეს ბარკოლასა და დუეს გოლებით, რის შედეგადაც მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. მეოთხედფინალში მათი მეტოქე სტად ბრიოშანი იქნება.
მონაკოს მოტივაციის დეფიციტი მომავალ დაპირისპირებაში ნამდვილად არ ექნება და ეცდება, ლიდერ პარი სენ-ჟერმენთან სატურნირო ცხრილში მაქსიმალურად მიახლოებას.
მიუხედავად იმისა, რომ ადი ჰიუტერის გუნდი ლიგა 1-ში გასვლაზე ზედიზედ 4 ტურია, რაც ვერ იგებს.
სხვაგვარი ვითარებაა პარიზელთა მხარეს, ყველა ტურნირის მასშტაბით, 15 მატჩია, რაც პსჟ არ მარცხდება.
პსჟ VS მონაკო – ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი
რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო იქნება. ქართველი შემტევი პარიზელთა ძირითადი შემადგენლობისთვის უცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა. მართალია, ჯერჯერობით გოლი არ არის მის ანგარიშზე, თუმცა ადაპტაციისთვის განკუთვნილი პერიოდი ჯერ კიდევ არ გასულა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო პოზიციას, უკვე ნათლად ჩანს, რომ ლუის ენრიკე მხოლოდ შეტევის მარცხენა ფრთაზე მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას უნარ-ჩვევებისთვის არც მარჯვენა ფლანგია უცხო და არც – 10-იანის პოზიცია.
პსჟ VS მონაკო – დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობა
ტრავმების მხრივ, პარი სენ-ჯერმენს მხოლოდ ზაირე-ემერი და მბაიე ვერ დაეხმარება. სხვა მხრივ, პარიზელები ოპტიმალურ კონდიციაში იმყოფებიან.
მონაკოს მხარე კი ვილფრიდ სინგოს, ფლორინ ბალოგუნს, ლამინე კამარასა და ჯორჯ ილენიხენას მოისაკლისებს.
სავარაუდო შემადგენლობა:
პსჟ (4-3-3): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ფაბიან რუისი, ლი, ვიტინია, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.
მონაკო (4-2-3-1): მაიეცკი, მავისა, სალისუ, კერერი, ვანდერსონი, კამარა, ზაქარია, ბენ-სეგირი, მინამინო, აკლიუში, ბეირეტი.
პსჟ VS მონაკო – პირდაპირი რეპორტაჟი
Parc Des Princes-ზე გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 00:05 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე შეძლებთ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.