ქართველი ლეგიონერები – 9 მატჩი, 9 ქართველი და 9 პირდარპირი რეპორტაჟი – უყურეთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მატჩებს setantasports.com-ზე.
22 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით Setanta Sports-ის OTT პლატფორმაზე ეროვნული ნაკრების 9 ფეხბურთელის მატჩს ნახავთ.
საქმეში პირველები გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე ერთვებიან.
რასინგი vs ლევანტე – გიორგი ქოჩორაშვილი – ლა ლიგა 2
ლა ლიგა 2-სა და კოპა დელ რეიზე ლევანტემ ქოჩორას გარეშე ორი მატჩი გამართა და ვერცერთი მოიგო.
ელჩესთან ფრისა და პონტევედრასთან მარცხის შემდეგ ლევანტე დღეს ფეროლის რასინგს სტუმრობს.
ეს სანტანდერის რასინგში არ აგარიოთ. ის რასინგი ლა ლიგა 2-ს ლიდერობს, ქოჩორას მომავალი მეტოქე კი ლა ლიგაში არასდროს ყოფილა.
ლევანტეს 3 ქულის აღებით მე-3 ადგილთან გათანაბრება შეუძლია, ფეროლის რასინგი კი გასავარდნ ზონაშია.
setantasports.com-ზე რასინგი vs ლევანტე 23:25 წუთიდან დაიწყება.
პლიმუთი vs უოტფორდი – გიორგი ჩაკვეტაძე – ჩემპიონშიფი
ჩაკვე ჩემპიონშიფში პლიმუთით ბრუნდება. ჰოუმ პარკზე გასამართ შეხვედრას უოტფორდი მე-6 ადგილზე ხვდება, ხოლო მასპინძლები მე-18 პოზიციას იკავებენ.
შინ პლიმუთს მხოლოდ 1 მარცხი აქვს ამ სეზონში, ისიც სტოკ სიტისთან. ტომ კლევერლის გუნდს კი გასვლაზე მთლად საუკეთესოდ თამაში არ გამოსდის. ჩაკვეს გუნდს გასვლაზე 2 მოგება აქვს.
დღეს სამი ქულა უოტფორდისთვის მე-4 ადგილს და პირველ ადგილამდე ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირებას ნიშნავს.
პლიმუთი vs უოტფორდის პირდაპირი რეპორტაჟი 23:55 წუთიდან setantasports.com-ზე დაიწყება.
მატჩის ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები ირაკლი მიქაშვილი და თემურ ყუფარაძე იქნებიან.
გროიტერ ფიურტი vs კარლსრუე – ბუდუ ზივზივაძე – ბუნდესლიგა 2
ქართველი ლეგიონერები საქმეში შაბათსაც იქნებიან. დღეს ბუდუ გახსნის. კარლსრუე გროიტერ ფიურტს ესტუმრება.
ორი სეზონის წინ ბუნდესლიგიდან დაქვეითბული ფიურტი სეზონს ხეირიანად ვერ იწყებს. გუნდი მე-13 ადგილზეა და ბოლო 4 მატჩში 3 წაგება აქვს.
ბუდუს კარლსრუე კი მე-4 ადგილზეა და სამი ქულის აღებით, როგორც მინიმუმ დროებით, გალიდერება შეუძლია.
ბუდუს ანგარიშზე ბუნდესლიგა 2-ში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. თასზე კი 2 გოლი და 1 ასისტი. საქართველოს ნაკრების ფორვარდი პირადი აქტივის გამდიდრებას ფიურტთან ძირითადიდა ეცდება.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 23 ნოემბერს, 15:55 წუთიდან დაიწყება და მისი კომენტატორები ვახო გოგალაძე და ირაკლი იმედაძე ვიქნებით.
ვალენსია vs ბეტისი – გიორგი მამარდაშვილი – ლა ლიგა
27 ოქტომბრის შემდეგ ვალენსია პირველ შეხვედრას გამართავს. მიზეზი ვალენსიის რეგიონში დატრიალებული ტრაგედიაა.
მამარდას გუნდი მე-14 ტურს 11 ჩატარებული მატჩითა და ბოლო ადგილით ხვდება. რაც შეეხება ბეტისს, სევილიელები მე-7 ადგილზე 20 ქულით დგანან და მე-5-მდე ასვლის შესაძლებლობა აქვთ.
მამარდას ლა ლიგაში, ჟირონასთან, ლეგანესთან და ოსასუნასთან მშრალად შენახული 3 მატჩი აქვს.
setantasports.com-ზე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 23 ნოემბერს 16:55 წუთიდან დაიწყება.
გრანადა vs კადისი – გიორგი წიტაიშვილი – ლა ლიგა 2
შაბათ სათამაშო დღეს ქართველებიდან გიორგი წიტაიშვილი გააგრძელებს.
setantasports.com-ზე გრანადა vs კადისი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 19:10 წუთიდან დაიწყება.
გრანადა 25 ქულით მე-4 ადგილზეა და 3 ქულის აღებით შეუძლია მე-2 ადგილზე ერთპიროვნულად დადგეს.
რაც შეეხება კადისს 17 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.
გიორგი წიტაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ის 11 მატჩში 1 გოლი და 1 ასისტი აქვს.
სენტ ეტიენი vs მონპელიე – ზუკა დავითაშვილი – ლიგა 1
ლიგა 1-ში საქმეში ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ერთვება. ზუკა დავითაშვილის სენტ ეტიენი მონპელიეს შინ ეთამაშება.
მწვანეები რონის დერბიში მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას და გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას შეეცდებიან.
სენტ ეტიენი 10 ქულით მე-16 ადგილზეა, ხოლო მონპელიე ცხრილში ბოლო მე-18 ადგილს 7 ქულით იკავებს.
სენტ ეტპიენი vs მონპელიე პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე 21:55 წუთიდან დაიწყება.
კომენტატორები მიშო ჩიტიძე და ზუკა კობალავა იქნებიან.
რეიმსი vs ლიონი – ჟორჟ მიქაუტაძე – ლიგა 1
შაბათ სათამაშო დღეს ქართველებიდან გიორგი მიქაუტაძე დახურავს.
ლიონი რეიმსთან გასვლაზე ლიგა 1-ში 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით შევა სათამაშოდ. მიტაქუტაძის გუნდი მე-5 ადგილზეა და 3 ქულის აღების შემთხვევაში მარსელს ჩამოიტოვებს და მე-3 პოზიციას, როგორც მინიმუმ დროებით, დაიკავებს.
რეიმსს რაც შეეხება, ჯაბა კანკავას ყოფილი გუნდი 17 ქულით მე-7 ადგილზეა. ამის გამო მატჩი ფაქტობრივად 6-ქულიანი გამოდის.
setantasports.com-ზე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი 23 ნოემბერს, 23:55 წუთიდან დაიწყება. ამ მატჩზე კომენტატორები გიორგი საძაგლიშვილი და ნიკა ტაბატაძე იქნებიან.
ნაპოლი vs რომა – ხვიჩა კვარაცხელია – სერია A
კვარა სერია A-ში რომაელებთან პაექრობით ბრუნდება. დიეგო არმანდო მარადონას რომა ეწვევა.
მე-13 ტურს კვარას გუნდი სერია A-ს ლიდერის რანგში ხვდება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის სიმჭიდროვე, რომელიც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილშია.
ნაპოლის ატალანტა, ფიორე, ინტერი და ლაციო 1-1 ქულით ჩამორჩებიან, იუვენტუსი კი – 2-ით.
რაც შეეხება რომას ჯალოროსი მე-12 ადგილზეა და ბოლო 5 მატჩში 4 მარცხიც აქვს.
წყვილში ფავორიტი ანტონიო კონტეს გუნდია, თუმცა ნეაპოლში ბრძოლას ელოდებიან.
ნაპოლი vs რომა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი კვირას, 24 ნოემბერს, 20:55 წუთიდან დაიწყება. მისი კომენტატორები კი ნიკა ტაბატაძე და გიორგი საძაგლიშვილი იქნებიან.
უდინეზე vs ემპოლი – საბა გოგლიჩიძე – სერია A
9 ქართული მატჩიდან ბოლო უდინეზე vs ემპოლი იქნება. საბა გოგლიჩიძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა და უდინეში გასამართ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
სამწუხაროდ, გოგლიჩიძიმ კუნთის ტრავმა სანაკრებო შეკრებამდე მიიღო, თუმცა ის საგურამოს ბაზაზე მაინც გამოცხადდა.
უდინეზე სერია A-ს ცხრილში მე-9, ხოლო ემპოლი მე-10 ადგილზეა. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულას შეადგენს ეს კი მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს.
ეს დისკვალიფიკაციის შემდეგ საბას პირველი შეხვედრა იქნება.
მატჩის კომენტატორები ნიკა მექვაბიშვილი და გიორგი საძაგლიშვილი იქნებიან.