Setanta Sports-ის დიდი გუნდის კრეატიული და შემოქმედებითი ნაწილი ჩვეულებისამებრ შემართულია იმისაკენ, რომ მაყურებელს მრავალფეროვანი და საინტერესო კონტენტი შესთავაზოს, როგორც ტელემედიაში, ისე ონლაინსივრცეში.
ჩვენი ყურადღების მთავარი ორიენტირი ამ მომენტისათვის Setanta Sports-ის იუთუბ სივრცეა, რომლის მასშტაბითაც, არაერთი პროექტი უკვე დაიწყო და ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ გზაშია.
ორიგინალური შოუების უკან კი ნიკა ესებუა დგას, რომელიც Setanta Sports-ის გენერალური პროდიუსერია. სწორედ ნიკა შეძლებს უფრო ვრცლად და დეტალურად ჩვენს ინფორმირებას, თუ რას უმზადებს გამომწერებს Setanta Sports-ის იუთუბ არხი.
პრესინგი – Setanta Sports Youtube-ზე
დავიწყოთ იმით, რასაც დიდი გამოხმაურება აქვს და მოკლე პერიოდში ბევრი გულშემატკივარი შეიძინა და ეს შეკითხვაც გაუჩინა: როდის უნდა ველოდოთ პრესინგის ახალ სეზონის დაწყებას?
როგორც Setanta Sports-ის მთავარი პროდიუსერი, ნიკა ესებუა ამბობს, პრესინგი სულ მალე დაუბრუნდება Setanta Sports-ის იუთუბ მაყურებელს, მანამდე კი იქნება შესარჩევი ეტაპიც, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.
მისი თქმით, მოახლოებული სეზონი საინტერესო და განსხვავებული იქნება იმ მიზეზით, რომ პირველი სეზონისგან განსხვავებით, პრესინგის ეს სეზონი იქნება არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ – სპორტზე.
რასაკვირველია, საფეხბურთო შეკითხვებიც იქნება, თუმცა სპორტის სხვა სახეობებსაც დაეთმობა ყურადღება. შესაბამისად, საინტერესო უნდა აღმოჩნდეს სპორტის მოყვარულთათვის.
„პრესინგის მომავალ სეზონს საინტერესოს ის ხდის, რომ მხოლოდ ფეხბურთზე აღარ იქნება აქცენტი გაკეთებული და ბევრი სხვადასხვანაირი თემა მეტ მრავალფეროვნებას შეიტანს თამაშში.“
ლიგის დროა – Setanta Sports Youtube
გარდა პრესინგისა, ნიკას თქმით, ამ ეტაპზე მაყურებელს საშუალება აქვს Setanta Sports-ის იუთუბ გვერდზე ნახოს ლიგის დროა, რომელიც არის პირდაპირი ეთერი და გადის მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგა არის კონკრეტულ კვირაში.
ამ სეზონის დებიუტანტია ორი სიტყვით – ინტერვიუების სერია სხვადასხვა ჩემპიონატის ვარსკვლავებთან.
გრძელდება ქვიზების სერიაც, მაგალითად, როგორიცაა ლიგის ქვიზი – გასართობი სახის საფეხბურთო გადაცემა, რომელშიც სხვადასხვაგვარ ქვიზში Setanta Sports-ის კომენტატორები ერთმანეთს ეპაექრებიან.
დამატებითი დრო – Setanta Sports Youtube
როგორც ცნობილია, სულ მალე დაბრუნდება დამატებითი დრო, რომელიც მიმოიხილავს ყოველი კვირის საინტერესო მომენტებს წამყვანი ჩემპიონატებიდან. გარდა ამისა, იუთუბსივრცეში შემოაბიჯებს კიდევ ერთი გადაცემა – სეტი, რომელშიც გაერთიანებული იქნება სხვადასხვა სახის გასართობი შოუები ერთი დიდი ქუდის ქვეშ.
დასაწყისი – Setanta Sports Youtube
ამასთანვე, Setanta Sports-ის იუთუბის გამომწერებს შეუძლიათ ხილვა კიდევ ერთი ახალი პროექტისა, სახელწოდებით – დასაწყისი, რომლის სამი ეპიზოდიც უკვე ატვირთულია და ეხმიანება ჩემპიონთა ლიგის კონკრეტული სათამაშო ტურის საინტერესო მატჩებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიით.
„ინტერვიუთა სერია – ორი სიტყვით – გამორჩეული პროექტია, რომელიც მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს, უფრო უკეთ და ახლოს გაიცნონ წამყვან ჩემპიონატში მოთამაშე ის ფეხბურთელები, რომელთაც ყოველკვირეულად ადევნებენ თვალს.“
მიყვარს ბომბარდირი – Setanta Sports Youtube
ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს მიყვარს ბომბარდირი, რომელშიც ნიკოლოზ ტაბატაძე ქართველი ფეხბურთელების ყოველკვირეულ თამაშებს მიმოიხილავს. როგორ ითამაშეს, რა პრობლემები აქვთ გუნდში – მოკლედ, ქართველი ფეხბურთელების ირგვლივ ყველა საინტერესო საკითხს ეხმიანება და როცა საკლუბო ფეხბურთი ისვენებს, მაშინ უკვე სანაკრებო ფეხბურთის მიმოხილვას ეძღვნება აღნიშნული შოუ. სწორედ ამ მიზეზების გამო საინტერესო უნდა იყოს იმ ხალხისთვის, ვინც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართველი ფეხბურთელების ასპარეზობას როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში.
„მიყვარს ბომბარდირი – გადაცემაა, რომლის მეშვეობითაც ქართველ ფეხბურთელთა სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით ინფორმაციული ვაკუუმი ვერანაირად ვერ გექნება. და, რა თქმა უნდა, არა მარტო სათამაშო ფორმას შეეხება ეს, არამედ მთლიანად მათ საფეხბურთო ცხოვრებას.“
გემოვნების თვალსაზრისით, საინტერესოა, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს Setanta Sports-ის ორიგინალური შოუების მართვის სამსახური, რათა დანაკლისის შეგრძნება არ გაუჩნდეს საკმაოდ დიდ აუდიტორიას, ვინც თვალ-ყურს ადევნებს Setanta Sports-ის იუთუბსა თუ სხვა სოციალურ ქსელებს.
მაყურებელთა გემოვნურ პრეფერენციებიზე საუბრისას, ნიკამ აღნიშნა, რომ ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი ადამიანები არიან Setanta Sports-ის იუთუბ არხის სტუმრები.
ზოგიერთ მათგანს ანალიტიკა აინტერესებს, ზოგიერთს – საფეხბურთო თემაზე თამაშები და ქვიზები. ითქვა ისიც, რომ არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც გასართობი კონტენტი სურთ. Setanta Sports-ის გუნდი კი აქტიურად ცდილობს, რომ მეტ-ნაკლებად ამ ადამიანების ინტერესი დააკმაყოფილოს. რამდენად ახერხებენ ამას, ეს უკვე მაყურებლის შესაფასებელია.
სეტი – Setanta Sports Youtube
და ბოლოს, კომპანიის გეგმებსაც რომ შევეხოთ იუთუბსივრცეში. როგორც უკვე აღინიშნა, დამატებითი დროისა და პრესინგის დაბრუნებასთან ერთად, იწყება ახალი პროექტი – სეტი – გასართობი შოუების დიდი ნაკრები. გარდა ამისა, როგორც ვიცით, იგეგმება არაერთი შოუს დაწყებაც, რომელზეც ჯერჯერობით დეტალურად საუბარი შესაძლებელი არაა, თუმცა ხაზი გაესვა, რომ მომავალი წლის დასაწყისში დღის სინათლეს იხილავს და Setanta Sports-ის მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.
იმისათვის, რომ ზემოთ ხსენებული პროექტები არ გამოგრჩეთ და მუდმივად ჩართულად გრძნობდეთ თავს. მარტივი რამ არის გასაკეთებელი: გამოიწერეთ Setanta Sports-ის იუთუბის არხი (არა მარტო იუთუბის) და, როგორც ჩვენი სლოგანი გვეუბნება, დარჩით თამაშში!