სარჩევი
ჩემპიონა ლიგა მე-3 ტური - ქართველები და ტოპ მატჩები | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგა მე-3 ტური – ლიგის ფაზა TOP მატჩებით ბრუნდება. ისტორიულ ტურში ლიგის მატჩს პირველად განსჯიან ქართველი მსაჯები. თავიანთ მატჩებს ითამაშებენ კიტეიშვილი, აზაროვი და კაშია.

ჩემპიონთა ლიგა მე-3 ტური – კალენდარი

ტრადიციულად, ორი მატჩი საღამოს სესიაზე, ხოლო დანარჩენი 7 ღამის სესიაზე იქნება ორივე დღეს.

მატჩიდროთარიღი
მილანი – ბრიუგე20:45სამშაბათი, 22 ოქტომბერი
მონაკო – რედ სტარი20:45სამშაბათი, 22 ოქტომბერი
არსენალი – შახტარი დონეცკი23:00სამშაბათი, 22 ოქტომბერი
ასტონ ვილა – ბოლონია23:00სამშაბათი, 22 ოქტომბერი
ჟირონა – სლოვან ბრატისლავა23:00სამშაბათი, 22 ოქტომბერი
იუვენტუსი – შტუტგარტი23:00სამშაბათი, 22 ოქტომბერი
პარი სენ-ჟერმენი – პსვ23:00სამშაბათი, 22 ოქტომბერი
რეალ მადრიდი – ბორუსია დორტმუნდი23:00სამშაბათი, 22 ოქტომბერი
შტურმ გრაცი – სპორტინგი23:00სამშაბათი, 22 ოქტომბერი
ატალანტა – სელტიკი20:45ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი
ბრესტი – ბაიერ ლევერკუზენი20:45ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი
ატლეტიკო მადრიდი – ლილი23:00ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი
იანგ ბოიზი – ინტერი23:00ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი
ბარსელონა – ბაიერნი23:00ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი
ზალცბურგი – დინამო ზაგრები23:00ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი
მანჩესტერ სიტი – სპარტა პრაღა23:00ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი
ლაიპციგი – ლივერპული23:00ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი
ბენფიკა – ფეიენოორდი23:00ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი

ჩემპიონთა ლიგა მე-3 ტური – სატურნირო ცხრილი

მე-3 ტურის წინ 100 %-იანი მაჩვენებელი 7 გუნდს აქვს. ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ლიდერობას ორი ტურის შემდეგ დორტმუნდი ინარჩუნებს. ამ ტურში ბორუსია და რეალი გასული სეზონის ფინალურ მატჩს გაიმეორებენ.

სხვა გამორჩეული მატჩები ასე გამოიყურება:

რეალი vs დორტმუნდი, იუვენტუსი vs შტუტგარტი, ბარსელონა vs ბაიერნი, ლაიპციგი vs ლივერპული.

ადგილიგუნდიგატანილიგაშვებულისხვაობაქულები
1ბორუსია დორტმუნდი2200101+96
2ბრესტი220061+56
3ბენფიკა220061+56
4ბაიერ ლევერკუზენი220050+56
5ლივერპული220051+46
6ასტონ ვილა220040+46
7იუვენტუსი220063+36
8მანჩესტერ სიტი211040+44
9ინტერი211040+44
10სპარტა პრაღა211041+34
11ატალანტა211030+34
12სპორტინგი211031+24
13არსენალი211020+24
14მონაკო211043+14
15ბაიერნი210193+63
16ბარსელონა210162+43
17რეალ მადრიდი210132+13
18ლილი210112-13
19პარი სენ-ჟერმენი210112-13
20სელტიკი210168-23
21ბრიუგე210113-23
22ფეიენოორდი210136-33
23ატლეტიკო მადრიდი210125-33
24პსვ ეინდჰოვენი201124-21
25შტუტგარტი201124-21
26ბოლონია201102-21
27შახტარი დონეცკი201103-31
28დინამო ზაგრები2011411-71
29ლაიპციგი200235-20
30ჟირონა200224-20
31შტურმ გრაცი200213-20
32მილანი200214-30
33რედ სტარი200216-50
34ზალცბურგი200207-70
35სლოვან ბრატისლავა200219-80
36იანგ ბოიზი200208-80

ჩემპიონთა ლიგა მე-3 ტური – ქართველები

ისტორიული ტურია ქართულ პრიზმაში. ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე პირველად იმსაჯებენ ქართველი მსაჯები.

გიორგი ყრუაშვილის ხელმძღვანელობით ქართველ მსაჯთა ბრიგადა შტურმი vs სპორტინგის მატჩს მოემსახურება. ამავე მატჩში გრაცული გუნდის მხარეს ოთარ კიტეიშვილი ითამაშებს.

ირაკლი აზაროვის შახტარი სტუმრად ემირეითზე ითამაშებს. არსენალი vs შახტარი – წყვილში აშკარა ფავორიტი ლონდონური გუნდია. იმედია, აზაროვს სამწვრთნელო შტაბი ამჯერად მაინც მისცემს შანსს.

რაც შეეხება გურამ კაშიას სლოვანს – გათამაშების ერთ-ერთი აუთსაიდერი ბრატისლავური გუნდი სტუმრად ჟირონასთან ითამაშებს.

გიორგი ყრუაშვილი – ინტერვიუ

მატჩებამდე შეგიძლიათ გიორგი ყრუაშვილთან setantasports.com-ის ინტერვიუ გაიხსენოთ, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რამდენიმე წლის წინ ჩავწერეთ.

სად ვუყურო ჩემპიონთა ლიგას?

ჩემპიონთა ლიგის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე შეგიძლიათ.

ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ პრომოკოდები NEWS24 და YEAR24. პირველი თვიურ, მეორე კი წლიურ გამოწერაზე. პროცესის დასაწყებად შეგიძლიათ დააკლიკოთ სასურველ ბანერზე.