სარჩევი
საქართველო vs ალბანეთი ქვიზი | Setanta Sports
ნაკრების ქვიზი
1) როგორც იცი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ყველაზე მეტჯერ ალბანეთთან უთამაშია, კერძოდ, 16-ჯერ, მაგრამ თუ გახსოვს, რამდენი მატჩი დასრულდა საქართველოს გამარჯვებით?
2) როდესაც საქართველო პირველად დაუპირისპირდა ალბანეთს, ჩვენი ამჟამინდელი ოპონენტის მაშინდელ შემადგენლობაში მამა თამაშობდა, 26 წლის შემდეგ კი შვილს ხვდა ეს პასუხისმგებლობა. დაასახელეთ გვარი მამა-შვილისა, თუ მიგანიშნებთ, რომ შვილი, მამისგან განსხვავებით, არა ოლიმპიაკოსში, არამედ ათენის აეკში თამაშობს.
3) დროის სხვადასხვა მონაკვეთში, რომელი ამხანაგური ტურნირი აქვთ მოგებული ალბანეთსაც და საქართველოსაც?
4) საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე 24 გოლი აქვს გატანილი ალბანეთისათვის, ყველაზე მეტი (6) ერთი ფეხბურთელის ანგარიშზეა, რომელიც არის ...?
5) 2012 წელს მიხეილ მესხზე გამართულ შეხვედრაში ალბანელთა მეკარე, სამირ უიკანიმ ისეთი რამ ჩაიდინა, რითიც, ალბათ, ქართულ პუბლიკას თავი დაამახსოვრა. ხომ არ გახსოვს, რით გამოირჩა ალბანელი მეკარე, რომელმაც 2014 წლიდან შავ-წითლებში თამაშს კოსოვოს ნაკრებთან ერთად ასპარეზობა ამჯობინა?
6) დაასახელეთ ფეხბურთელი, რომელსაც ჯვაროსანთა მაისურით ერთადერთი გოლი აქვს გატანილი, ისიც ტირანაში ალბანელთა წინააღმდეგ. თუკი გეტყვით, რომ 2008-ში ამხანაგურ შეხვედრაში მისი მონაწილეობა დიეგო მარადონამ ახალგაზრდული ასაკის გამო გააპროტესტა?
7) რაკი ალბანელებთან ურთიერთშეხვედრაში საქართველოს საუკეთესო ბომბარდირის ვინაობა გავარკვიეთ, გავიგოთ, გახსოვს თუ არა, ვინ დაგვამწუხრა ყველაზე მეტჯერ (3-ჯერ) ჩვენი ნაკრების კარში გატანილი გოლით?
8) უკრაინის ეროვნული ნაკრების მსგავსად, საჯარიმო დარტყმის მეშვეობით გატანილი გოლით ალბანეთსაც დავამახსოვრეთ თავი, მაგრამ ამ დარტყმის ავტორი თუ გახსოვს, თუკი გეტყვი, რომ ეს ფაქტი 1998 წლით თარიღდება.
9) 2005 წელს ტირანაში ჩატარებული შეხვედრა ამ ფეხბურთელისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით გამართა. დაასახელე, ვისზეა საუბარი, თუ ცნობილი ვირუსული ვიდეოდან პერიფრაზით, მიგანიშნებ, რომ “საქართველოში, ევროპასა და მსოფლიოში ამ გვარზე უკეთესად ფეხბურთს ვერავინ თამაშობს”…
10) და ბოლოს - ჩვენს ამჟამინდელ მეტოქესთნ პაექრობისას რომელ მეკარეს შეუნახავს კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ (სამჯერ)?
Use Shift+Tab to go back