სარჩევი
უკრაინა vs საქართველო მატჩის დღე | Setanta Sports

უკრაინა vs საქართველო – ერთა ლიგის მესამე ტურს ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ხვდება, სერჰიი რებროვის გუნდი კი – უქულოდ. მატჩი პოზნანში თბილისის დროით 22:45 დაიწყება.

უკრაინა vs საქართველო – ერთა ლიგა

B ლიგის A ჯგუფს საქართველო 6 ქულით ლიდერობს, უკრაინას კი ჯერჯერობით ორი მატჩის შემდეგ ორი მარცხი აქვს.

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ ასე გამოიყურება:

1. საქართველო 5-16 ქულა
2. ალბანეთი2-23 ქულა
3. ჩეხეთი4-63 ქულა
4. უკრაინა3-50 ქულა

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც პარალელურად დაიწყება, ჩეხეთი ალბანეთს პრაღაში მასპინძლობს. ცხადია, იმ მატჩი საქართველოს ნაკრებს ფრე მისცემს ხელს.

ერთა ლიგა – ცხრილი

ამ ცხრილში ერთა ლიგის ერთიანი მაჩვენებლებია. დაარსების დღიდან, საერთო, არაოფიციალურ ცხრილს საქართველო ლიდერობს.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრები გამორჩეულ მაჩვენებელს უშუალოდ 2024/25 წლების სეზონის ტურნირზეც ინარჩუნებს და ტოპ 5 გუნდშია.

ერთა ლიგის ყველა დროის ცხრილი კი ასე გამოიყურება:

#გუნდიმატჩიმოგებაფრეწაგებაბურთების სხვაობაქულა
1საქართველო2013612745
2საბერძნეთი2114341845
3პორტუგალია2013432343
4ნიდერლანდები2212551641
5იტალია231184941
6ნორვეგია2112451440
7საფრანგეთი2112451040
8ესპანეთი2211652239
9ჩრდილოეთ მაკედონია2111551538
10ბელგია2112271438
11დანია1811341236
12სერბეთი209741534
13რუმინეთი20965733
14შოტლანდია1810261132
15ბელარუსი21885932
16უნგრეთი20956432
17ფინეთი211029032
18კოსოვო209471531
19ლუქსემბურგი20947831
20მოლდოვა20857-329
21ავსტრია19847328
22სომხეთი21849-328
23მონტენეგრო20839627
24უელსი18837327
25ლატვია21696227
26სლოვენია21696027
27ინგლისი21768-127
28ფარერის კუნძულები21696-527
29ხორვატია20839-927
30თურქეთი187561026
31ბულგარეთი20686026
32აზერბაიჯანი21687-226
33უკრაინა18828-426
34შვეიცარია20749025
35ჩეხეთი18819-625
36ბოსნია-ჰერცეგოვინა18666-724
37ყაზახეთი21669-824
38გერმანია184104022
39ისრაელი17647-322
40მალტა18567-721
41სლოვაკეთი186210-320
42შვედეთი186210-520
43ესტონეთი18549-419
44ალბანეთი16547-519
45პოლონეთი18549-819
46გიბრალტარი18549-2219
47კვიპროსი204511-2317
48ოკუპანტი რუსეთი10433-215
49ირლანდია193610-915
50ანდორა202810-2114
51ჩრდილოეთ ირლანდია182412-1410
52ლიხტენშტაინი182412-1510
53ლიეტუვა202315-309
54ისლანდია161411-267
55სან მარინო161213-285

უკრაინა vs საქართველო – სავარაუდო შემადგენლობა

უკრაინა მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. წინა შეკრებაზე მყოფი ფეხბურთელებიდან 9 მოთამაშე სერჰიი რებროვს სხვადასხვა მიზეზით ვერ ეხმარება.

უმეტესწილად დანაკლისი ტრავმება განაპირობა. თუმცა მაგალითად, რეალის მეკარე ლუნინის შემთხვევაში, ესპანური პრეს წერდა, რომ მეკარეს ვირუსი ან ტრავმა სულაც არ აწუხებდა და სანაკრებო ფანჯარა კლუბში პოზიციების გასამყარებლად გამოიყენა.

რებროვს დღეს ზინჩენკო, სტეპანენკო, მიკოლენკო, ციგანკოვი, იარმოლენკო, ლუნინი, პიხალიონოკი და ბრაჟკო არ ეყოლება.

უკრაინა: 4-3-3 ბურთით, 4-5-1 უბურთოდ.

ტრუბინი – კონოპლია, ზაბარნი, მატვიენკო, მიხაილიჩენკო – კალიუჟნი, სუდაკოვი, შაპარენკო – ჰუცულიაკი, მუდრიკი, დოვბიკი.

საქართველო: 3-4-2-1 ბურთით, 5-3-2 უბურთოდ.

მამარდაშვილი – კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, წიტაიშვილი – ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე – კვარაცხელია, ზივზივაძე.

უკრაინა vs საქართველო – ურთიერთშეხვედრები

საქართველოსთვის უკრაინა უხერხული მეტოქეა. უარესი სტატისტიკა, ჯვაროსნებს მხოლოდ ირლანდიასთან აქვთ.

თუმცა დღეს განსხვავებული ვითარებაა, რიგი მიზეზების გამო ფავორიტი წყვილში ვილი სანიოლის გუნდია.

ცხადია, მათგან უპირველესი არასაფეხბურთო მიზეზია. ოკუპანტი რუსეთი ღია და ფართოსშტაბიან ომს უკრაინის ტერიტორიაზე განაგრძობს. ცხადია, ომის ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია, სერჰიი რებროვის გუნდის უფორმობაში.

რუსული ღია აგრესია საქართველომაც გამოსცადა. ბოლოს ეს 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებულ ომში მოხდა, ახლა კი ჩვენი ქვეყანა რუსული რბილი ძალის სამიზნეა.

რუსეთის ოკუპაცია და აგრესიაგამოცდილი ორი ქვეყნის მატჩში, ცხადია, ეს ერთ-ერთი ყურადღება მისაქცევი ფაქტორია. შესაბამისია განწყობა გულშემატკივრებშიც.

მაგალითად გოჩა თანდარაშვილის კომენტარი შეგვიძლია მოვიშველიოთ უკრაინული ტრიბუნასთვის.

“ვფიქრობ, ქართველი და უკრაინელი გულშემატკივრები უნისოში, ერთიან გზავნილად, მოკითხვას გაუგზავნიან მას ვისაც ეს ეკუთვნის”.

თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ასეთი ერთ-ერთი გზავნილი, პირდაპირ რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერთშიც მოხვდა. მოკითხვა ქართველი გულშემატკივრებისგან, თანაც პირდაპირ ევროპის ჩემპიონატიდან.

ურთიერთშეხვედრებს რომ მივუბრუნდეთ, 9 მატჩიდან 3 დასრულდა ფრედ, 6-ში უკრაინამ გაიმარჯვა.

სეზონიტურნირითარიღიმასპინძელიანგარიშისტუმარი
24/25UEFA Nations League B16.11.2024საქართველოუკრაინა
24/25UEFA Nations League B11.10.2024უკრაინასაქართველო
14/15საერთაშორისო ამხანაგური მატჩები09.06.2015უკრაინა2:1საქართველო
07/08ევროპის შესარჩევი08.09.2007საქართველო1:1უკრაინა
07/08ევროპის შესარჩევი06.09.2006უკრაინა3:2საქართველო
04/05მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი (ევროპა)03.09.2005საქართველო1:1უკრაინა
04/05მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი (ევროპა)13.10.2004უკრაინა2:0საქართველო
01/02საერთაშორისო ამხანაგური მატჩები17.04.2002უკრაინა2:1საქართველო
00/01საერთაშორისო ამხანაგური მატჩები14.02.2001საქართველო0:0უკრაინა
98/99საერთაშორისო ამხანაგური მატჩები20.03.1999საქართველო0:1უკრაინა
98/99საერთაშორისო ამხანაგური მატჩები19.08.1998უკრაინა4:0საქართველო

უკრაინა vs საქართველო – ქვიზი

უკრაინა vs საქართველო ქვიზი – წყვილის მატჩების ისტორიის შესახებ შეგიძლიათ, დათუნა კაპანაძის მიერ მომზადებული ქვიზი ნახოთ.

უკრაინა vs საქართველო – პირდაპირი რეპორტაჟი

უკრაინა vs საქართველოს მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 22:45 წუთიდან დაიწყება.