სარჩევი

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რიგით მეორე შეხვედრა გამართა. ჩეხეთის ნაკრებთან მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ გიორგი მამარდაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

პირველ რიგში კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ აქ ვართ. ისტორიული ქულა ავიღეთ და გილოცავთ. მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ არა უშავს. ბრძოლას ვაგრძელებთ. რთული თამაში იქნება, რადგან პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტია ამ ტურნირზე, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ.

ჩეხეთი ძალიან კარგი გუნდია, ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდნენ. შესწავლილი გვყავდა მოთამაშეები, მაგრამ მომენტები მაინც მრავლად შექმნეს. წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.

ყველაზე მეტად ლობჟანიძეს სურდა რომ გოლი შეეგდო, მაგრამ არ გამოვიდა. ეს ფეხბურთია. თავი არ უნდა დახაროს და თამაში გააგრძელოს. აქ ყოფნა მისთვისაც საამაყოა.

გოლის დროს კონცენტრაცია დავკარგეთ. ასეთო დონის ტურნირებზე ეს არ გვეპატიება.

ვერ მოვასწარი ბოლო მომენტის ნახვა, მათი მეკარე სწორად იდგა, ლობჟანიძემ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, ზემოდან სხვანაირად ჩანს, მოედანზე კი გაცილებით რთულია ამის შესრულება.

გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, დარბაზში ტაშით დახვდნენ და ტაშითვე გააცილეს.