სარჩევი

თურქეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები დაამარცხა და ჯგუფში სამი ქულით გალიდერდა. მატჩის შემდეგ თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა არდა გულერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

არდა გულერი: რა თქმა უნდა, ძალიან რთული თამაში იყო,მინდა მივულოცო ჩემს გუნდს გამარჯვება, მთავარ მწვრთნელს დაბადების დღის საჩუქარი გავუკეთეთ. მიხარია რომ გავიმარჯვეთ.

ანჩელოტიმ მატჩის მერე მომწერა და მომილოცა. ყველა გზავნილის წაკითხვა ვერ მოვასწარი, მაგრამ ანჩელოტის გზავნილმა ძალიან გამახარა.

ბედნიერი ვარ რომ ნაკრებში პირველი გოლი გავიატნე. მიხარია რომ მოვიგეთ. პატივი უნდა ვცეთ საქართველოს ნაკრებს, რადგან ისტორიაში პირველი მატჩი იტამაშეს ევროზე და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

ვინჩენცო მონტელა: ფინალის შესაფერისი შეხვედრა იყო. საუკეთესო საჩუქარი იყო, რომელიც დაბადების დღეზე მივიღე.

ბევრი საუბარი იყო ტაქტიკაზე, ჩემთვის მთავარი გუნდის დაბალანსება იყო. ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრჯერ დაარტყა კარში და რა თქმა უნდა, მეტის გატანაც შეგვეძლო. როცა მსაჯმა მეორე გოლი გააუქმა ცოტა მოვეშვით კიდეც.

საქართველო არის ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი. სისუსტე კი ყველა ნაკრებს აქვს ამ ჩემპიონატზე. იციან თავი როგორ დაიცვან და შეტევაზე როგორ გადმოვიდნენ. ეს ღირსეული თამაში იყო.

პორტუგალია არასდროს დაგვიმარცხებია და განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. მოდი ჯერ ვიზეიმოთ ეს გამარჯვება და ხვალინდელზე ხვალ ვიფიქრებთ.

ჰაკანი ბრწყინვალე ფეხბურთელია, უამაღლეს დონეზე თამაშობს ნაკრებშიც. ჩვენ შემტევი გუნდი ვართ და აქიდან გამომდინარე მასაც სხვადასხვა როლის მორგება უწევს.