21-წლამდელთა ევრო იწყება!
11-ივნისს სლოვაკეთში U21 ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ახალგაზრდული ევრო 1978 წლიდან ტარდება ამ ფორმით. 2025 წლის გათამაშება 25-ე ტურნირი იქნება. მიმდინარე ჩემპიონატზე დებიუტანტი არ გვყავს, თუმცა ყველაზე ნაკლებად გამოცდილებს შორის შეგვიძლია ფინეთი, სლოვენია და საქართველო მივიჩნიოთ, რომლებიც მეორედ მიიღებენ მონაწილეობას.
ყველაზე დიდი გამოცდილებით იტალია, ინგლისი და ესპანეთი გამოირჩევიან. იტალიელებისთვის მომავალი ჩემპიონატი 23-ე იქნება, ინგლისელთათვის – მე-18, ხოლო ესპანელთათვის – მე-17.
რაც შეეხებათ მასპინძლებს, სლოვაკეთი მეორედ მასპინძლობს 21-წლამდელთა ევროს, პირველად სლოვაკებმა 2000-წელს უმასპინძლეს ევროპის ჩემპიონატს 21-წლამდელთა შორის.
21-წლამდელთა ევროს მოქმედი ჩემპიონი, მოგეხსენებათ, ინგლისია, რომელმაც ბათუმურ ფინალში ესპანეთს სძლია (1-0).
U21 ევრო – პირდაპირი რეპორტაჟი
სლოვაკეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის უკლებლივ ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს setantasports.com-ზე იხილავთ.
საქართველო U21 ჯგუფური ეტაპის მატჩებს 11, 14 და 17 ივნისს გამართავს. მეტოქეები შესაბამისად, პოლონეთი U21, საფრანგეთი U21 და პორტუგალია U21 იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ.
U21 ევრო – ჯგუფები
A ჯგუფი
სლოვაკეთი |
ესპანეთი |
იტალია |
რუმინეთი |
B ჯგუფი
ჩეხეთი |
ინგლისი |
გერმანია |
სლოვენია |
C ჯგუფი
პორტუგალია |
საფრანგეთი |
პოლონეთი |
საქართველო |
D ჯგუფი
ფინეთი |
ნიდერლანდები |
უკრაინა |
დანია |
U21 ევრო – მასპინძელი ქალაქები და სტადიონები
ბრატისლავას ეროვნული საფეხბურთო სტადიონი (ტეხელნე პოლი)
ტევადობა: 22,500 ადგილი
გახსნა: 2019
სლოვაკეთის ყველაზე თანამედროვე და დიდი სტადიონი, ბრატისლავის სლოვანისა და სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრების საშინაო არენა. სტადიონი ეკუთვნის უეფას მეოთხე კატეგორიას, გამოირჩევა კომფორტითა და არქიტექტურით, ტრიბუნები ძალიან ახლოსაა მოედანთან, რაც მაყურებლებს განსაკუთრებულ გამოცდილებას უზრუნველყოფს. სტადიონი მასპინძლობს ასევე მსოფლიოს მუსიკალურ ვარსკვლავებსა და სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს.
EURO U21 მატჩები:
11 ივნისი 18:00 – სლოვაკეთი – ესპანეთი
14 ივნისი 18:00 – ესპანეთი – რუმინეთი
17 ივნისი 21:00 – რუმინეთი – სლოვაკეთი
25 ივნისი – ნახევარფინალები
28 ივნისი 21:00 – ფინალი
ანტონ მალატინსკის სახელობის სტადიონი (სითი არენა) – ტრნავა
ტევადობა: 19,200 ადგილი
სლოვაკეთის მეორე ყველაზე დიდი სტადიონი, სპარტაკ ტრნავას საშინაო არენა. სრული რეკონსტრუქციის შემდეგ 2013–2015 წლებში, არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე არენა ქვეყანაში. კომპლექსში ასევე განთავსებულია სავაჭრო ცენტრი. სტადიონი არის ტრნავის საფეხბურთო ლეგენდის, ანტონ მალატინსკის სახელობის.
EURO U21 მატჩები:
11 ივნისი 21:00 – იტალია – რუმინეთი
14 ივნისი 21:00 – სლოვაკეთი – იტალია
17 ივნისი 21:00 – ესპანეთი – იტალია
21 ივნისი 21:00 – მეოთხედფინალი (1A – 2B)
ანტონ მალატინსკის სტადიონი ტრნავაში უმასპინძლებს სლოვაკეთის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე.
მოლ არენა – დუნაისკა სტრედა
ტევადობა: 12,700 ადგილი
თანამედროვე სტადიონი უნიკალური ატმოსფეროთი, დუნაისკა სტრედას საშინაო არენა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2016–2019 წლებში, შენარჩუნებულია მრავალფეროვანი დიზაინი.
EURO U21 მატჩები:
12 ივნისი 21:00 – ჩეხეთი – ინგლისი
15 ივნისი 21:00 – ჩეხეთი – გერმანია
18 ივნისი 21:00 – სლოვენია – ჩეხეთი
22 ივნისი 18:00 – მეოთხედფინალი (1B – 2A)
მოლ არენა უმასპინძლებს ჩეხეთის ნაკრების სამ მატჩს ჯგუფურ ეტაპზე.
ზობორის სტადიონი – ნიტრა
ტევადობა: 7,246 ადგილი
ტრადიციული საფეხბურთო სტადიონი ნიტრას ციხესიმაგრის ქვეშ, ნიტრა საფეხბურთო გუნდის სახლია. 2018 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. აქვს ახალი ტრიბუნები და გათბობადი მინდორი. 2013 წელს მასპინძლობდა U17 ევროპის ჩემპიონატის მატჩებს.
EURO U21 მატჩები:
12 ივნისი 21:00 – გერმანია – სლოვენია
15 ივნისი 18:00 – ინგლისი – სლოვენია
18 ივნისი 21:00 – ინგლისი – გერმანია
ნიტრის სტადიონი მასპინძლობს გერმანიასა და ინგლისს.
ჟილინას სტადიონი (დუბნომი) – ჟილინა
ტევადობა: 11,253 ადგილი
თანამედროვე სტადიონი, ჟილინას სახლია. რეკონსტრუქცია განხორციელდა 2006–2009 წლებში, აკმაყოფილებს უეფას მკაცრ კრიტერიუმებს. წარსულში მასპინძლობდა სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებსაც.
EURO U21 მატჩები:
11 ივნისი 21:00 – პოლონეთი – საქართველო
14 ივნისი 21:00 – საფრანგეთი – საქართველო
17 ივნისი 18:00 – საფრანგეთი – პოლონეთი
21 ივნისი 18:00 – მეოთხედფინალი (1C – 2D)
ჟილინას სტადიონზე გაიმართება ერთი მეოთხედფინალური მატჩი.
სიხოტის სტადიონი – ტრენჩინი
ტევადობა: 6,366 ადგილი
ჩემპიონატის ყველაზე პატარა სტადიონი, ტრენჩინის საშინაო არენაა. თანამედროვე რემონტი ჩაუტარდა ბოლო წლებში, აქვს სამი ტრიბუნა და შესანიშნავი მდებარეობა ვახის ნაპირზე.
EURO U21 მატჩები:
11 ივნისი 21:00 – პორტუგალია – საფრანგეთი
14 ივნისი 21:00 – პორტუგალია – პოლონეთი
17 ივნისი 18:00 – საქართველო – პორტუგალია
ტრენჩინში ხელოვნური საფარი ბუნებრივი საფარით შეიცვალა.
კოშიცეს საფეხბურთო არენა – კოშიცე
ტევადობა: 12,555 ადგილი
ერთ-ერთი უახლესი სტადიონი სლოვაკეთში, გაიხსნა 2022 წელს. თანამედროვე დიზაინი და დიდი ხელმისაწვდომობა ამ არენას გამოარჩევს.
EURO U21 მატჩები:
12 ივნისი 21:00 – ფინეთი – ნიდერლანდები
15 ივნისი 18:00 – ფინეთი – უკრაინა
18 ივნისი 18:00 – დანია – ფინეთი
25 ივნისი – ნახევარფინალი
კოშიცეს საფეხბურთო არენა მასპინძლობს ერთ ნახევარფინალურ მატჩს.
ტატრანის არენა – პრეშოვი
ტევადობა: 6,500 ადგილი
უახლესი სტადიონი რუკაზე, ოფიციალურად გაიხსნა 2025 წლის მარტში. იქნება სლოვაკეთის უძველესი კლუბის, ტატრან პრესოვის საშინაო სტადიონი. მშენებლობა გამოწვეული იყო U21 ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობით.
EURO U21 მატჩები:
12 ივნისი 18:00 – უკრაინა – დანია
15 ივნისი 21:00 – ნიდერლანდები – დანია
18 ივნისი 18:00 – ნიდერლანდები – უკრაინა
25 ივნისი – მეოთხედფინალი (1D – 2C)
U21 ევრო – საუკეთესო ბომბადირები
2000 წელი | ანდრეა პირლო | 3 გოლი |
2002 წელი | მასიმო მაკარონე | 3 გოლი |
2004 წელი | ალბერტო ჯილარდინო | 4 გოლი |
2006 წელი | კლაას-იან ჰუნტელაარი | 4 გოლი |
2007 წელი | მასეო რიგტერსი | 4 გოლი |
2009 წელი | მარკუს ბერგი | 7 გოლი |
2011 წელი | ადრიან ლოპესი | 5 გოლი |
2013 წელი | ალვარო მორატა | 4 გოლი |
2015 წელი | იან კლიმენტი | 3 გოლი |
2017 წელი | საულ ნიგესი | 5 გოლი |
2019 წელი | ლუკა ვალდშმიდტი | 7 გოლი |
2021 წელი | ლუკას ნმეჩა | 4 გოლი |
2023 | სერხიო გომესი, აბელ რუისი, ჰეორჰი სუდაკოვი | 3 გოლი |
U21 ევრო – საუკეთესო ფეხბურთელები
1978 | ვაჰიდ ჰალიჰოჯიჩი |
1980 | ანატოლი დემიანენკო |
1982 | რუდი ფიოლერიკო |
1984 | მარკ ჰეიტლი |
1986 | მანოლო სანჩისი |
1988 | ლორენ ბლანი |
1990 | დავორ შუკერი |
1992 | რენატო ბუსო |
1994 | ლუიშ ფიგუ |
1996 | ფაბიო კანავარო |
1998 | ფრანჩესკ არნაუ |
2000 | ანდრეა პირლო |
2002 | პეტრ ჩეხი |
2004 | ალბერტო ჯილარდინო |
2006 | კლაას-იან ჰუნტელაარი |
2007 | როისტონ დრენტე |
2009 | მარკუს ბერგი |
2011 | ხუან მატა |
2013 | ტიაგო ალკანტარა |
2015 | ვილიამ კარვალიუ |
2017 | დანი სებაიოსი |
2019 | ფაბიან რუისი |
2021 | ფაბიუ ვიეირა |
2023 | ენტონი გორდონი |