საქართველო U21 და ევროპის ჩემპიონატი – რამაზ სვანაძის გუნდი უკვე სლოვაკეთშია. უმცროსმა ჯვაროსნებმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში პირველი ვარჯიში გამართეს.
ადგილზე ვართ Setanta Sports-ის გუნდიც. მომდევნო დღეების განმავლობაში სლოვაკეთიდან, ჟილინასა და მარტინიდან სიახლეებსა, ბლოგებსა და ვლოგებს შემოგთავაზებთ.
ჩვენი მოგზაურობა სლოვაკეთში 9 ივნისიდან დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო U21-თან ერთად, მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდება.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი – პირდაპირი რეპორტაჟი
სლოვაკეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის უკლებლივ ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს setantasports.com-ზე იხილავთ.
საქართველო U21 ჯგუფური ეტაპის მატჩებს 11, 14 და 17 ივნისს გამართავს. მეტოქეები შესაბამისად, პოლონეთი U21, საფრანგეთი U21 და პორტუგალია U21 იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ.
საქართველო U21 – ევროპის ჩემპიონატი დღიური
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მოგზაურობა ქუთაისიდან დაიწყო. კაბო ვერდესთან ფრედ ნათამაშებმა შეხვედრამ შესაძლოა ხასიათი ოდნავ გაგვიფუჭა, თუმცა სანაცვლოდ იყო რიგი პოზიტივებისა, რომელიც ვილი სანიოლის გადახალისებულ შემადგენლობაში მაინც ვნახეთ.
ნაკლებსანახაობრივი ორი მატჩი, შეუთამაშებელი შემადგენლობა და განგრძობითობის ნაკლებობა, რომელიც უხვად იგრძნობოდა, ემოციურად, თუ სპორტულად, ხარებაშვილის და გაგნიძის დებიუტმა, გუგეშაშვილის საიმედო თამაშმა, მექვაბიშვილისა და გოჩოლეიშვილის სტაბილურობამ და ცხადია, გიორგი ლორიას გაცილებამ გადაწონა.
შესაბამისად, სლოვაკეთისკენ გეზი ამ და სხვა თემების განხილვის ფონზე ავიღეთ. ვენიდან მალევე ჟილინაში გადავინაცვლეთ და იმ ქალაქში დავბინავდით, სადაც საქართველო U21 ჯგუფური ეტაპის პირველ ორ შეხვედრას გამართავს.
საქართველო U21 – კალენდარი და განრიგი
პირველი ტური 6-ქულიანი შეხვედრით, პოლონეთი U21-ის წინააღმდეგ იწყება. შემდეგ იმავე ჟილინაში საფრანგეთი U21-ის პირისპირ ვითამაშებთ, ხოლო ჯგუფს ტრენჩინში პორტუგალია U21-ით დავხურავთ.
C ჯგუფში საქართველი U21-ის დეტალური კალენდარი ასე გამოიყურება. მატჩების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას კი Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე შეძლებთ.
ჟილინა სლოვაკური მომცრო ქალაქია. მოსახლეობა სულ 80 000-ია. მთაგორიანი და მდინარეებით გარშემორტყმული დასახლება სიმწვანეს და მდიდარ ბუნდებას ნამდვილად არ უჩივის.
ამინდი გრილია, რაც კარგ საფეხბურთო პირობებს ქმნის. მშვიდი, წყნარი ქალაქი ევროპული მომცრო დასახლებების შესახებ სტერეოტიპს ამართლებს – დღისით ყველა მუშაობს, საღამოს კი უქმე დღეების გამოკლებით, ქალაქში დიდ ხალხმრავლობას ვერ შეამჩნევთ.
ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები 40 წუთის სავალზე ქალაქ მარტინშია დაბანაკებული. ვარჯიშით კი სლოვან ჟაბოკრეკის ბაზაზე ვარჯიშობს და ამას არც ტრენჩინში ჩასატარებელი ბოლო ტურის მატჩი შეცვლის.
Setanta Sports-ი სლოვაკეთში
ჩვენი გუნდი 5 წევრისგან შედგება. ლუკა, ანდრო, დაჩი, როკო და მე – ვეცდებით 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველო U21-ის თითოეული საინტერესო დეტალი თქვენამდე მოვიტანოთ და უმცროსი ჯვაროსნების სლოვაკური თავგადასავალი კიდევ უფრო ახლოდან გადმოგცეთ.
პირველ დღეს, მგზავრობის შემდეგ, ცხადია, დაღლილები ვიყავით. რამაზ სვანაძის გუნდი ავსტრიული შეკრებიდან სლოვაკეთში გადმობარგების შემდეგ პირველ ვარჯიშს მართავდა. ცხადია, ჩვენც იქ უნდა ვყოფილიყავით.
გამოძინების მეტ-ნაკლებად წარმატებული მცდელობის შემდეგ ორად გავნაწილდით. ანდრო, დაჩი და ლუკა ჟილინაში დარჩნენ, რათა ქალაქის შესახებ ვლოგი გადაეღოთ. პრინციპში ჯერ თვითონ გაეცნოთ და შემდეგ თქვენთვის ეჩვენებინათ ქალაქის საუკეთესო ნაწილი, ხოლო როკომ და მე გეზი მარტინისკენ ავიღეთ.
40 წუთის სავალზე ჟილინადან მოშორებული ქალაქი კიდევ უფრო მომცროა. მთელი გზა ბუნებაში მიდის, ცხადია, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია.
ადგილობრივებთან დღეს დიდად კომუნიკაციის დრო და საშუალება არ იყო, თუმცა ვისაც გავესაუბრეთ, საქართველოს მიმართ ყველა კეთილგანწყობილია.
ბაზაზე მისულებმა ვარჯიშის ღია ნაწილით ვისარგებლეთ. ოთო მამაგეიშვილის და გაბრიელ სიგუას კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ გუნდში დიდი სულისკვეთება და საუცხოო ატმოსფეროა.
მერე და მერე გუნდის მინდორზე გამოსვლის შემდეგ ამაში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით. ლაღი, თავისუფალი ატმოსფერო იმის მანიშნებელია, რომ რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის წნეხს კარგად უმკლავდება.
ამას გარდა გუნდში არიან გამოცდილი ფეხბურთელები, ვინც გასულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ესეც ცხადია, უპირატესობის დამატებითი ფაქტორია.
მნიშვნელოვანია, რომ მეტი ფეხბურთელი ლაზარეთში აღარ აღმოჩენილა. დანაკლისი ხომ ისედაც დიდია – რამაზ სვანაძის გუნდს საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლაცაბიძე და საბა უგრეხელიძე დააკლდნენ.
რუმინეთთნ ამხანაგური მატჩი ვერ ითამაშა ნოდარ ლომინაძემაც, თუმცა ცენტრალური ნახევარმცველი, რომელმაც პანენკას შესრულება და ანტონინის წარმომავლობა, ორივე კარგად იცის, საწვრთნელ პროცესში სრულდა ჩაბმული იყო.
მასალის თბილისში ატვირთვის შემდეგ ახალგაზრდული ნაკრების ბაზა მალევე დავტოვეთ. ჟილინაში დაბრუნებულებს სასტუმროში ფრანგების სიუხვე დაგვხვდა. ვიფიქრეთ, ან ქომაგები არიან ან ჟურნალისტები – მეთქი, თუმცა არც ერთი და არც მეორე.
ტურისტების ჯგუფის ნაწილმა არც იცოდა, რომ მათი ახალგაზრდული ნაკრები სამიდან ორ მატჩს სწორედ ჟილინაში ჩაატარებს.
მერე ქალაქსშეფენილ ჩვენიანებს როკო და მეც შევუერთდით. თუმცა უკვე გვიანი იყო, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, თითქმის აღარავინ იყო.
შესაბამისად, ბევრი ვეღარც ვერავინ გამოვკითხეთ, და ვერც გავიგეთ, ვინ რა იცის საქართველოზე, ქართულ ფეხბურთზე, კვარაცხელიას გვარს ვინ ამბობს სწორად და ვინ – ისე რა და ვინ იცის, რომ ამავე ქალაქიდან არიან მაგალითად მარტინ დუბრავკა და პეტერ პეკარიკი და ა.შ.
მერე ვილი სანიოლიც ჩამოვიდა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოს ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა. ცხადია, ტურნირზე ვილის ყოფნა დამატებითი მოტივაციაა. თანაც ფრანგი სპეცილისტი სამწვრთნელო კარიერის პირველ ნაბიჯებს საფრანგეთის U21-ში დგამდა და ასაკობრივი გუნდის სპეციფიკაც კარგად ესმის.
დანარჩენი 10 ივნისისთვის გადაიდო. ხვალ მატჩისწინა ვარჯიშები და პრესკონფერენციები გველის. პოლონურ მედიას თუ დავუჯერებთ, საუკეთესო ატმოსფერო, დიდების ნაკრების მსგავსად, არც პოლონეთი U21-შიაო, ჰოდა მაგ არეულ პოლონურ მონასტერს ხვალ მოვუსინჯავთ გემოს.
თბილისის დროით პრესკონფერენციები 17:00 საათიდან დაიწყება და მათი ხილვა, Setanta Sports-ის გვერდებზე, სოციალურ ქსელებში შეგეძლებათ.