ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლორენცო მუზეტი დაამარცხა. მსოფლიოს მე-7 ჩოგანს ქართველმა ჩოგბურთელმა 4 სეტში 6-2 4-6 7-5 6-1 მოუგო.
ნიკა ბასილაშვილი დაბრუნდა. უიმბლდონზე ზედიზედ მოგებული მე-4 მატჩის შემდეგ მსოფლიოს 126-ე ჩოგანი ძირითადი ბადის მე-2 წრეში იასპარეზებს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ბასილაშვილის შანსებს მსოფლიოს მე-7 ჩოგანთან საკმაოდ პესიმისტურად აფასებდნენ. ალგორითმის მიხედვით, მისი გამარჯვების შანსი მხოლოდ 16 % იყო, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა მუზეტი სეტებში ანგარიშით 3-1 დაამარცხა.
ძირითადი ბადის მე-2 წრეში ბასილაშვილის მეტოქე ასევე იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება. თანამემამულისგან განსხვავებით სონეგო ATP-ის რეიტინგში 40 საფეხურით დაბალ პოზიციას იკავებს, თუმცა ისიც ბასილაშვილივით გამოცდილია.
ბასილაშვილმა მუზეტი დაამარცხა და პირველი წრის გავლის შემდეგ 10 სარეიტინგო ქულა და £66,000 უკვე გამოიმუშავა. მეორე წრის დაძლევის შემთხვევაში ნიკას მონაგარი უკვე 50 ქულა და £99,000 იქნება.
ბასილაშვილი vs სონეგო მატჩის ხილვას მაყურებელი პირდაპირ ეთერში setantasports.com-ზე, 3 ივნისს 14:00 საათიდან შეძლებს.
ბასილაშვილმა მუზეტი დაამარცხა – კომენტარი
“ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით საპატიოა ლორენცო მუზეტის წინააღმდეგ გამარჯვება. სიცხის გამო, რთულად სათამაშო პირობები იყო, განსაკუთრებით ჩემთვის.
არ მახსოვს [განიავებული] ქულა რომელზეც მეკითხებით, გულწრფელად რომ გითხრათ. სიცხის გამო ფოკუსირება მიჭირს. ფიზიკური თამაში იყო, ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა ბედნიერი ვარ საბოლოო შედეგით.
დიახ, ყოფილი მე-16 ჩოგანი ვარ, ATP-ის 5 ტიტული მოვიგე. კარგი კარიერა მქონდა, შემდეგ იყო იდაყვზე ქირურგიული ჩარევა. ე.წ. უაილდ ქარდი ვერ მივიღე, ამიტომ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მომიწია.
ჩემს ასაკში მსგავსი მიღწევის გამო, ვამაყობ. ამ ასაკში დაბრუნება ურთულესია და მიხარია, რომ ეს შევძელი.”
ნიკოლოზ ბასილაშვილი