ბასილაშვილი vs სონეგო 18:30 საათიდან – დრო და კორტი უკვე ოფიციალურად ცნობილია. უიმბლდონის მე-2 წრეში ქართველ ჩოგბურთელს კვლავ იტალიელი მეტოქე ჰყავს.
ქართულ-იტალიური დაპირისპირება მე-17 კორტზე მე-4 მატჩად ჩაინიშნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი ნიკოლოზის მატჩს 18:30 წუთიდან უნდა დაელოდოს.
იმედია, ამ დროს ლონდონში, წინა მატჩთან შედარებით, ნაკლებად ეცხელება, ეს კი ნიკას უფრო სანახაობრივი და შედეგიანი ჩოგბურთის ჩვენების საშუალებას მისცემს. ამ და სხვა საინტერესო ნიუანსებზე ბასილაშვილმა Setanta Sports-თან ინტერვიუში ყურადღება თავად გაამახვილა.
ბასილაშვილი vs სონეგო – პირდაპირი რეპორტაჟი
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 18:30-დან setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე იქნება შესაძლებელი.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ბასილაშვილი vs სონეგო
უიმბლდონი, ძირითადი ბადის მე-2 წრე, მე-17 კორტი, რიგით მეოთხე თამაში, ეს ბასილაშვილი vs სონეგოა.
თუკი, ბასილაშვილი უიმბლდონზე კვალიფიკაციის პირველივე წრიდან ჩართო, ყველაზე ძველი საჩოგბურთო ტურნირი სონეგომ ძირითადი ბადიდან დაიწყო.
იტალიელმა 1-ელ წრეში პორტუგალიელი ხაიმე ფარია სამ სეტში, 6-3 6-4 6-2 დაამარცხა.
რაც შეეხება ბასილაშვილს, ნიკამ მუზეტი 4 სეტში, 6-2 4-6 7-5 6-1 დაამარცხა. მანამდე ნიკამ ზედიზედ ესპანელი იამას რუისის, ჰონგ კონგელი ვონგისა და არგენტინელი ფიცოვიჩის ბარიერები გადალახა.
ეს ქართულ-იტალიური დაპირისპირება სამ ურთიერთშეხვედრას ითვლის. უპირატესობა სონეგოს მხარესაა. თუმცა ჩოგბურთელები ერთმანეთის ძალებს ბალახის საფარზე პირველად მოსინჯავენ.
პირველად, ბასილაშვილი – სონეგო 2020 წელს, რომის მასტერსზე, თიხის საფარიან კორტზე შედგა. მაშინ, სონეგომ 6-3 6-1, 1/64 ფინალში მოიგო.
მეორე შეხვედრაში რევანში შედგა. პოსტ პანდემიურ ეპოქაში, ტოკიოს 1 წლით დაგვიანებულ, ოლიმპიადაზე ბასილაშვილმა სამ სეტში გაიმარჯვა. ნიკამ ჰარდზე 6-4 3-6 6-4 მოიგო.
ბოლო მატჩი, იმავე 2021 წელს სან დიეგოში შედგა და ჰარდზე სონეგომ 6-3 6-4 გაიმარჯვა.
შედარება
ნიკოლოზ ბასილაშვილი | კომპონენტი | ლორენცო სონეგო |
---|---|---|
126 | რეიტინგი | 47 |
33 | ასაკი | 30 |
79 კგ | წონა | 76 კგ |
185 სმ | სიმაღლე | 191 სმ |
მარჯვენა | ხელი | მარჯვენა |
ორხელიანი | ბექჰენდი | ორხელიანი |
2008 | პრო ტურში ჩართვა | 2013 |
2/4 | მიმდინარე სეზონის მოგება/წაგება | 11/16 |
– | მიმდინარე სეზონის ტიტულები | – |
148/176 | კარიერის მოგება/წაგება | 153/171 |
5 | კარიერის ტიტულები | 4 |
$9,091,148 | საპრიზო თანხა კარიერაში | $7,778,599 |
მართალია, თანამემამულე მუზეტის სონეგო 40 ადგილით ჩამორჩება, თუმცა 7 წლით უფროსი და შესაბამისად, უფრო გამოცდილია.
იტალიელს ფარიასთან მატჩის განმავლობაში საკუთარი ჩაწოდება ერთხელაც არ წაუგია. იმ მატჩში სონეგოს ორმაგი შეცდომის გრაფაში 0 ეწერა. მისი პირველი ჩაწოდების სიზუსტე შთამბეჭდავ 81%-ს შეადგენდა. ახლა კი მას ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მორიგი სერიოზული გამოცდისთვის მომზადება მოუწევს.
სონეგო იოლი მეტოქე ცხადია არ არის, თუმცა ნიკოლოზს თავისი შანსები ექნება და მენტალური მდგრადობის შემთხვევაში, რა ნაწილშიც ცალსახად მომატებული აქვს, წარმატების შანსი ექნება.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 18:30-დან setantasports.com-სა და Setanta Sports 3-ზე იქნება შესაძლებელი.