ალკარასი vs სინერი. ჩოგბურთის თანამედროვე კლასიკა ვიხილეთ US Open-ზე სადაც ესპანელმა ჩოგბურთელმა 4-სეტში (6:2, 3:6, 6:1, 6:4) მოიგო და აღნიშნულ ტიტულს მეორედ დაეუფლა.
უიმბლდონის ფინალში წაგების შემდეგ, ალკარასმა რევანში ამერიკის ღია პირველობაზე აიღო.
2025 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალი სავსე იყო არტისტიზმით, სადაც მთავარი მხატვარი კარლოს ალკარასი გამოდგა.
სინერმა, ჩვეულ სტილში, გვაჩვენა ცივსისხლიანი თამაშისა და ხელოვნური ინტელექტის გამოვლინება კორტზე, თუმცა ეს ამჯერად ესპანელის დასამარცხებლად საკმარისი არ გამოდგა.
ალკარასის მზადყოფნა თამაშის პირველივე სეტში გამოჩნდა, რომელიც 6:2 მოიგო.
შემდეგ სინერმა მომაკვდინებლად ზუსტი თამაშით დაიბრუნა სეტი 3:6, თუმცა მესამე სეტში გამოჩნდა, რომ თამაშს კარლოსი აკონტროლებდა.
კარლოსი სასწაულად აწვდიდა და შეუდარებელი იყო კორტის ყველა წერტილში (6:1).
მეოთხე სეტში მაყურებელმა ულამაზესი სანახაობა იხილა, მეხუთე გეიმში კარლოსი ბრეიკით გავიდა წინ და საქმე ბოლომდე მიიყვანა.
მეათე გეიმში სინერმა მატჩპოინტი ბრწყინვალე უინერით მოიგერია, თუმცა შემდეგ კარლოსმა ასევე შეუდარებელი ჩაწოდებით დახურა თამაში და ამერიკის ღია პირველობის ტიტულს მეორედ დაეუფლა.
ნიჭი, იგივე კარლოს ალკარასი
გარდა 5-მილიონდოლარიანი ჩეკისა, კარლოსმა ამ მოგებით რეიტინგში ნომერ პირველი ჩოგბურთელის სტატუსი დაიბრუნა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, 22 წლის და 4 თვის, რომელმაც ექვსი დიდი სლეიმის ტიტული მოიგო.
როდესაც ნიჭზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ კარლოს ალკარასზე. 22 წლისა და 4 თვის ასაკში ესპანელმა უკვე მოიგო ორი სლემი გრუნტის საფარზე (საფრანგეთის ღია პირველობა), ორი სლემი ბალახზე (უიმბლდონი) და ორი სლემიც ჰარდზე (ამერიკის ღია პირველობა) – უბრალოდ დაუჯერებელია.
ალკარასი vs სინერი – მიმოხილვა
იანიკ სინერის კომენტარი
“კარლოსს ძალიან მომატებული აქვს, დღეს ძალიან სუფთად თამაშობდა. ის, რაც ლონდონში მე გამომდიოდა, აქ კარლოსმა კიდევ უფრო უკეთ გააკეთა.
ვგრძნობდი, რომ დღეს მას ყველაფერი უკეთ გამოსდიოდა, განსაკუთრებით ჩაწოდებები. ვფიქრობ, ამან გადაწყვიტა ყველაფერი და ჩემი ყველა კრედიტი მას.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი თავით ვამაყობ, თუმცა უნდა ვაღიარო რომ დიახ, დღეს მან ჩემზე უკეთ ითამაშა.
ალკარასის კომენტარი პრეს-კონფერენციაზე:
“დიდებული გრძნობაა ამ ტიტულის მოგება, ეს ჩემთვის მეორეა, მაგრამ მაინც ოცნების ახდენას გავს, ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე.
ვერაფერი შეედრება იმ მიზნების მიღწევას, რომელსაც წლის დასაწყისში ისახავ.
ყველა ჩოგბურთელს თავისი სტილი აქვს, ჩემი სტილი კი მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული, ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო და ყველა კომპონენტში საუკეთესო ვიყო.
ჩემი დარტყმის და ფიზიკური კონდიციის მჯერა, რადგან ამაზე ბევრს ვმუშაობ.
ლონდონში წაგების შემდეგ, ეგრევე ვგრძნობდი, რომ იყო რაღაცები, რაზეც უნდა მემუშავა და განმევითარებინა.
კონკრეტულად არაფერზე მივარჯიშია, მაგრამ ცინცინატის ტურნირის წინ მხოლოდ ჩემ თამაშზე ვვარჯიშობდი და ვიცოდი, რომ იანიკის დასამარცხებლად მხოლოდ ჩემი თავის საუკეთესო ვერსიის მიღება იყო საჭირო.”
მატჩის შემდეგ დონალდ ტრამპმაც გააკეთა კომენტარი:
“მოკლედ, მომეწონა. პირველ რიგში, ორივე ეს ჩოგბურთელი დაუჯერებლად ნიჭიერია.
ისინი ბურთს იმაზე ძლიერად ურტყამენ, ვიდრე ეს აქამდე ნანახი მქონდა, ეს წარმოუდგენელი ნიჭია.
დიდი სიამოვნება მივიღე, აქ ყოველთვის დავდივარ. ატმოსფეროც იდეალური იყო, როცა შევძლებ, ყოველთვის დავესწრები ასეთ თამაშებს.”
ემ ეტაპზე სეტანტა სპორტსზე დიდი სლემებიდან მხოლოდ უიმბლდონის ხილვა შეგიძლიათ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.