სარჩევი
სილვერსტოუნი 2025 - ბრიტანეთის გრან-პრი პრევიუ | Setanta Sports

ეს კვირა სილვერსტოუნზე რბოლის, ემოციებისა და ისტორიის ზეიმია. ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მე–13 ეტაპი – ბრიტანეთის გრან-პრი გაიმართება 5–6 ივლისს, საზაფხულო შესვენებაზე გასვლამდე. ნორსჰემპტონშირის ტრეკზე ბრუნდებიან ჩემპიონატის ლიდერები, ლეგენდარული გამარჯვებულები და საშინაო რბოლის მოლოდინში მყოფი პილოტები თუ საჯინიბოები.

ბრიტანეთის გრან-პრი – პირდაპირი რეპორტაჟი

კვალიფიკაციის პირდაპირი რეპორტაჟი შაბათს, 5 ივლისს 18:00 საათიდან დაიწყება. მისი ხილვა გულშემატკივარს Setanta Sports 3-სა და setantasports.com-ზე შეეძლება.

რაც შეეხება რბოლას, კვირას, 6 ივლისს 18:00 საათზე აიღებს სტარტს. რბოლაც, კვალიფიკაციის მსგავსად, Setanta Sports 3-სა და setantasports.com-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია ივნისის ბოლომდე.

სილვერსტოუნი – სიჩქარისა და ტრადიციის კერა

სილვერსტოუნის ავტოდრომი ფორმულა 1-ის სინონიმად ითვლება. სწორედ აქ ჩატარდა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის რბოლა 1950 წელს, და მას შემდეგ ბრიტანული გრან-პრი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ ეტაპად მიიჩნევა კალენდარში.

2025 წლის რბოლა იქნება მაღალი სიჩქარის, აეროდინამიკური გამოწვევებისა და სტრატეგიული მანევრების შერწყმა. ცნობილი მონაკვეთები — Copse, Maggots-Becketts-Chapel და Stowe — ხშირად განსაზღვრავს ლიდერთა ბედი.

ბრძოლა ჩემპიონობისთვის – პიასტრი VS ნორისი

მაკლარენის დუო დაუნდობელ ბრძოლაშია: ოსკარ პიასტრი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა და 216 ქულით ლიდერობს საერთო ჩათვლაში. მისი თანაგუნდელი, ბრიტანელი ლანდო ნორისი, მხოლოდ 15 ქულით ჩამორჩება და თავისი პირველი საშინაო გამარჯვების მოლოდინშია.

მაკლარენის ბოლიდი რბოლის ფავორიტია, თუმცა კონკურენტები პოზიციების დათმობას არ აპირებენ.

ბრიტანეთის გრან-პრი – ჰამილტონის სახლში ფერარით ბრუნდება

ლუის ჰამილტონი, რვაგზის ბრიტანეთის გრან-პრის გამარჯვებული, პირველად გამოდის სილვერსტოუნზე ფერარის ბოლიდით. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი მისთვის რთულად დაიწყო, ეს ეტაპი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.

ჰამილტონმა უკვე გაახარა ფანები პირველი თავისუფალი პრაქტიკის ლიდერობით. მართალია, ბოლო 13 რბოლიდან, ვერცერთის შემდეგ ვერ ავიდა პოდიუმზე, თუმცა ახლა სწორედ სახლში ეძლევა შანსი, ეს სერია დაასრულოს.

ბრიტანეთის გრან-პრი – ჩასაფრებული მეტოქეები

ჯორჯ რასელი და კიმი ანტონელი მერსედესიდან იმედოვნებენ, რომ გრილი ამინდი მათი ბოლიდებისთვის შესაფერისი იქნებიან.
მაქს ფერსტაპენი, რომელიც პიასტრისგან 76 ქულით არის ჩამორჩენაში, წინა რბოლა ნაადრევად გამოეთიშა, აუცილებლად ეცდება პოზიციების დაბრუნებას.

ბოლო პერიოდია, ნიკო ჰულკენბერგი ძლიერი ფორმით გამოირჩევა და ბოლო 3 რბოლაა, რაც ქულებში მოხვდა.

ბრიტანეთის გრან-პრი – სტრატეგიული ველი და ამინდის ფაქტორი

პირელის მიერ შერჩეული საბურავების კომპლექტაცია (C2, C3, C4) რბოლას განსხვავებულ ტაქტიკურ სიღრმეს შესძენს. სავარაუდო სტრატეგია – ორი პიტსტოპი. ასევე მაღალია უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის ალბათობა (88%).

ამინდის ცვალებადობა — სილვერსტოუნისთვის ტრადიციული ფაქტორი — შესაძლოა, მნიშვნელოვანი გახდეს რბოლის დღესაც.

ბრიტანეთის გრან-პრი – გულშემატკივრების არმია და 16-მილიარდიანი ინდუსტრია

სილვერსტოუნზე წელს დაახლოებით 480 ათასი მაყურებელია მოსალოდნელი, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებად აქცევს ბრიტანეთში.
ფორმულა 1 დღეს უკვე £16 მილიარდიან ინდუსტრიას წარმოადგენს გაერთიანებულ სამეფოში, და ბრიტანეთის გრან-პრი მის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად გვევლინება.

ბრიტანეთის გრან-პრი – რას ველოდოთ?

შეძლებს ლანდო ნორისი თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვოს სილვერსტოუნის ტრასაზე?

დაბრუნდება თუ არა ჰამილტონი პოდიუმზე ფერარის ფორმაში, თანაც სილვერსტოუნზე?

მერსედესი მოახერხებს მწვერვალზე დაბრუნებას?

შეძლებ ფერსტაპენი დაკარგული ქულების კომპენსირებას?

ყველა ამ კითხვაზე პასუხს 6 ივლისს მივიღებთ, როცა მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რბოლისთვის მოემზადება.