სარჩევი
Red Bull FMX Jam - ბათუმის პირველი ექსტრემალური შოუ | Setanta Sports

26 ივლისს, 19:00 საათიდან, ანბანის კოშკის მიმდებარედ, Red Bull FMX Jam, ფრისტაილ მოტოკროსს შოუ გაიმართა. ხმაურიანმა მოტოშოუმ და თვალისმომჭრელმა პარამოტორ ფრენამ, ანბანის კოშკის წინ, 5000-მდე მაყურებელი შეკრიბა. 

ღონისძიები მედია პარტნიორი Setanta Sports-ი იყო.

შოუ ქართული ბენდის Circus Mircus-ის კონცერტით გაიხსნა და ფრისტაილ მოტოკროსის  საოცარი სანახაობით გაგრძელდა. ათლეტები, ხოსე მინჩა, მარიონ ლუკას სანს და ტროი ვერბუხი ექსტრემალურ ნახტომებსა და ილეთებს ერთმანეთის მიყოლებით ასრულებდნენ. შესვენების დროს კი ბათუმის ღირშესანიშნაობების თავზე, ესპანეთლა აკროპილოტმა, ჰორაციო ლორენსმა პარამოტორით იფრინა. 

ივენთი შთამბეჭდავი მიქსით, Circus Mircus-ის კონცერტით, ფრისტაილ მოტოკროს შოუთი და პარამოტორით ფრენით დასრულდა.

Red Bull FMX Jam – რედ ბულის სახელობითი ღონისძიებაა, რომელსაც მარტივი, მაგრამ სანახაობრივი ფორმატი აქვს. შოუს მსვლელობისას ათლეტები თანმიმდევრობით ასრულებენ ნახტომებს და ექსტრემალურ ილეთებს. 

ბათუმში გამართულ შოუში მონაწილეობდნენ ფრისტაილ მოტოკროს ათლეტები ხოსე მინჩა, მარიო ლუკას სანს და ტროი ვერბუხი და აკრო პილოტი, ჰორაციო ლორენსი.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.