მამუს ასისტი და ბოლო წამზე მოგება – ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მატჩში მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა შარლოტ ჰორნეტსი ბოლო წამზე დაამარცხა (97:96).
შარლოტმა საკუთარ პარკეტზე თამაში კარგად დაიწყო და ნუპელის კარგი თამაშის ფონზე გუნდი საწყის მეოთხედებში ტორონტოს ამარცხებდა – პირველი ტაიმი ჰორნეტსმა 5 ქულით მოიგო.
მეორე ნახევარში ტორონტო შეტევაში უფრო ზუსტი იყო და მთელ რიგ მომენტებში გაქცევის საშუალებაც ჰქონდა, თუმცა ჰორნეტსის ლიდერი – ლამელო ბოლი ათამაშდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა აიღო.
დრამატული გამოდგა მატჩის დასასრული, როცა ლამელო ბოლმა სანდრო მამუეკალშვილის წინააღმდეგ შეტევა გამოიყენა და თავისი გუნდი ორი ქულით წინ გაიყვანა, ამ დროს კანადელებს მხოლოდ ტაიმაუტის აღება და ბოლო შეტევის დაგეგმვის შანსი ჰქონდათ.
ბოლო შეტევაში, სანდრომ ბურთი იმანუელ ქუიქლის გამოუტანა, რომლის სამქულიანიც ზუსტი აღმოჩნდა და ტორონტომ სანახაობრივი მატჩი ბოლო წამზე მოიგო.
სანდრო მამუკელაშვილმა ჰორნეტსის წინააღმდეგ პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ქართველს ბრწყინვალე სეზონი აქვს და ეს ყველაფერი რიცხვებშიც ასახურლია – სანდრო მამუკელაშვილი ტორონტოს შემადგენლობაშ ყველაზე მაღალი პროცენტით – 51.4%-ით ისვრის თამაშიდან.
შემდეგ მატჩს კანადური გუნდი 10 იანვარს, ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ გასვლით მატჩს ჩაატარებს.