სარჩევი
24 ქულა ბოსტონთან - მამუკელაშვილი საუკეთესო იყო | Setanta Sports

მამუკელაშვილი საუკეთესო იყო – ტორონტო რეპტორსის ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ, მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და თავის გუნდში საუკეთესო იყო.

სელტიკსი ლიდერების გარეშე ჩავიდა კანადაში, თუმცა ლიდერობა პეიტონ პრიჩარდმა აიღო თავის თავზე და მწვანეების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა (112:96).

ტორონტოდან საუკეთესო ქართველი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 30 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ქართველი კალათბურთელი სელტიკსის ფარს 70%-ით უტევდა – პლუს ამას, სანდრო კლინიკურად უტევდა პერიმეტრიდან და 6 სამქულიანი ჩააგდო.

ბოსტონთან განცდილი მარცხის შემდეგ მამუკელაშვილის ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგებით და 12 მარცხით მე-5 ადგილს იკავებს.

ტორონტო რეპტორსი NBA-ის რეგულარული სეზონის შემდეგ მატჩს კვლავ კანადაში, ამჯერად ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

უყურე NBA-ის გამორჩეულ მატჩებს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.