სარჩევი
თოფურია vs ალმახანი - უყურე UFC კატარს setantasports.com-ზე | Setanta Sports

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ MMA ორგანიზაციაში თავის მეორე ბრძოლას ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ ჩაატარებს.

UFC კატარის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-ზე 22 ნოემბერს, 20:00 საათიდან დაიწყება

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

UFC კატარი მეინ ქარდი

ცარუკიანიvsჰუკერი
მუჰამედიvsგარი
ოზდემირიvsმენფილდი
ჰერმანსონიvsოროლბაი
სპივაკიvsგაზიევი
ულანბეკოვიvsჰორიგუჩი

UFC კატარი პრელიმი

გრადიvsრაილი
დალბიvsიზახმაევი
პერესიvsალმაბაევი
იახაევიvsსერკერა
ალმახანიvsთოფურია
ნორდიევიvsლოდერი
ალიევიvsროკი
ბუილოvsფრიმენი

ალექსანდრე თოფურიამ თავისი სადებიუტო ბრძოლა დაუმარცხებელი კოლბი თიქნესის წინააღმდეგ 2025 წლის 8 თებერვალს ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დომინანტური გამარჯვება მოიპოვა.

ელ კონკისტადორის მეტოქე ყაზახი სტრაიკერი – ბეკზატ ალმახანი იქნება, რომლის პროფესიონალური რეკორდი MMA-ში 12 მოგება და 2 მარცხია.

ყაზახ მებრძოლს UFC-ში სულ 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული. ორგანიზაციაში თავისი სადებიუტო ბრძოლა ბეკზატმ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო, რომლის შემდეგაც ბრედ კატონა პირველ რაუნდში დაანოკაუტა.

ალმახანის მთავარი პლუსი სტრაიკინგია მაშინ, როცა ალექსანრე მოჭიდავე ელიტური მოჭიდავეა, რაც ქართველმა სიქნესის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ორივე მებრძოლმა წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა. ალექსანდრე თოფურიამ თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიუხედავად მეტოქის მაღალი დონის სტრაიკინგისა, ქართველი თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია, რომ ყველაფერში მეტოქეზე უკეთესია.

ელ კონკისტადორს აქვს შანსი, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებით შემდეგ TOP 15-ის მებრძოლი დაიმსახუროს და სატიტულო გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგას.

UFC კატარი მეინ ივენთი

მთავარი ბრძოლა კატარში არმან ცარუკიანსა და დენ ჰუკერს შორის გაიმართება. არმანს ბოლოს ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ საჩემპიონო ბრძოლა უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ბრძოლას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ბოლო დღეს ჩაეხსნა, რამაც სომეხი მებრძოლის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედა.

ცარუკიანმა UFC-ში ბოლოს 2024 წლის აპრილში იბრძოლა, სადაც ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მანამდე არმანს დამარცხებული ჰყავს ობინ მერსიე, დავი რამოსი, მეტ ფევოლა, კრისტოს გიაგოსი, ჟოელ ალვარესი, დამირ ისმაგულოვი, ხოაკიმ სილვა და ბენეილ დარიუში. სომეხ მებრძოლს MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ასევე ორი მარცხი აქვს – მატეუშ გამროტთან და ისლამ მახაჩევთან, ორივე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

სომეხი მებრძოლის მეტოქე ავსტრალიალი დენ ჰუკერი იქნება, რომელიც სპორტის ლეგენდაა. ჰუკერი გამორჩეულია სანახაობრივი, შეუპოვარი ბრძოლებით და არასდროს ერიდება ღია გაცვლებს. როგორც წესი, ჰუკერის ბრძოლები ფინიშით მთავრდება და იშვიათად აღწევს მსაჯთა გადაწყვეტილებამდე. სიმაღლეში და სტრაიკინგში უპირატესობა გვაფიქრებინებს, რომ ჰუკერი დისტანციის დაცვას და ბრძოლის დგომში ჩატარებას შეეცდება მაშინ, როცა არმანი პირიქით – დისტანციის შემცირებაზე ან ბძოლის მიწაზე გადაყვანაზე იმუშავებს.

კატარში მეინ ქარდზე სხვა სანახაობრივი ბრძოლებით გველოდება – Welterweight-ის პროსპექტი, იან გარი ყოფილი ჩემპიონის, ბელალ მუჰამედის წინააღმდეგ ჩაატარებს ბრძოლას. ირლანდიელმა Setanta Sports-თან საუბარში აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში თუ სატიტულო ბრძოლას მიიღებს, ისლამის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში მოემზადება.

სანახაობას უნდა ველოდოთ ვოლკან ოზდემირსა და ალონზო მენფილდს შორის ქვემძიმე წონაში გასამართი ბრძოლისგან. ორივე მებრძოლი კარგი სტრაიკერია და ძირითადად დგომში ცდილობს გამარჯვების მოპოვებას. მენფილდი ჩხუბს 2-ბრძოლიანი მოგებათა სერიით ხვდება, ხოლო ოზდემირმა UFC-ში თავისი ბოლო ბრძოლა კარლოს ულბერგის წინააღმდეგ დათმო.

მთავარ ქარდზე ასევე ვიხილავთ ჯეკ ჰერმანსოსა და მუკტიბეკ ოროლბაის ბრძოლას. მძიმე წონაში ერთმანეთს სერგეი სპივაკი და შამილ გაზიევი შეხვდებიან, ხოლო ქარდს ტაგირ ულანბეკოვსა და კიოჯი ჰორიგუჯის შორის სუპერმსუბუქი წონის ბრძოლა გახსნის.

ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ