თოფურია vs ოლივეირა – UFC 317-ის მთავარ ორთაბრძოლაში ოქტაგონზე ქართველი მატადორი გავა. მეტოქე ჩარლზ ოლივეირაა. მსუბუქი წონის ვაკანტური საჩემპიონო ქამარი ამ ბრძოლაში გათამაშდება.
მას შემდეგ რაც ილია თოფურიამ წონა შეიცვალა, ოლივეირასთან დაპირისპირება პირველი იქნება. მიზანი ცხადია, ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლა იყო, თუმცა თავის მხრივ ჩრდილო კავკასიელმა წონა შეიცვალა და ქვესაშუალო დივიზიონში გადავიდა.
თოფურიას აქვს სურვილი მახაჩევს იქაც გადაჰყვეს და ამაზე ქართველი მებრძოლი ღიადაც საუბრობს, თუმცა იქამდე ილიამ მსუბუქ წონაში საკუთარი კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს. პირველი გაჩერება კი ოლივეირაა.
თოფურია vs ოლივეირა – პირდაპირი რეპორტაჟი
ილია თოფურია vs ჩარლზ ოლივეირა ბრძოლის პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს ექსკლუზიურად setantasports.com-ზე შეეძლება. UFC 317 29 ივნისს, საქართველოს დროით 04:00 საათიდან დაიწყება, მეინ ქარდის ხილვის შესაძლებლობა კი მაყურებელს 06:00 საათიდან ექნება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები JJ25 NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
JJ25 – ერთ თვეს + ერთი თვე.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია ივნისის ბოლომდე.
UFC 317 – თოფურია vs ოლივეირა
მთავარი ბრძოლა: ილია თოფურია vs ჩარლზ ოლივეირა
თანამთავარი ბრძოლა: ალექსანდრ პანტოჟა vs კაი კარა-ფრანსი
ადგილმდებარეობა: T-Mobile Arena – ლას-ვეგასი, ნევადა
სად ვუყუროთ: setantasports.com
მთავარი ბარათის დანარჩენი ბრძოლები:
• ბენილ დარიუში vs რენატო მოიკანო
• ბრენდონ როივალი vs ჯოშუა ვანი
• პეიტონ ტალბოტი vs ფელიპე ლიმა
წინასწარი ბარათი:
• ჯეკ ჰერმანსონი vs გრეგორი როდრიგესი
• ჰაიდერ ამილი vs ხოსე დელგადო
• ვივიანე არაუჟო vs ტრეისი კორტესი
• ტერენს მაკკინი vs ვიაჩესლავ ბორშჩევი
• ჯონათა დინიზი vs ალვინ ჰაინსი
• ნიკო პრაისი vs ჯაკობი სმიტი
• სედრიკ დუმასი vs ჯექსონ მაკვეი
მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულისთვის: ილია თოფურია vs ჩარლზ ოლივეირა
UFC 317-ის ფინალური ბრძოლა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის გაიმართება – სასწორზე კი UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის თავისუფალი ტიტულია.
თოფურია ახალ წონით კატეგორიაში ადის მას შემდეგ, რაც 2024 წელს ქვემსუბუქ წონაში გამორჩეულად იბრძოლა:
მეორე რაუნდში ალექსანდრ ვოლკანოვსკის ნოკაუტით ტიტული მოიპოვა და შემდეგ მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში მესამე რაუნდში გამარჯვებით წარმატებით დაიცვა ის აბუ დაბიში, ოქტომბერში გამართულ ბრძოლაში.
ახლა, დაუმარცხებელი, 28 წლის მებრძოლი ახალ დივიზიონში ცდილობს მეორე ტიტულის მოპოვებას და იმ ცხრა მებრძოლს შორის მოხვედრას, რომელთაც UFC-ის ქამარი ორ წონით კატეგორიაში აქვთ მოპოვებული.
ოლივეირაც ისტორიის დაწერისკენ მიისწრაფვის – მას სურს პირველი მებრძოლი გახდეს, ვინც UFC-ის მსუბუქი წონის ტიტული ორჯერ მოიგო.
გასულ წელს, “დუ ბრონქსი” UFC 300-ზე დაძაბულ ბრძოლაში არმან ცარუკიანთან დამარცხდა, თუმცა შემდეგ UFC 309-ზე ნიუ-იორკში მაიკლ ჩენდლერთან დამაჯერებლად იმარჯვა, რითაც დონალდ სერონისა და ანდრეი არლოვსკისთან ერთად UFC-ის ისტორიაში მეორე ადგილზე გადავიდა გამარჯვებების რაოდენობით.
ამ ბრძოლას უამრავი კითხვა ახლავს თან – როგორ გაართმევს თავს თოფურია წონის ცვლილებას და როგორ მიუდგება ბრძოლას ოლივეირა? ამ კითხვებზე პასუხი 25 წუთზე ნაკლებ დროში გაიცემა, 29 ივნისს, დილის 06:00 საათიდან, setantasports.com-ზე.